პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირველი" სანდროს გარეშე = "პირველი" ჩემს გარეშე - მაყურებელი, რომელიც "საზმაუმ" ცნობილაძესთან ერთად დაკარგა
"პირველი" სანდროს გარეშე = "პირველი" ჩემს გარეშე - მაყურებელი, რომელიც "საზმაუმ" ცნობილაძესთან ერთად დაკარგა

ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი კო­მენ­ტა­ტო­რი სან­დრო ცნო­ბი­ლა­ძე "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მა­უ­წყე­ბელ­მა" სამ­სა­ხუ­რი­დან და­ი­თხო­ვა. ამის მი­ზე­ზი 31 მა­ისს სა­ქარ­თვე­ლო­სა და პორ­ტუ­გა­ლი­ის 19-წლამ­დელ­თა ნაკ­რე­ბე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბის პირ­და­პი­რი რე­პორ­ტა­ჟის დროს მის მიერ დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მა გახ­და. რე­ა­ლუ­რად რომ ვთქვათ, შეც­დო­მა მარ­თლაც დიდი იყო, მაგ­რამ ასე­თი შეც­დო­მი­სა­გან არ­ვი­ნაა და­ზღვე­უ­ლი და ამის გამო სამ­სა­ხუ­რი­დან და­თხოვ­ნა რბი­ლად რომ ვთქვათ, არას­წო­რი საცქი­ე­ლია.

სან­დრო ცო­ბი­ლა­ძეს ქარ­თუ­ლი სპორ­ტის­თვის ძა­ლი­ან ბევ­რი გა­უ­კე­თე­ბია. მახ­სოვს, პა­ტა­რა ბიჭი ვი­ყა­ვი, როცა 90-ია­ნებ­ში სან­დროს წაყ­ვა­ნილ რე­პორ­ტა­ჟებს ვუს­მენ­დი. ჩემ­თვის ის 90 წუთი ერ­თგვა­რი ფან­ჯა­რა იყო ევ­რო­პა­ში და ამ ფან­ჯა­რას სან­დრო მი­ღებ­და ხოლ­მე.

სან­დროს გაშ­ვე­ბით ჩემ­თვის ბავ­შვო­ბის რა­ღაც მო­ნაკ­ვე­თი დას­რულ­და. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბევ­რს გა­უჩ­ნდა ეს გან­ცდა. სან­დრო უმუ­შე­ვა­რი არ დარ­ჩე­ბა, რად­გან ამ ქვე­ყა­ნა­ში ჯერ კი­დევ აფა­სე­ბენ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს და სა­დაც წავა, მეც იქ წა­ვალ, რად­გან ჩემი ბავ­შვო­ბის გახ­სე­ნე­ბის სურ­ვი­ლი მექ­ნე­ბა.

რე­დაქ­ცი­ის რჩე­ვით| "ახლა გა­ო­ცე­ბულ-გა­ოგ­ნე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვიმ­ყო­ფე­ბი" - სან­დრო ცნო­ბი­ლა­ძის პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი არ­ხი­დან და­თხო­ვის შემ­დეგ

შე­იძ­ლე­ბა ბევ­რს არ მოს­წონ­და სან­დროს წაყ­ვა­ნი­ლი რე­პორ­ტა­ჟი, მაგ­რამ ისი­ნიც კი ხაზ­გას­მით აღ­ნი­შავ­დნენ სან­დროს ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლო­ბას. იცო­და ამ კაც­მა, რა­საც ლა­პა­რა­კობ­და, ფეხ­ბურ­თე­ლებ­საც კარ­გად ცნობ­და, მათი წარ­სუ­ლიც იცო­და და როცა სა­ჭი­რო იყო წარ­სუ­ლი­და­ნაც უზუს­ტეს პა­რა­ლელს გა­ავ­ლებ­და ხოლ­მე, ჰოდა ასე­თი პრო­ფე­სი­ო­ნალს რომ ერთი შეც­დო­მის გამო სამ­სა­ხუ­რი­დან და­ი­თხოვ, ე.ი. "საზ­მა­უს" შეფი ხარ.

სა­ინ­ტე­რე­სოა, "საზ­მა­უს" შე­ფო­ბას მა­შინ რა­ტომ არ მო­უნ­და სან­დროს გაშ­ვე­ბა, როცა ის ქეც­ბა­ი­ას დრო­ინ­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის თა­მაშ­ში პო­ზი­ტი­ვის და­ნახ­ვას ცდი­ლობ­და, თუ ეს ნაკ­ლე­ბი შეც­დო­მა იყო?!

სო­ცი­ა­ლურ ქსელს რომ გა­დავ­ხე­დოთ, თით­ქმის ყვე­ლა სან­დრო ცნო­ბი­ლა­ძეს უცხა­დებს სო­ლი­და­რო­ბას, მა­შინ როცა ცოტა ხნის წინ უმე­ტე­სო­ბა მისი გაშ­ვე­ბის მომ­ხრე იყო. სა­ინ­ტერ­სოა, რო­დის ვი­ყა­ვით მარ­თლე­ბი, მა­შინ, თუ ახლა?!

საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს, რა­დი­ო­რე­პორ­ტა­ჟი­სას დიდ­მა ერო­სიმ გოლი და­მა­ლა და ამის გამო არა­ვის და­უს­ჯია. კი ბა­ტო­ნო, ის ერო­სი იყო, მაგ­რამ მა­შინ კო­მუ­ნის­ტუ­რი რე­ჟი­მიც იყო.

არ მინ­და, "საზ­მა­უს" შე­ფო­ბას "ნა­კო­ლი" მივ­ცე, მაგ­რამ 6 წუ­თის მან­ძილ­ზე, ვიდ­რე სან­დრო ცნო­ბი­ლა­ძეს რე­პორ­ტა­ჟი შეც­დო­მით მიჰ­ყავ­და, ან რე­ჟი­სო­რი ან პრო­დი­უ­სე­რი სად იყო, რომ შეც­დო­მა­ზე მი­ე­თი­თე­ბი­ნა?!

შეც­დო­მა ფეხ­ბურ­თის თან­მდე­ვი მოვ­ლე­ნაა და მას ერ­თგვარ ხიბლსაც მა­ტებს. ჩემი აზ­რით, ფეხ­ბურთს მსა­ჯე­ბის შეც­დო­მაც კი უხ­დე­ბა. რო­ბო­ტი­ზე­ბუ­ლი რომ გახ­დეს, სა­დაც მი­ნი­მუ­მამ­დე იქ­ნე­ბა დაყ­ვა­ნი­ლი შეც­დო­მის ალ­ბა­თო­ბა, ფეხ­ბურ­თი ძა­ლი­ან ბევ­რს და­კარ­გავს. ამის ფონ­ზე კო­მენ­ტა­ტო­რის შეც­დო­მის გამო და­თხოვ­ნა სა­სა­ცი­ლოა.

"ფიფა"-ც და "უეფა"-ც მხო­ლოდ მკაც­რი გაფრ­თხი­ლე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბი­ან მსა­ჯის მი­მართ, ვინც მი­უ­ტე­ვე­ბელ შეც­დო­მას უშ­ვებს და რაღა "საზ­მა­უს" შე­ფო­ბა აღ­მოჩ­ნდა რო­მის პაპ­ზე დიდი კა­თო­ლი­კე?!

სა­ინ­ტე­რე­სოა, ეს შე­ფო­ბა რომ 2012 წლამ­დე ყო­ფი­ლი­ყო, რო­მე­ლი­მე ჟურ­ნა­ლის­ტის გაშ­ვე­ბას თუ გა­ბე­დავ­და იმ ტყუ­ი­ლე­ბის გამო, ამ არ­ხი­დან რომ იფ­რქვე­ო­და. ალ­ბათ - არა, რად­გან ამას გამ­ბე­და­ო­ბა სჭირ­დე­ბა, ხოლო იმ ხალ­ხს, ვინც სან­დრო ცნო­ბი­ლა­ძე ერთი შეც­დო­მის გამო გა­უშ­ვა, გამ­ბე­და­ო­ბა არ აქვთ.

ისე, პა­რა­დოქ­სე­ბის ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობთ, "მო­დე­ლი­რე­ბუ­ლი ქრო­ნი­კის" ყვე­ლა შე­მოქ­მე­დი და­უს­ჯე­ლი დარ­ჩა და სან­დრო ცნო­ბი­ლა­ძეს ერთი შეც­დო­მა არ ეპა­ტია.

P.S. დიდი ალ­ბა­თო­ბით "საზ­მა­უს" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას შე­უმ­ჩნე­ვე­ლი დარ­ჩე­ბა, მაგ­რამ ერთი მა­ყუ­რე­ბე­ლი ჩემი სა­ხით და­კარ­გეს. არ გე­გო­ნოთ მე სან­დრო ცნო­ბი­ლა­ძის თავ­გა­დაკ­ლუ­ლი ფანი ვარ და რად­გან ის არაა, მა­გი­ტომ აღარ გა­დავ­რთავ "პირ­ველ­ზე". უბ­რა­ლოდ, ის ჩიტი ვარ, რო­მე­ლიც ხეზე იჯდა და ხე­ლის აქ­ნე­ვას ელო­და; ეჭვი მაქვს, ბევ­რი ჩიტი ელო­და ხე­ლის აქ­ნე­ვას.

ლადო გო­გო­ლა­ძე

სა­ავ­ტო­რო სვე­ტი AMBEBI.GE-სთვის

"პირველი" სანდროს გარეშე = "პირველი" ჩემს გარეშე - მაყურებელი, რომელიც "საზმაუმ" ცნობილაძესთან ერთად დაკარგა

"პირველი" სანდროს გარეშე = "პირველი" ჩემს გარეშე - მაყურებელი, რომელიც "საზმაუმ" ცნობილაძესთან ერთად დაკარგა

ცნობილი ქართველი კომენტატორი სანდრო ცნობილაძე "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" სამსახურიდან დაითხოვა. ამის მიზეზი 31 მაისს საქართველოსა და პორტუგალიის 19-წლამდელთა ნაკრებების დაპირისპირების პირდაპირი რეპორტაჟის დროს მის მიერ დაშვებული შეცდომა გახდა. რეალურად რომ ვთქვათ, შეცდომა მართლაც დიდი იყო, მაგრამ ასეთი შეცდომისაგან არვინაა დაზღვეული და ამის გამო სამსახურიდან დათხოვნა რბილად რომ ვთქვათ, არასწორი საცქიელია.

სანდრო ცობილაძეს ქართული სპორტისთვის ძალიან ბევრი გაუკეთებია. მახსოვს, პატარა ბიჭი ვიყავი, როცა 90-იანებში სანდროს წაყვანილ რეპორტაჟებს ვუსმენდი. ჩემთვის ის 90 წუთი ერთგვარი ფანჯარა იყო ევროპაში და ამ ფანჯარას სანდრო მიღებდა ხოლმე.

სანდროს გაშვებით ჩემთვის ბავშვობის რაღაც მონაკვეთი დასრულდა. დარწმუნებული ვარ, ბევრს გაუჩნდა ეს განცდა. სანდრო უმუშევარი არ დარჩება, რადგან ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ აფასებენ პროფესიონალებს და სადაც წავა, მეც იქ წავალ, რადგან ჩემი ბავშვობის გახსენების სურვილი მექნება.

რედაქციის რჩევით| "ახლა გაოცებულ-გაოგნებულ მდგომარეობაში ვიმყოფები" - სანდრო ცნობილაძის პირველი კომენტარი არხიდან დათხოვის შემდეგ

შეიძლება ბევრს არ მოსწონდა სანდროს წაყვანილი რეპორტაჟი, მაგრამ ისინიც კი ხაზგასმით აღნიშავდნენ სანდროს ინფორმაციულობას. იცოდა ამ კაცმა, რასაც ლაპარაკობდა, ფეხბურთელებსაც კარგად ცნობდა, მათი წარსულიც იცოდა და როცა საჭირო იყო წარსულიდანაც უზუსტეს პარალელს გაავლებდა ხოლმე, ჰოდა ასეთი პროფესიონალს რომ ერთი შეცდომის გამო სამსახურიდან დაითხოვ, ე.ი. "საზმაუს" შეფი ხარ.

