პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახლა გაოცებულ-გაოგნებულ მდგომარეობაში ვიმყოფები" - სანდრო ცნობილაძის პირველი კომენტარი არხიდან დათხოვის შემდეგ
"ახლა გაოცებულ-გაოგნებულ მდგომარეობაში ვიმყოფები" - სანდრო ცნობილაძის პირველი კომენტარი არხიდან დათხოვის შემდეგ

"სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სან­დრო ცნო­ბი­ლა­ძის არ­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში იმა­ზე მეტი ნე­გა­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, ვიდ­რე თა­ვის დრო­ზე, ცნო­ბი­ლა­ძის ცნო­ბილ შეც­დო­მას. სპორ­ტულ კო­მენ­ტა­ტორ­თან ინ­ტერ­ვი­უს "რე­ზო­ნან­სი" აქ­ვეყ­ნებს.

სან­დრო ცნო­ბი­ლა­ძე: ვა­დას­ტუ­რებ მე­დი­ით გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მა­უ­წყე­ბელ­მა არ­ხი­დან გა­მა­თა­ვი­სუფ­ლა.

"რე­ზო­ნან­სი": რა გახ­და ამის მი­ზე­ზი?

სან­დრო ცნო­ბი­ლა­ძე: ალ­ბათ იცით ჩემი ცნო­ბი­ლი შეც­დო­მის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს და პორ­ტუ­გა­ლი­ის მატ­ჩის დროს და­ვუშ­ვი და გუნ­დე­ბი ამე­რია ერ­თმა­ნეთ­ში. ამ შეც­დო­მის გამო არ­ხმა მი­ი­ღო რა­დი­კა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ეს ჩემ­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო.

"რე­ზო­ნან­სი": არ გა­აპ­რო­ტეს­ტეთ ტე­ლე­ვი­ზი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ სხვა სან­ქცია და­ე­კის­რე­ბი­ნა, მაგ­რამ არა არ­ხი­დან გაშ­ვე­ბა?

სან­დრო ცნო­ბი­ლა­ძე: ეს ყვე­ლა­ფე­რი მოხ­და დღეს. სულ ორი სა­ა­თის წინ (ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რი­ა­ლია 10 ივ­ნისს). 16 სა­ათ­ზე და­ი­წყო სა­დის­ციპ­ლი­ნო კო­მი­ტე­ტის სხდო­მა, რო­მე­ლიც სა­ათ­ნა­ხე­ვარ­ში დამ­თავ­რდა. ანუ, დრო არ გა­სუ­ლა იმ­დე­ნი, რომ რა­ღაც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­მე­ღო. შე­სა­ბა­მი­სად, არ ვიცი, გა­მოვ­თქვამ თუ არა რა­ი­მე პრო­ტესტს არ­ხის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გამო. ამ ეტაპ­ზე პრო­ტესტზე ლა­პა­რა­კი ზედ­მე­ტია.

რე­დაქ­ცი­ის რჩე­ვით| "პირ­ვე­ლი" სან­დროს გა­რე­შე = "პირ­ვე­ლი" ჩემს გა­რე­შე - მა­ყუ­რე­ბე­ლი, რო­მე­ლიც "საზ­მა­უმ" ცნო­ბი­ლა­ძეს­თან ერ­თად და­კარ­გა

"რე­ზო­ნან­სი": ანუ თქვენ ეს მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ი­გეთ?

სან­დრო ცნო­ბი­ლა­ძე: არა, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ი­დან ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა და­მი­რე­კეს და სა­დის­ციპ­ლი­ნო კო­მი­ტე­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მაც­ნო­ბეს.

"რე­ზო­ნან­სი": თქვე­ნი სა­კი­თხის გან­ხილ­ვა რომ იგეგ­მე­ბო­და, ეს იცო­დით?

სან­დრო ცნო­ბი­ლა­ძე: დიახ, ეს ვი­ცო­დი. მე­ო­რე დღეს­ვე მქონ­და კონ­ტაქ­ტი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან. ვი­ცო­დი, რომ სა­დის­ციპ­ლი­ნო კო­მი­ტე­ტი უნდა შეკ­რე­ბი­ლი­ყო და რა­ღაც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ე­ღო. და­ახ­ლო­ე­ბით თა­რი­ღიც ვი­ცო­დი, რო­დის უნდა მომ­ხდა­რი­ყო შეკ­რე­ბა.

"რე­ზო­ნან­სი": არ­ხის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­სა­მარ­თლო­ში ხომ არ გა­ა­სა­ჩივ­რებთ?

