ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული მალხაზ ჯ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ცნობით, დაკავებულმა, 2015 წლის 1 ივნისს, ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მის დროებით მფლობელობაში არსებულ ავტოფარეხში, შურისძიების მიზნით ურთიერთშელაპარაკებისას, ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა 1970 წელს დაბადებულ გიორგი ბ-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა, კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარი ავტოფარეხშივე დამარხა.
იხილეთ კადრები შემთხვევის ადგილიდან
სამართალდამცველებმა, ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული 9 ივნისს თბილისში დააკავეს.
დანაშაულის ჩადენის იარაღი - "ნაგანი"-ს სისტემის რევოლვერი ნივთმტკიცებად ამოღებულია. სამართალდამცველებმა ასევე ამოიღეს სხვადასხვა დასახელების იარაღი და საბრძოლო მასალა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლის იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით).
სქრინები| "ქრონიკა 5"