მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხატია ბრაჭულს სააკაშვილთან ლანჩზე საუბარი აღარ უნდა
ხატია ბრაჭულს სააკაშვილთან ლანჩზე საუბარი აღარ უნდა

მსა­ხი­ო­ბი ხა­ტია ბრა­ჭუ­ლი ბოლო დროს ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია და ეს, რა თქმა უნდა, სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" დამ­სა­ხუ­რე­ბაა. მისი გმი­რი "ბოზი თა­მუ­ნა" თა­ვი­დან უარ­ყო­ფი­თად აღიქ­ვა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, მაგ­რამ ბოლო დროს, სე­რი­ალ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მისი და ბა­ქა­რის სა­სიყ­ვა­რუ­ლო ამ­ბის შემ­დეგ, მო­უ­ლოდ­ნე­ლად ყვე­ლა მე­ძა­ვი გო­გო­ნას მხა­რეს გა­და­ვი­და, დღეს ქუ­ჩა­ში ხა­ტი­ას ხში­რად ეკი­თხე­ბი­ან, რო­გორ გაგ­რძელ­დე­ბა მისი და ბა­ქა­რის რო­მა­ნი.

ხა­ტი­ას სამ­სა­ხი­ო­ბო გზა მხო­ლოდ ამ სე­რი­ა­ლით არ იწყე­ბა. გო­გო­ნა რამ­დე­ნი­მე წლის წინ "იმედ­ზე" სე­რი­ალ "მე­დე­არ­ში" ერთ-ერთ მთა­ვარ როლს ას­რუ­ლებ­და. შემ­დეგ იყო 2013 წლის სკან­და­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან ლან­ჩის გამო. მა­შინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტი გო­გო­ნამ პირ­ვე­ლად პი­ა­ცა­ზე გა­იც­ნო, შემ­დეგ მე­გობ­რებ­თან ერ­თად სა­სახ­ლე­შიც ეს­ტუმ­რა და სუ­რა­თე­ბი გა­და­ი­ღეს.

ხა­ტი­ას მა­შინ­დელ სი­ტყვებს, რომ ამა­ყობ­და სა­კუ­თა­რი პრე­ზი­დენ­ტით, სე­რი­ო­ზუ­ლი რე­ზო­ნან­სი მოჰ­ყვა, რად­გან რთუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის ფონ­ზე მსა­ხი­ო­ბის მი­მართ აგ­რე­სი­ამ იმა­ტა. თუმ­ცა დღეს ყვე­ლა­ფე­რი ჩავ­ლი­ლია და ამა­ზე ლა­პა­რა­კი აღარ სურს, თუმ­ცა ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას დე­ტა­ლებს მა­ინც იხ­სე­ნებს.

- ხა­ტია, რო­გორც ვხვდე­ბი, ბოლო დროს, სე­რი­ა­ლის სი­უ­ჟე­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შენი გმი­რის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და­დე­ბი­თად შე­იც­ვა­ლა...

- დიახ, თა­ვი­დან ცოტა გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, უარ­ყო­ფი­თად უყუ­რებ­დნენ, მაგ­რამ რო­გორც კი გმი­რი შე­იც­ვა­ლა, სიყ­ვა­რუ­ლი ეწ­ვია, ოჯა­ხი შექ­მნა, სი­კე­თე გა­მო­ავ­ლი­ნა, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ შე­იყ­ვა­რა და თა­მუ­ნას ძა­ლი­ან გულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ. ქუ­ჩა­ში რომ მხე­და­ვენ, მე­ძა­ხი­ან, ვა­ი­მე, თა­მუ­ნა, შენ და ბა­ქა­რი ხომ ერ­თად იქ­ნე­ბი­თო. ნერ­ვი­უ­ლო­ბენ დე­დამ­თილ­ზე... ეს ძა­ლი­ან კარ­გია, რომ გმი­რი მა­ყუ­რე­ბელ­ზე და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს.

- მახ­სოვს, ერთხელ სე­რი­ა­ლის სცე­ნა­რის­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერ­და, მე­ძავს თა­მუ­ნა რომ და­ვარ­ქვით, ვი­ღა­ცე­ბი გა­ღი­ზი­ან­დნე­ნო. შენ­თან თუ უთ­ქვამთ მსგავ­სი რამ?

- ბოზი თა­მუ­ნა (იცი­ნის). ხდე­ბა ხოლ­მე, რომ სა­ხე­ლი უკვე პირ­და­პირ გმირ­თან ასო­ცირ­დე­ბა. არ ვიცი, სცე­ნა­რის­ტმა რა­ტომ და­არ­ქვა თა­მუ­ნა, მაგ­რამ მგო­ნი, უხ­დე­ბა ეს სა­ხე­ლი.

- სე­რი­ალ­ში სე­ზო­ნი უკვე და­სას­რუ­ლის­კენ მი­დის, რამ­დე­ნად ხში­რად გა­მოჩ­ნდე­ბა შენი და ბა­ქა­რის ის­ტო­რია...

- წი­ნას­წარ არ ვიცი, რა იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ჩვე­ნი ის­ტო­რია სე­რი­ალ­ში გრძელ­დე­ბა და გა­და­ღე­ბე­ბი გვაქვს.

- ალ­ბათ, სე­რი­ალ­ში გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ შენი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის რი­ცხვი გა­ი­ზარ­და, მაგ­რამ თუ აკომ­პლექ­სებთ შენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა თუნ­დაც გმი­რის გამო?

- ხში­რად უნ­დათ ჩემ­თან სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ ბა­რი­ე­რი აქვთ, შე­იძ­ლე­ბა, პი­რა­დი კომ­პლექ­სის გამო, ან მე ვგო­ნი­ვარ თავ­ში ავარ­დნი­ლი პერ­სო­ნა. ზოგ­საც ჰგო­ნია, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მყავს. ყვე­ლას პა­ტივს ვცემ, კომ­პლი­მენ­ტებ­საც ვი­ღებ, უარ­ყო­ფით შე­ფა­სე­ბა­საც ვუს­მენ, მაგ­რამ ზედ­მე­ტი ყუ­რა­დღე­ბა ცოტა დამ­ღლე­ლია, თან, როცა უამ­რა­ვი საქ­მე გაქვს.

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ალ­ბათ ბევ­რი გწერს...

- მი­ხა­რია, როცა მწე­რენ, რომ რო­გორც მსა­ხი­ო­ბი, მოვ­წონ­ვარ. ჩემს გა­რეგ­ნო­ბა­საც ხში­რად აფა­სე­ბენ და­დე­ბი­თად. სა­ლან­ძღა­ვი მე­სი­ჯე­ბიც მომ­სვლია, რომ თავ­ში მაქვს ავარ­დნი­ლი და მარ­თლა ლა­მა­ზი ხომ არ მგო­ნია სა­კუ­თა­რი თავი. უამ­რა­ვი უაზ­რო წე­რი­ლიც მო­დის, რო­მე­ლიც ბო­ლომ­დე არ წა­მი­კი­თხავს.

- რო­გორც ვხვდე­ბი, ამ ეტაპ­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ ხარ...

- არა, ნამ­დვი­ლად არ ვარ (იცი­ნის).

- მგო­ნია, რომ ძა­ლი­ან რის­კი­ა­ნი გოგო ხარ. ამას მხო­ლოდ რო­ლის გამო არ გე­უბ­ნე­ბი, მახ­სოვს, სა­ა­კაშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ რამ­დე­ნი უარ­ყო­ფი­თი შე­ფა­სე­ბა და­იმ­სა­ხუ­რე, თუმ­ცა მა­ში­ნაც ბევ­რი გამ­ხნე­ვებ­და.