საინტერესოა, "საზმაუს" შეფობას მაშინ რატომ არ მოუნდა სანდროს გაშვება, როცა ის ქეცბაიას დროინდელი საქართველოს ნაკრების თამაშში პოზიტივის დანახვას ცდილობდა, თუ ეს ნაკლები შეცდომა იყო?!

სოციალურ ქსელს რომ გადავხედოთ, თითქმის ყველა სანდრო ცნობილაძეს უცხადებს სოლიდარობას, მაშინ როცა ცოტა ხნის წინ უმეტესობა მისი გაშვების მომხრე იყო. საინტერსოა, როდის ვიყავით მართლები, მაშინ, თუ ახლა?!

საბჭოთა კავშირის დროს, რადიორეპორტაჟისას დიდმა ეროსიმ გოლი დამალა და ამის გამო არავის დაუსჯია. კი ბატონო, ის ეროსი იყო, მაგრამ მაშინ კომუნისტური რეჟიმიც იყო.

არ მინდა, "საზმაუს" შეფობას "ნაკოლი" მივცე, მაგრამ 6 წუთის მანძილზე, ვიდრე სანდრო ცნობილაძეს რეპორტაჟი შეცდომით მიჰყავდა, ან რეჟისორი ან პროდიუსერი სად იყო, რომ შეცდომაზე მიეთითებინა?!

შეცდომა ფეხბურთის თანმდევი მოვლენაა და მას ერთგვარ ხიბლსაც მატებს. ჩემი აზრით, ფეხბურთს მსაჯების შეცდომაც კი უხდება. რობოტიზებული რომ გახდეს, სადაც მინიმუმამდე იქნება დაყვანილი შეცდომის ალბათობა, ფეხბურთი ძალიან ბევრს დაკარგავს. ამის ფონზე კომენტატორის შეცდომის გამო დათხოვნა სასაცილოა.

"ფიფა"-ც და "უეფა"-ც მხოლოდ მკაცრი გაფრთხილებით შემოიფარგლებიან მსაჯის მიმართ, ვინც მიუტევებელ შეცდომას უშვებს და რაღა "საზმაუს" შეფობა აღმოჩნდა რომის პაპზე დიდი კათოლიკე?!

საინტერესოა, ეს შეფობა რომ 2012 წლამდე ყოფილიყო, რომელიმე ჟურნალისტის გაშვებას თუ გაბედავდა იმ ტყუილების გამო, ამ არხიდან რომ იფრქვეოდა. ალბათ - არა, რადგან ამას გამბედაობა სჭირდება, ხოლო იმ ხალხს, ვინც სანდრო ცნობილაძე ერთი შეცდომის გამო გაუშვა, გამბედაობა არ აქვთ.

ისე, პარადოქსების ქვეყანაში ვცხოვრობთ, "მოდელირებული ქრონიკის" ყველა შემოქმედი დაუსჯელი დარჩა და სანდრო ცნობილაძეს ერთი შეცდომა არ ეპატია.

P.S. დიდი ალბათობით "საზმაუს" ხელმძღვანელობას შეუმჩნეველი დარჩება, მაგრამ ერთი მაყურებელი ჩემი სახით დაკარგეს. არ გეგონოთ მე სანდრო ცნობილაძის თავგადაკლული ფანი ვარ და რადგან ის არაა, მაგიტომ აღარ გადავრთავ "პირველზე". უბრალოდ, ის ჩიტი ვარ, რომელიც ხეზე იჯდა და ხელის აქნევას ელოდა; ეჭვი მაქვს, ბევრი ჩიტი ელოდა ხელის აქნევას.

ლადო გოგოლაძე

საავტორო სვეტი AMBEBI.GE-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია