პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი სიძე ძალიან მაღალი კომპეტენციის ფინანსისტია და ცოდოცაა 2000-ლარიან სამსახურში რომ მუშაობს" - გუგული მაღრაძე
"ჩემი სიძე ძალიან მაღალი კომპეტენციის ფინანსისტია და ცოდოცაა 2000-ლარიან სამსახურში რომ მუშაობს" - გუგული მაღრაძე

ჩვენ­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა დე­პუ­ტატ გუ­გუ­ლი მაღ­რა­ძის გან­ცხა­დე­ბას. "ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მეს აკე­თებს, არ უნდა ჰქონ­დეს იმის ცდუ­ნე­ბა და გა­სა­ჭი­რი, რო­გორ იშო­ვოს ხვალ-ზეგ ფული... მას უნდა ჰქონ­დეს ნორ­მა­ლუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი. ხდე­ბა სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რი­დან კად­რე­ბის გა­დი­ნე­ბა, რად­გან იქ სა­დაც ხელ­ფა­სი 2000 ლა­რია, მცოდ­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი არ ჩერ­დე­ბი­ან." - გა­ნა­ცხა­და ქალ­ბა­ტონ­მა გუ­გუ­ლიმ. პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა "რე­ფორ­მა­ტო­რე­ბის" თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი ღლონტმა გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ გუ­გუ­ლი მაღ­რა­ძის სიძე - ქა­ლიშ­ვი­ლის ქმა­რი, ირაკ­ლი ღურ­ჯუ­მე­ლია თბი­ლი­სის მე­რი­ის ერთ-ერთი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნია. რო­გორც ირაკ­ლი ღლონტმა გა­ნა­ცხა­და, ის თბი­ლი­სის მე­რი­ის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ის ფი­ნან­სუ­რი დი­რექ­ტო­რია. გთა­ვა­ზობთ ქალ­ბა­ტო­ნი გუ­გუ­ლის პირ­ველ კო­მენ­ტარს მის სკან­და­ლად ქცე­ულ გან­ცხა­დე­ბა­სა და სი­ძის სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ზე:

- სა­ერ­თოდ ვი­ნაა ეს ირაკ­ლი ღლონ­ტი და რა საქ­მე აქვს ჩემ­თან?! რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს სი­ძეს, ის მე­რი­ა­ში არ მუ­შა­ობს, ის არის სულ სხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­შია, რო­მე­ლიც ემ­სა­ხუ­რე­ბა მე­რი­ას. ჩემი სიძე არ არის მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი და აქვს 2000-ლა­რი­ა­ნი ხელ­ფა­სი. ის ძა­ლი­ან მა­ღა­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ის ფი­ნან­სის­ტია და ცო­დო­ცაა ასეთ სამ­სა­ხურ­ში რომ მუ­შა­ობს. თუ ვინ­მეს ჩემი სი­ძის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­ში ეჭვი ეპა­რე­ბა, შე­უძ­ლია და­ინ­ტე­რეს­დეს და მისი CV გა­მო­ი­თხო­ვოს. ესაა სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცია. ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს, თვი­თონ ირაკ­ლი ღლონტს რა კვა­ლი­ფი­კა­ცია აქვს?!

- ღლონ­ტის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, თქვენ­მა სი­ძემ მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო მას მერე, რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" მო­ვი­და...

- სულ არ იყო ჩემი სიძე, როცა მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობ­და. გი­მე­ო­რებთ, ის მა­ღა­ლი რან­გის ფი­ნან­სის­ტია და სამ­სა­ხუ­რის მო­სა­ძებ­ნად ჩემი ჩა­რე­ვა არა­სო­დეს დას­ჭირ­ვე­ბია. არც სიძე, არც შვილს და არც ჩემს სხვა ნა­თე­სა­ვებს ჩემი დახ­მა­რე­ბა არ სჭირ­დე­ბათ.

- ქალ­ბა­ტო­ნო გუ­გუ­ლი, თქვენ გან­ცხა­დე­ბას, სა­დაც თქვით - მცოდ­ნე ადა­მი­ა­ნი სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში 2 000 ლა­რად არ გა­გი­ჩერ­დე­ბაო, ძა­ლი­ან დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა...

