ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში, ბავშვები, სავარაუდოდ, მოიწამლნენ. სკოლაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. ადგილზე მისულ ექიმებს სკოლის ექვსი მოსწავლე შეუძლოდ დახვდათ, მათ მუცლის არეში ჭვალი აღენიშნებოდათ. ბავშვები ბათუმის დედათა და ბავშვთა რეგიონულ ცენტრში გადაიყვანეს. ამჟამად, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება.
კლინიკაში იმყოფება აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი. ხოლო აჭარის ჯანდაცვის მინიტრის პირველი მოადგილე ლევან გორგილაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე სულიკო თებიძე, ინფექციონისტი და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში ვითარების ადგილზე გაცნობის მიზნით იმყოფებიან.
სკოლის სხვა მოსწავლეებს დაავადებისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები არ აღენიშნებათ.