- რის­კი­ა­ნი ვარ და ვფიქ­რობ, ყვე­ლა ადა­მი­ან­მა რა­ღა­ცა­ში მა­ინც უნდა გა­რის­კოს. შე­დე­გი რომ ნახო, ამის­თვის რის­კი აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ამ თე­მა­ზე სა­ერ­თოდ აღარ ვლა­პა­რა­კობ, ეს იყო წარ­სუ­ლი და აღარ მინ­და ამის ამო­ტივ­ტი­ვე­ბა. აქ ვე­რა­ფერს ვხე­დავ გა­სა­რისკს. იმ პე­რი­ოდ­ში ისე­თი და­ძა­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია იყო, რომ უარ­ყო­ფით­მა ემო­ცი­ებ­მა იმა­ტა. ჩემ მი­მარ­თაც აგ­რე­სია გა­მო­იწ­ვია, რომ პრე­ზი­დენტზე და­დე­ბი­თად ვი­სა­უბ­რე. ყვე­ლა ადა­მი­ანს ექ­ნე­ბა ბედ­ნი­ე­რე­ბი­სა და პა­ტი­ვის­ცე­მის გან­ცდა, რო­დე­საც პრე­ზი­დენ­ტთან სუ­რათს გა­და­ი­ღებს ან ლანჩზე და­ეს­წრე­ბა. თუმ­ცა უარ­ყო­ფით­მა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ ჩემ­ზე ძა­ლი­ან იმოქ­მე­და.

- ამი­ტომ ჭკუა ის­წავ­ლე და პო­ლი­ტი­კო­სებ­თან ლანჩზე აღარ და­დი­ხარ...

გა­ნა­გარ­ძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ხატია ბრაჭულს სააკაშვილთან ლანჩზე საუბარი აღარ უნდა

ხატია ბრაჭულს სააკაშვილთან ლანჩზე საუბარი აღარ უნდა

მსახიობი ხატია ბრაჭული ბოლო დროს ძალიან პოპულარულია და ეს, რა თქმა უნდა, სერიალ ''ჩემი ცოლის დაქალების'' დამსახურებაა. მისი გმირი ''ბოზი თამუნა'' თავიდან უარყოფითად აღიქვა საზოგადოებამ, მაგრამ ბოლო დროს, სერიალში განვითარებული მისი და ბაქარის სასიყვარულო ამბის შემდეგ, მოულოდნელად ყველა მეძავი გოგონას მხარეს გადავიდა, დღეს ქუჩაში ხატიას ხშირად ეკითხებიან, როგორ გაგრძელდება მისი და ბაქარის რომანი.

ხატიას სამსახიობო გზა მხოლოდ ამ სერიალით არ იწყება. გოგონა რამდენიმე წლის წინ ''იმედზე'' სერიალ ''მედეარში'' ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა. შემდეგ იყო 2013 წლის სკანდალი მიხეილ სააკაშვილთან ლანჩის გამო. მაშინდელი პრეზიდენტი გოგონამ პირველად პიაცაზე გაიცნო, შემდეგ მეგობრებთან ერთად სასახლეშიც ესტუმრა და სურათები გადაიღეს.

ხატიას მაშინდელ სიტყვებს, რომ ამაყობდა საკუთარი პრეზიდენტით, სერიოზული რეზონანსი მოჰყვა, რადგან რთული პოლიტიკური სიტუაციის ფონზე მსახიობის მიმართ აგრესიამ იმატა. თუმცა დღეს ყველაფერი ჩავლილია და ამაზე ლაპარაკი აღარ სურს, თუმცა ჩვენთან საუბრისას დეტალებს მაინც იხსენებს.

- ხატია, როგორც ვხვდები, ბოლო დროს, სერიალის სიუჟეტიდან გამომდინარე, შენი გმირის მიმართ დამოკიდებულება დადებითად შეიცვალა...

- დიახ, თავიდან ცოტა გაღიზიანებულები იყვნენ, უარყოფითად უყურებდნენ, მაგრამ როგორც კი გმირი შეიცვალა, სიყვარული ეწვია, ოჯახი შექმნა, სიკეთე გამოავლინა, საზოგადოებამ შეიყვარა და თამუნას ძალიან გულშემატკივრობენ. ქუჩაში რომ მხედავენ, მეძახიან, ვაიმე, თამუნა, შენ და ბაქარი ხომ ერთად იქნებითო. ნერვიულობენ დედამთილზე... ეს ძალიან კარგია, რომ გმირი მაყურებელზე დადებითად მოქმედებს.