- მე ვთქვი, რომ მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­ურ ადა­მი­ანს უნდა ჰქონ­დეს მა­ღა­ლი ხელ­ფა­სი, რათა კარ­გად იმუ­შა­ოს, რად­გან არ­სე­ბობს კერ­ძო სტრუქ­ტუ­რა, რო­მელ­მაც შე­საძ­ლოა უფრო მა­ღა­ლი ხელ­ფა­სი შეს­თა­ვა­ზოს და ამის გამო სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რი­დან არ უნდა მოხ­დეს კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის გა­დი­ნე­ბა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

sponsored by ContentRoom

"ჩემი სიძე ძალიან მაღალი კომპეტენციის ფინანსისტია და ცოდოცაა 2000-ლარიან სამსახურში რომ მუშაობს" - გუგული მაღრაძე

"ჩემი სიძე ძალიან მაღალი კომპეტენციის ფინანსისტია და ცოდოცაა 2000-ლარიან სამსახურში რომ მუშაობს" - გუგული მაღრაძე

ჩვენში დიდი გამოხმაურება მოჰყვა დეპუტატ გუგული მაღრაძის განცხადებას. "ადამიანს, რომელიც სახელმწიფო სამსახურში მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, არ უნდა ჰქონდეს იმის ცდუნება და გასაჭირი, როგორ იშოვოს ხვალ-ზეგ ფული... მას უნდა ჰქონდეს ნორმალური შემოსავალი. ხდება საჯარო სამსახურიდან კადრების გადინება, რადგან იქ სადაც ხელფასი 2000 ლარია, მცოდნე ადამიანები არ ჩერდებიან." - განაცხადა ქალბატონმა გუგულიმ. პოლიტიკური გაერთიანება "რეფორმატორების" თავმჯდომარემ ირაკლი ღლონტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გუგული მაღრაძის სიძე - ქალიშვილის ქმარი, ირაკლი ღურჯუმელია თბილისის მერიის ერთ-ერთი მაღალჩინოსანია. როგორც ირაკლი ღლონტმა განაცხადა, ის თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიის ფინანსური დირექტორია. გთავაზობთ ქალბატონი გუგულის პირველ კომენტარს მის სკანდალად ქცეულ განცხადებასა და სიძის სახელმწიფო სამსახურზე:

- საერთოდ ვინაა ეს ირაკლი ღლონტი და რა საქმე აქვს ჩემთან?! რაც შეეხება ჩემს სიძეს, ის მერიაში არ მუშაობს, ის არის სულ სხვა დაწესებულებაშია, რომელიც ემსახურება მერიას. ჩემი სიძე არ არის მაღალჩინოსანი და აქვს 2000-ლარიანი ხელფასი. ის ძალიან მაღალი კომპეტენციის ფინანსისტია და ცოდოცაა ასეთ სამსახურში რომ მუშაობს. თუ ვინმეს ჩემი სიძის კვალიფიკაციაში ეჭვი ეპარება, შეუძლია დაინტერესდეს და მისი CV გამოითხოვოს. ესაა საჯარო ინფორმაცია. ძალიან მაინტერესებს, თვითონ ირაკლი ღლონტს რა კვალიფიკაცია აქვს?!

- ღლონტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თქვენმა სიძემ მუშაობა დაიწყო მას მერე, რაც ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" მოვიდა...

- სულ არ იყო ჩემი სიძე, როცა მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. გიმეორებთ, ის მაღალი რანგის ფინანსისტია და სამსახურის მოსაძებნად ჩემი ჩარევა არასოდეს დასჭირვებია. არც სიძე, არც შვილს და არც ჩემს სხვა ნათესავებს ჩემი დახმარება არ სჭირდებათ.

- ქალბატონო გუგული, თქვენ განცხადებას, სადაც თქვით - მცოდნე ადამიანი საჯარო სამსახურში 2 000 ლარად არ გაგიჩერდებაო, ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა...

- მე ვთქვი, რომ მაღალკვალიფიციურ ადამიანს უნდა ჰქონდეს მაღალი ხელფასი, რათა კარგად იმუშაოს, რადგან არსებობს კერძო სტრუქტურა, რომელმაც შესაძლოა უფრო მაღალი ხელფასი შესთავაზოს და ამის გამო საჯარო სამსახურიდან არ უნდა მოხდეს კვალიფიციური კადრების გადინება.

იხილეთ გაგრძელება

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

"ცხედარს მოვუარე ქართული წესით, არ დაუწვავთ" - რას ჰყვება იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტი, რომელმაც 3 დღე მიცვალებულთან გაატარა

გურმანების ახალი ჰიტი - ნუცა სურგულაძის საოცარი პასკები შოკოლადის განაშით