საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოფელ ღორთუბანში სკოლის შენობა მთლიანად დაიწვა
სოფელ ღორთუბანში სკოლის შენობა მთლიანად დაიწვა

ადი­გე­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ღორ­თუ­ბან­ში სკო­ლის შე­ნო­ბა მთლი­ა­ნად და­იწ­ვა. ხან­ძარს მსხვერ­პლი არ მოჰ­ყო­ლია.

შემ­თხვე­ვა გუ­შინ მოხ­და. სკო­ლას ხან­ძა­რი გამ­თე­ნი­ი­სას გა­უჩ­ნდა, იმ დრო­ის­თვის შე­ნო­ბა­ში არა­ვინ იმ­ყო­ფე­ბო­და. ხან­ძრის ლიკ­ვი­და­ცი­ა­ზე ადი­გე­ნი­სა და ახალ­ცი­ხის სა­ხან­ძრო სამ­სა­ხუ­რე­ბი დი­ლამ­დე მუ­შა­ობ­დნენ.

ადი­გე­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურსცენ­ტრის უფ­რო­სის მო­ვა­ლე­ო­ბის დრო­ე­ბით შემ­სრუ­ლებ­ლის შო­რე­ნა ჭი­ტა­ძე-ლობ­ჯა­ნი­ძის გან­მარ­ტე­ბით, მთლი­ა­ნა­დაა გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი სკო­ლის შე­ნო­ბა და ინ­ვენ­ტა­რი. ამ ეტაპ­ზე სას­წავ­ლო პრო­ცე­სი შე­ჩე­რე­ბუ­ლია.

მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო. ღორ­თუბ­ნის სკო­ლა სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რი­საა. სკო­ლა­ში 37 მოს­წავ­ლე და 12 პე­და­გო­გია.

იხი­ლეთ ვრცლად

"სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

სოფელ ღორთუბანში სკოლის შენობა მთლიანად დაიწვა

სოფელ ღორთუბანში სკოლის შენობა მთლიანად დაიწვა

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორთუბანში სკოლის შენობა მთლიანად დაიწვა. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

შემთხვევა გუშინ მოხდა. სკოლას ხანძარი გამთენიისას გაუჩნდა, იმ დროისთვის შენობაში არავინ იმყოფებოდა. ხანძრის ლიკვიდაციაზე ადიგენისა და ახალციხის სახანძრო სამსახურები დილამდე მუშაობდნენ.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის დროებით შემსრულებლის შორენა ჭიტაძე-ლობჯანიძის განმარტებით, მთლიანადაა განადგურებული სკოლის შენობა და ინვენტარი. ამ ეტაპზე სასწავლო პროცესი შეჩერებულია.

მომხდარის შესახებ ინფორმირებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ღორთუბნის სკოლა საბაზო საფეხურისაა. სკოლაში 37 მოსწავლე და 12 პედაგოგია.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა