პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილმა ოდესის სოფლები ქსენია სობჩაკთან ერთად მოინახულა
მიხეილ სააკაშვილმა ოდესის სოფლები ქსენია სობჩაკთან ერთად მოინახულა

ოდე­სის ოლ­ქის ახალ­და­ნიშ­ნუ­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ცხრა ივ­ნისს ოდე­სის სე­ლექ­ცი­ურ-გე­ნე­ტი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის ინ­სპექ­ცი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, შემ­დეგ კი სო­ფე­ლი პერ­შოტ­რავ­ნე­ვოე მო­ი­ნა­ხუ­ლა. სა­ა­კაშ­ვი­ლის თან­მხლებ ჯგუფ­ში ად­გი­ლობ­რივ­მა მცხოვ­რებ­ლებ­მა მო­უ­ლოდ­ნე­ლად რუსი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ქსე­ნია სობ­ჩა­კი შე­ნიშ­ნეს.

სა­ა­კაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ უკ­რა­ი­ნა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მდი­და­რი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს, რჩე­ბა ევ­რო­პის ყვე­ლა­ზე ღა­რიბ ქვეყ­ნად. ის ხალ­ხს შე­პირ­და კო­რუფ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლას და ბი­უ­როკ­რა­ტი­ის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას.

"ხომ ხე­დავთ რო­გო­რი მი­წე­ბია, რო­გო­რი პო­ტენ­ცი­ა­ლი. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამ მი­წე­ბის ხე­ლი­დან გაშ­ვე­ბა, მათ მთე­ლი ქვეყ­ნის და­პუ­რე­ბა შე­უძ­ლი­ათ. ჩვენ იმ ხალ­ხს, რო­მე­ლიც აქ მუ­შა­ობს, გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლებთ ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი წე­სე­ბის­გან და ისი­ნი თა­ვად შექ­მნი­ან სას­წა­უ­ლებს. თავს არ ვა­პა­ტი­ებ, თუ გეგ­მე­ბი ჩა­იშ­ლე­ბა", - არ­წმუ­ნებ­და ხალ­ხს სა­ა­კაშ­ვი­ლი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ოდე­სა­ში ყოფ­ნის მი­ზე­ზე­ბის შე­სა­ხებ არც თა­ვად სობ­ჩაკ­მა და არც სა­ა­კაშ­ვი­ლის პრეს­სამ­სა­ხურ­მა არ ისურ­ვა კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა.

სა­ა­კაშ­ვი­ლი მო­ქა­ლა­ქე­ებს მიკრო­ფო­ნით ესა­უბ­რე­ბო­და, ხან ად­გი­ლობ­რივ მო­ხუ­ცებს კოც­ნი­და და დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად რგავ­და ბოსტნე­ულს, (გო­გო­ნე­ბის­გან კა­ლა­თით მირ­თმე­უ­ლი პრო­დუქ­ტიც კი გა­სინ­ჯა). შე­გახ­სე­ნებთ, სა­ა­კაშ­ვი­ლი ოდე­სის გუ­ბერ­ნა­ტო­რად უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა 30 მა­ისს და­ნიშ­ნა და უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბაც მი­ა­ნი­ჭა. სა­ა­კაშ­ვილ­მა უკვე გა­ნა­ცხა­და, რომ აპი­რებს სა­კად­რო შე­მად­გენ­ლო­ბის გა­ნახ­ლე­ბას კო­რუფ­ცი­ას­თან უკე­თე­სად ბრძო­ლი­სათ­ვის.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია eadaily.com-ს მი­ხედ­ვით.

მიხეილ სააკაშვილმა ოდესის სოფლები ქსენია სობჩაკთან ერთად მოინახულა

მიხეილ სააკაშვილმა ოდესის სოფლები ქსენია სობჩაკთან ერთად მოინახულა

ოდესის ოლქის ახალდანიშნული გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ცხრა ივნისს ოდესის სელექციურ-გენეტიკური ინსტიტუტის ინსპექციაზე იმყოფებოდა, შემდეგ კი სოფელი პერშოტრავნევოე მოინახულა. სააკაშვილის თანმხლებ ჯგუფში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მოულოდნელად რუსი ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკი შენიშნეს.

სააკაშვილმა აღნიშნა, რომ უკრაინა, მიუხედავად იმისა, რომ მდიდარი პოტენციალი აქვს, რჩება ევროპის ყველაზე ღარიბ ქვეყნად. ის ხალხს შეპირდა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას და ბიუროკრატიისგან გათავისუფლებას.

”ხომ ხედავთ როგორი მიწებია, როგორი პოტენციალი. როგორ შეიძლება ამ მიწების ხელიდან გაშვება, მათ მთელი ქვეყნის დაპურება შეუძლიათ. ჩვენ იმ ხალხს, რომელიც აქ მუშაობს, გავათავისუფლებთ ბიუროკრატიული წესებისგან და ისინი თავად შექმნიან სასწაულებს. თავს არ ვაპატიებ, თუ გეგმები ჩაიშლება”, - არწმუნებდა ხალხს სააკაშვილი. აღსანიშნავია, რომ ოდესაში ყოფნის მიზეზების შესახებ არც თავად სობჩაკმა და არც სააკაშვილის პრესსამსახურმა არ ისურვა კომენტარის გაკეთება.

სააკაშვილი მოქალაქეებს მიკროფონით ესაუბრებოდა, ხან ადგილობრივ მოხუცებს კოცნიდა და დემონსტრაციულად რგავდა ბოსტნეულს, (გოგონებისგან კალათით მირთმეული პროდუქტიც კი გასინჯა). შეგახსენებთ, სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად უკრაინის პრეზიდენტმა 30 მაისს დანიშნა და უკრაინის მოქალაქეობაც მიანიჭა. სააკაშვილმა უკვე განაცხადა, რომ აპირებს საკადრო შემადგენლობის განახლებას კორუფციასთან უკეთესად ბრძოლისათვის.

მომზადებულია eadaily.com-ს მიხედვით.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."