სან­დრო ცნო­ბი­ლა­ძე: რო­გორც უკვე გი­თხა­რით, დრო ძა­ლი­ან ცო­ტაა გა­სუ­ლი, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ჯერ არა­ვი­თა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ მაქვს მი­ღე­ბუ­ლი. ახლა გა­ო­ცე­ბულ-გა­ოგ­ნე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვიმ­ყო­ფე­ბი.

ერთი რამე, რაც ზუს­ტად ვიცი, ის არის, რომ ამი­ე­რი­დან ჩემს ენერ­გი­ას და დროს და­ვუთ­მობ სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნია "ჯიდი-თა­იმსს", სა­დაც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად ვმუ­შა­ობ­დი.

იაგო ნაც­ვლიშ­ვი­ლი

"რე­ზო­ნან­სი"

"ახლა გაოცებულ-გაოგნებულ მდგომარეობაში ვიმყოფები" - სანდრო ცნობილაძის პირველი კომენტარი არხიდან დათხოვის შემდეგ

"ახლა გაოცებულ-გაოგნებულ მდგომარეობაში ვიმყოფები" - სანდრო ცნობილაძის პირველი კომენტარი არხიდან დათხოვის შემდეგ

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" გადაწყვეტილებას სანდრო ცნობილაძის არხიდან გათავისუფლების შესახებ, საზოგადოებაში იმაზე მეტი ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა, ვიდრე თავის დროზე, ცნობილაძის ცნობილ შეცდომას. სპორტულ კომენტატორთან ინტერვიუს "რეზონანსი" აქვეყნებს.

სანდრო ცნობილაძე: ვადასტურებ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არხიდან გამათავისუფლა.

"რეზონანსი": რა გახდა ამის მიზეზი?

სანდრო ცნობილაძე: ალბათ იცით ჩემი ცნობილი შეცდომის შესახებ, რომელიც საქართველოს და პორტუგალიის მატჩის დროს დავუშვი  და გუნდები ამერია ერთმანეთში. ამ შეცდომის გამო არხმა მიიღო რადიკალური გადაწყვეტილება. ეს ჩემთვის აბსოლუტურად მოულოდნელი იყო.

"რეზონანსი": არ გააპროტესტეთ ტელევიზიის გადაწყვეტილება, რომ სხვა სანქცია დაეკისრებინა, მაგრამ არა არხიდან გაშვება?

სანდრო ცნობილაძე: ეს ყველაფერი მოხდა დღეს. სულ ორი საათის წინ (ინტერვიუ ჩაწერიალია 10 ივნისს). 16 საათზე დაიწყო სადისციპლინო კომიტეტის სხდომა, რომელიც საათნახევარში დამთავრდა. ანუ, დრო არ გასულა იმდენი, რომ რაღაც გადაწყვეტილება მიმეღო. შესაბამისად, არ ვიცი, გამოვთქვამ თუ არა რაიმე პროტესტს არხის გადაწყვეტილების გამო. ამ ეტაპზე პროტესტზე ლაპარაკი ზედმეტია.

რედაქციის რჩევით| "პირველი" სანდროს გარეშე = "პირველი" ჩემს გარეშე - მაყურებელი, რომელიც "საზმაუმ" ცნობილაძესთან ერთად დაკარგა

"რეზონანსი": ანუ თქვენ ეს მედიის საშუალებით გაიგეთ?

სანდრო ცნობილაძე: არა, ტელეკომპანიიდან ჩემმა მეგობრებმა დამირეკეს და სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება მაცნობეს.

"რეზონანსი": თქვენი საკითხის განხილვა რომ იგეგმებოდა, ეს იცოდით?

სანდრო ცნობილაძე: დიახ, ეს ვიცოდი. მეორე დღესვე მქონდა კონტაქტი საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებთან. ვიცოდი, რომ სადისციპლინო კომიტეტი უნდა შეკრებილიყო და რაღაც გადაწყვეტილება მიეღო. დაახლოებით თარიღიც ვიცოდი, როდის უნდა მომხდარიყო შეკრება.

"რეზონანსი": არხის გადაწყვეტილებას სასამართლოში ხომ არ გაასაჩივრებთ?

სანდრო ცნობილაძე: როგორც უკვე გითხარით, დრო ძალიან ცოტაა გასული, აქედან გამომდინარე ჯერ არავითარი გადაწყვეტილება არ მაქვს მიღებული. ახლა გაოცებულ-გაოგნებულ მდგომარეობაში ვიმყოფები.

ერთი რამე, რაც ზუსტად ვიცი, ის არის, რომ ამიერიდან  ჩემს ენერგიას და დროს დავუთმობ საერთაშორისო კომპანია "ჯიდი-თაიმსს", სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის პარალელურად ვმუშაობდი.

იაგო ნაცვლიშვილი

"რეზონანსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია