"ამ მთავრობას ჭაობის მინისტრი მოუხდებოდა", - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, სერგო რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. სერგო რატიანის შეფასებით, "მთის კანონის" მიღების შემდეგ, მომავალში ხელისუფლება ალბათ მდინარის და ზღვის მინისტრებსაც დანიშნავს.
"შემდეგი ალბათ ზღვის და მდინარის მინისტრი იქნება, მაგრამ ამ მთავრობას ყველაზე მეტად ჭაობის მინისტრი მოუხდებოდა", - განაცხადა რატიანმა.
პარლამენტში შესულია ინიციატია, რომელიც მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებას ითვალისწინებს.
თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.