- მახსოვს, ერთხელ სერიალის სცენარისტი სოციალურ ქსელში წერდა, მეძავს თამუნა რომ დავარქვით, ვიღაცები გაღიზიანდნენო. შენთან თუ უთქვამთ მსგავსი რამ?

- ბოზი თამუნა (იცინის). ხდება ხოლმე, რომ სახელი უკვე პირდაპირ გმირთან ასოცირდება. არ ვიცი, სცენარისტმა რატომ დაარქვა თამუნა, მაგრამ მგონი, უხდება ეს სახელი.

- სერიალში სეზონი უკვე დასასრულისკენ მიდის, რამდენად ხშირად გამოჩნდება შენი და ბაქარის ისტორია...

- წინასწარ არ ვიცი, რა იქნება, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენი ისტორია სერიალში გრძელდება და გადაღებები გვაქვს.

- ალბათ, სერიალში გამოჩენის შემდეგ შენი თაყვანისმცემლების რიცხვი გაიზარდა, მაგრამ თუ აკომპლექსებთ შენთან ურთიერთობა თუნდაც გმირის გამო?

- ხშირად უნდათ ჩემთან საუბარი, მაგრამ ბარიერი აქვთ, შეიძლება, პირადი კომპლექსის გამო, ან მე ვგონივარ თავში ავარდნილი პერსონა. ზოგსაც ჰგონია, რომ შეყვარებული მყავს. ყველას პატივს ვცემ, კომპლიმენტებსაც ვიღებ, უარყოფით შეფასებასაც ვუსმენ, მაგრამ ზედმეტი ყურადღება ცოტა დამღლელია, თან, როცა უამრავი საქმე გაქვს.

- სოციალურ ქსელში ალბათ ბევრი გწერს...

- მიხარია, როცა მწერენ, რომ როგორც მსახიობი, მოვწონვარ. ჩემს გარეგნობასაც ხშირად აფასებენ დადებითად. სალანძღავი მესიჯებიც მომსვლია, რომ თავში მაქვს ავარდნილი და მართლა ლამაზი ხომ არ მგონია საკუთარი თავი. უამრავი უაზრო წერილიც მოდის, რომელიც ბოლომდე არ წამიკითხავს.

- როგორც ვხვდები, ამ ეტაპზე შეყვარებული არ ხარ...

- არა, ნამდვილად არ ვარ (იცინის).

- მგონია, რომ ძალიან რისკიანი გოგო ხარ. ამას მხოლოდ როლის გამო არ გეუბნები, მახსოვს, სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ რამდენი უარყოფითი შეფასება დაიმსახურე, თუმცა მაშინაც ბევრი გამხნევებდა.

- რისკიანი ვარ და ვფიქრობ, ყველა ადამიანმა რაღაცაში მაინც უნდა გარისკოს. შედეგი რომ ნახო, ამისთვის რისკი აუცილებელია. ამ თემაზე საერთოდ აღარ ვლაპარაკობ, ეს იყო წარსული და აღარ მინდა ამის ამოტივტივება. აქ ვერაფერს ვხედავ გასარისკს. იმ პერიოდში ისეთი დაძაბული სიტუაცია იყო, რომ უარყოფითმა ემოციებმა იმატა. ჩემ მიმართაც აგრესია გამოიწვია, რომ პრეზიდენტზე დადებითად ვისაუბრე. ყველა ადამიანს ექნება ბედნიერებისა და პატივისცემის განცდა, როდესაც პრეზიდენტთან სურათს გადაიღებს ან ლანჩზე დაესწრება. თუმცა უარყოფითმა დამოკიდებულებამ ჩემზე ძალიან იმოქმედა.

- ამიტომ ჭკუა ისწავლე და პოლიტიკოსებთან ლანჩზე აღარ დადიხარ...

განაგარძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება