პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ქონებას ფლობს საუდის არაბეთის პრინცი, რომელიც დღეს საქართველოს საპატიო მოქალაქე გახდა
რა ქონებას ფლობს საუდის არაბეთის პრინცი, რომელიც დღეს საქართველოს საპატიო მოქალაქე გახდა

არა­ბუ­ლი სამ­ყა­როს ყვე­ლა­ზე შეძ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი და ამა­ვე დროს სა­უ­დის არა­ბე­თის პრინ­ცი თბი­ლის­შია. სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­ინ­ვეს­ტი­ციო გა­რე­მოს გა­საც­ნო­ბად, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მოწ­ვე­ვით ჩა­მო­ვი­და. მის ვი­ზიტს ქვეყ­ნის­თვის საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დატ­ვირ­თვა აქვს. ის მსოფ­ლიო მას­შტა­ბით ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი ინ­ვეს­ტო­რია და, ცხა­დია, ხელ­სი­უფ­ლე­ბა პრინ­ცის სა­ქარ­თვე­ლოს პო­ტენ­ცი­ა­ლით და­ინ­ტე­რე­სე­ბას ცდი­ლობს. მცდე­ლო­ბამ შე­დე­გი უკვე გა­მო­ი­ღო, რად­გან პრინცმა სა­ქარ­თვე­ლო­ში ფუ­ლის ჩა­დე­ბის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა. სა­უ­დის არა­ბე­თის პრინცს დღეს პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ა­ნი­ჭა, რის­თვი­საც პრინცმა ქვეყ­ნის პირ­ველ პირს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

სა­უ­დის არა­ბე­თის პრინ­ცი, "ფორბსის" მო­ნა­ცე­მე­ბით, 22 მლრდ დო­ლარ­ზე მეტს ფლობს. თუმ­ცა თა­ვად ის ამ მო­ნა­ცე­მებს არ აღი­ა­რებს და ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ბევ­რად მეტი ფული აქვს, ვიდ­რე "ფორბსს" ჰგო­ნია.

60 წლის პრინ­ცი დაწ­ვრილვშვი­ლე­ბუ­ლი, თუმ­ცა ამ დრო­ის­თვის და­სა­ო­ჯა­ხე­ბე­ლია. ის სა­უ­დის არა­ბე­თის ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნია. სხვა­დას­ხვა მო­ნა­ცე­მე­ბით, მისი ქო­ნე­ბა 30 მლრდ დო­ლა­რა­დაა შე­ფა­სე­ბუ­ლი. ალ ვა­ლიდ ბინ ტა­ლა­ლი 58 კერ­ძო იახ­ტას და ათო­ბით თვითმფრი­ნავს ფლობს. სა­ჰა­ე­რო ტრან­სპორ­ტის ინ­ტე­რი­ე­რი მთლი­ა­ნად ოქ­როს­გან და­ამ­ზა­დე­ბი­ნა. თა­ვად პრინ­ცის საქ­მი­ა­ნო­ბაც შავ ოქ­როს უკავ­შირ­დე­ბა. ცნო­ბი­ლი მი­ლი­არ­დე­რი ნავ­თობ­მაგ­ნა­ტია. უყ­ვარს ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი, თუმ­ცა არც ისეთ იაფ ტრან­სპორტზე ამ­ბობს უარს, რო­გო­რიც ვე­ლო­სი­პე­დია. არც ისე გახ­სნი­ლი სა­ხელ­მწი­ფოს პრინ­ცი სი­ნამ­დვი­ლე­ში საკ­მა­ოდ ღიაა, ღიაა სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვი­საც და მოსფლი­ოს­თვი­საც. აქ­ტი­უ­რია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ხში­რად პოს­ტავს "ტვი­ტერ­ზე" და მისი აქ­ცი­ე­ბის მფლო­ბე­ლი­ცაა.

ალ ვა­ლიდ ბინ ტა­ლა­ლი უმ­სხვი­ლე­სი კომ­პა­ნი­ე­ბის მო­წი­ლეა. ფლობს "ნიუს კორ­პის" და სა­მა­სამ­დე უმ­სხვი­ლე­სი სას­ტუმ­როს წილს. პრინ­ცი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ინ­ვეს­ტო­რი და ქველ­მოქ­მე­დია. სა­მე­ფო ოჯა­ხის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ბევრ ქვე­ყა­ნა­ში სა­სურ­ვე­ლი და სა­პა­ტიო სტუ­მა­რია.

დღე­ვამ­დე­ლი ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში პრინ­ცი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერს, მი­ნის­ტრებ­სა და პრე­ზი­დენტს შეხ­ვდა.

"ჩვენ გვქონ­და ძა­ლი­ან ნა­ყო­ფი­ე­რი და სა­სარ­გებ­ლო შეხ­ვედ­რა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტთან, მას შემ­დეგ, რაც შევ­ხვდი პრე­მი­ერ-მი­ნისტრს. პრე­ზი­დენ­ტმა მოკ­ლედ მი­ამ­ბო სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ, ასე­ვე გვე­სა­უბ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ ეკო­ნო­მი­კურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე. ჩემ­ზე დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტთან და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან შეხ­ვედ­რებ­მა და ვი­მე­დოვ­ნებ, რომ ჩვენ მო­მა­ვალ­ში კი­დევ უფრო გან­ვამ­ტკი­ცებთ და გა­ვაღ­რმა­ვებთ ურ­თი­ერ­თო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­სა და სა­უ­დის არა­ბეთს, ასე­ვე ჩემს კომ­პა­ნი­ა­სა და ამ დი­დე­ბულ ქვე­ყა­ნას შო­რის", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სა­უ­დის არა­ბე­თის პრინცმა.

ახა­ლი მო­ქა­ლა­ქე ქვე­ყა­ნას ახლა უფრო ხში­რად ეს­ტუმ­რე­ბა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რა ქონებას ფლობს საუდის არაბეთის პრინცი, რომელიც დღეს საქართველოს საპატიო მოქალაქე გახდა

რა ქონებას ფლობს საუდის არაბეთის პრინცი, რომელიც დღეს საქართველოს საპატიო მოქალაქე გახდა

არაბული სამყაროს ყველაზე შეძლებული ადამიანი და ამავე დროს საუდის არაბეთის პრინცი თბილისშია. საქართველოში, საინვესტიციო გარემოს გასაცნობად, პრემიერ-მინისტრის მოწვევით ჩამოვიდა. მის ვიზიტს ქვეყნისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. ის მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია და, ცხადია, ხელსიუფლება პრინცის საქართველოს პოტენციალით დაინტერესებას ცდილობს. მცდელობამ შედეგი უკვე გამოიღო, რადგან პრინცმა საქართველოში ფულის ჩადების სურვილი გამოთქვა. საუდის არაბეთის პრინცს დღეს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს საპატიო მოქალაქეობა მიანიჭა, რისთვისაც პრინცმა ქვეყნის პირველ პირს მადლობა გადაუხადა.

საუდის არაბეთის პრინცი, "ფორბსის" მონაცემებით, 22 მლრდ დოლარზე მეტს ფლობს. თუმცა თავად ის ამ მონაცემებს არ აღიარებს და ირწმუნება, რომ ბევრად მეტი ფული აქვს, ვიდრე "ფორბსს" ჰგონია.

60 წლის პრინცი დაწვრილვშვილებული, თუმცა ამ დროისთვის დასაოჯახებელია. ის საუდის არაბეთის ყველაზე გავლენიანი ადამიანია. სხვადასხვა მონაცემებით, მისი ქონება 30 მლრდ დოლარადაა შეფასებული. ალ ვალიდ ბინ ტალალი 58 კერძო იახტას და ათობით თვითმფრინავს ფლობს. საჰაერო ტრანსპორტის ინტერიერი მთლიანად ოქროსგან დაამზადებინა. თავად პრინცის საქმიანობაც შავ ოქროს უკავშირდება. ცნობილი მილიარდერი ნავთობმაგნატია. უყვარს ძვირადღირებული ავტომობილები, თუმცა არც ისეთ იაფ ტრანსპორტზე ამბობს უარს, როგორიც ველოსიპედია. არც ისე გახსნილი სახელმწიფოს პრინცი სინამდვილეში საკმაოდ ღიაა, ღიაა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც და მოსფლიოსთვისაც. აქტიურია სოციალურ ქსელში, ხშირად პოსტავს "ტვიტერზე" და მისი აქციების მფლობელიცაა.

ალ ვალიდ ბინ ტალალი უმსხვილესი კომპანიების მოწილეა. ფლობს "ნიუს კორპის" და სამასამდე უმსხვილესი სასტუმროს წილს. პრინცი ყველაზე ცნობილი ინვესტორი და ქველმოქმედია. სამეფო ოჯახის წარმომადგენელი ბევრ ქვეყანაში სასურველი და საპატიო სტუმარია.

დღევამდელი ვიზიტის ფარგლებში პრინცი საქართველოს პრემიერს, მინისტრებსა და პრეზიდენტს შეხვდა.

"ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი და სასარგებლო შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, მას შემდეგ, რაც შევხვდი პრემიერ-მინისტრს. პრეზიდენტმა მოკლედ მიამბო საქართველოს ისტორიის შესახებ, ასევე გვესაუბრა საქართველოში არსებულ ეკონომიკურ სიტუაციაზე. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრებმა და ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მომავალში კიდევ უფრო განვამტკიცებთ და გავაღრმავებთ ურთიერთობას საქართველოსა და საუდის არაბეთს, ასევე ჩემს კომპანიასა და ამ დიდებულ ქვეყანას შორის", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ საუდის არაბეთის პრინცმა.

ახალი მოქალაქე ქვეყანას ახლა უფრო ხშირად ესტუმრება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."