მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ციხის "ქურდებმა" "ავტორიტეტისათვის" ხელის დარტყმის გამო, პატიმარი წარმოუდგენელი სისასტიკით სცემეს - "კორტავას საქმის" დეტალები
ციხის "ქურდებმა" "ავტორიტეტისათვის" ხელის დარტყმის გამო, პატიმარი წარმოუდგენელი სისასტიკით სცემეს - "კორტავას საქმის" დეტალები

ლე­ვან კორ­ტა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რა გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. "ქუ­თა­ი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ, სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი უტყუ­ა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის გე­გუ­თის N14-ე და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მსჯავ­რდე­ბულ ლე­ვან კორ­ტა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე, ცე­მის, სა­სიკ­ვდი­ლო შე­დე­გით დას­რუ­ლე­ბუ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბი­სა და ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბის­თვის, ექ­ვსი პირი დამ­ნა­შა­ვედ სცნო.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2013 წლის 12 მა­ისს, სად-ის N14 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში კრი­მი­ნა­ლურ­მა ავ­ტო­რი­ტე­ტებ­მა, ქურ­დუ­ლი წე­სე­ბის მიმ­დევ­რებ­მა ლაშა კვან­ტა­ლი­ან­მა, შოთა სი­ნა­უ­რი­ძემ, გელა უშხვან­მა, გი­ორ­გი შე­მა­ზაშ­ვილ­მა, სო­ლო­მონ დაშ­ნი­ან­მა, ნუგ­ზარ ბუ­ჩუ­ა­ძემ და თე­ი­მუ­რაზ გუ­რე­ში­ძემ, ე.წ. "კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი­სათ­ვის" ხე­ლის დარ­ტყმის გამო, "ქურ­დულ სამ­ყა­რო­ში" დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი წე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, მკაც­რად დას­ჯის მიზ­ნით, ხე­ლე­ბი­თა და ფე­ხე­ბით, ასე­ვე ელექტრო­ჩა­ი­და­ნი­სა და ვენ­ტი­ლა­ტო­რის მყა­რი დე­ტა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით, გო­ნე­ბის და­კარ­გვამ­დე ჯგუ­ფუ­რად სცე­მეს პა­ტი­მა­რი ლე­ვან კორ­ტა­ვა, რო­მელ­მაც გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის შე­დე­გად მი­ი­ღო მრავ­ლო­ბი­თი ნაჭ­დე­ვე­ბი და სის­ხლნაჟ­ღენ­თე­ბი შუბ­ლის, ორი­ვე თვალ­ბუ­დის, მარ­ჯვე­ნა სა­ფეთ­ქლის და ცხვი­რის მი­და­მო­ში, სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბით ქა­ლას რბი­ლი სა­ფა­რის ქსო­ვილ­ში, რბილ გარ­სებ­ში და თა­ვის ტვი­ნის ნივ­თი­ე­რე­ბა­ში, ასე­ვე მი­ი­ღო ცხვი­რის ძვლის ხა­ზო­ვა­ნი მო­ტე­ხი­ლო­ბა.

ლე­ვან კორ­ტა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბი პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ეც­ნენ სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 125-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, 117-ე მუხ­ლის მე­ხუ­თე და მე­ექ­ვსე ნა­წი­ლე­ბი­თა და 2231 მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით.

ქუ­თა­ი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ, ისე­ვე რო­გორც ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად მი­იჩ­ნია, რომ 2013 წლის 23 მა­ისს, ლე­ვან კორ­ტა­ვა მის მი­მართ ჯგუ­ფუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ქალა-ტვი­ნის და­ხუ­რუ­ლი ტრავ­მის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. ქუ­თა­ი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ შოთა სი­ნა­უ­რი­ძე­სა და გელა უშხვანს 11 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა და ფუ­ლა­დი ჯა­რი­მა 1000 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ნუგ­ზარ ბუ­ჩუ­ა­ძეს 14 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, ლაშა კვან­ტა­ლი­ანს 12 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, სო­ლო­მონ დაშ­ნი­ანს 10 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა და ფუ­ლა­დი ჯა­რი­მა 1000 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ხოლო თე­ი­მუ­რაზ გუ­რე­ში­ძეს 9 წლი­თა და 6 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა და ფუ­ლა­დი ჯა­რი­მა 1000 ლა­რის ოდე­ნო­ბით მი­უ­სა­ჯა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ, რომ ქუ­თა­ი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ 2014 წლის 5 ნო­ემ­ბერს ლე­ვან კორ­ტა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე კი­დევ ერთი ბრალ­დე­ბუ­ლი - გი­ორ­გი შე­მა­ზაშ­ვი­ლი დამ­ნა­შა­ვედ სცნო და მას 11 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა და ფუ­ლა­დი ჯა­რი­მა 1000 ლა­რის ოდე­ნო­ბით შე­უ­ფარ­და.

ამა­ვე ფაქ­ტზე ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 332-ე და 375-ე მუხ­ლე­ბით - სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის ბრალ­დე­ბით, გრძელ­დე­ბა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის N14-ე და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ბრალ­დე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ციხის "ქურდებმა" "ავტორიტეტისათვის" ხელის დარტყმის გამო, პატიმარი წარმოუდგენელი სისასტიკით სცემეს - "კორტავას საქმის" დეტალები

ციხის "ქურდებმა" "ავტორიტეტისათვის" ხელის დარტყმის გამო, პატიმარი წარმოუდგენელი სისასტიკით სცემეს - "კორტავას საქმის" დეტალები

ლევან კორტავას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. "ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებები და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გეგუთის N14-ე დაწესებულების მსჯავრდებულ ლევან კორტავას გარდაცვალების ფაქტზე, ცემის, სასიკვდილო შედეგით დასრულებული ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ქურდული სამყაროს წევრობისთვის, ექვსი პირი დამნაშავედ სცნო.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2013 წლის 12 მაისს, სად-ის N14 დაწესებულებაში კრიმინალურმა ავტორიტეტებმა, ქურდული წესების მიმდევრებმა ლაშა კვანტალიანმა, შოთა სინაურიძემ, გელა უშხვანმა, გიორგი შემაზაშვილმა, სოლომონ დაშნიანმა, ნუგზარ ბუჩუაძემ და თეიმურაზ გურეშიძემ, ე.წ. "კრიმინალური ავტორიტეტისათვის" ხელის დარტყმის გამო, "ქურდულ სამყაროში" დამკვიდრებული წესების შესაბამისად, მკაცრად დასჯის მიზნით, ხელებითა და ფეხებით, ასევე ელექტროჩაიდანისა და ვენტილატორის მყარი დეტალის გამოყენებით, გონების დაკარგვამდე ჯგუფურად სცემეს პატიმარი ლევან კორტავა, რომელმაც განხორციელებული ძალადობის შედეგად მიიღო მრავლობითი ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები შუბლის, ორივე თვალბუდის, მარჯვენა საფეთქლის და ცხვირის მიდამოში, სისხლჩაქცევებით ქალას რბილი საფარის ქსოვილში, რბილ გარსებში და თავის ტვინის ნივთიერებაში, ასევე მიიღო ცხვირის ძვლის ხაზოვანი მოტეხილობა.

ლევან კორტავას გარდაცვალების საქმეში მონაწილე პირები პასუხისგებაში მიეცნენ სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით, 117-ე მუხლის მეხუთე და მეექვსე ნაწილებითა და 2231 მუხლის პირველი ნაწილით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, ისევე როგორც ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2013 წლის 23 მაისს, ლევან კორტავა მის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ფიზიკური ძალადობით გამოწვეული ქალა-ტვინის დახურული ტრავმის შედეგად გარდაიცვალა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ შოთა სინაურიძესა და გელა უშხვანს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა და ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, ნუგზარ ბუჩუაძეს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, ლაშა კვანტალიანს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, სოლომონ დაშნიანს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, ხოლო თეიმურაზ გურეშიძეს 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით მიუსაჯა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2014 წლის 5 ნოემბერს ლევან კორტავას გარდაცვალებაში მონაწილე კიდევ ერთი ბრალდებული - გიორგი შემაზაშვილი დამნაშავედ სცნო და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა და ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით შეუფარდა.

ამავე ფაქტზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს სსკ-ის 332-ე და 375-ე მუხლებით - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, გრძელდება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N14-ე დაწესებულების ყოფილი თანამშრომლების ბრალდების სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა", - აღნიშნულია განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