პოლიტიკა
მსოფლიო

13

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
კონფლიქტები
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იცით რას ნიშნავს, როცა 5 წლის მძინარე შვილს აკანკალებული კოცნი შუბლზე და გინდა, ეს წამი დიდ ხანს გაგრძელდეს?!" - ემიგრანტის პასუხი ქეთი დოლიძეს, რომელსაც უემოციოდ ვერ წაიკითხავთ
"იცით რას ნიშნავს, როცა 5 წლის მძინარე შვილს აკანკალებული კოცნი შუბლზე და გინდა, ეს წამი დიდ ხანს გაგრძელდეს?!" - ემიგრანტის პასუხი ქეთი დოლიძეს, რომელსაც უემოციოდ ვერ წაიკითხავთ

ქეთი დო­ლი­ძის მიერ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტი, რო­მელ­შიც რე­ჟი­სო­რი ემიგ­რან­ტებს მი­მარ­თავს, სა­ქარ­თვე­ლო­დან სა­მუ­შა­ოდ წა­სუ­ლი უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის­თვის ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი აღ­მოჩ­ნდა. "ჩვენ ემიგ­რან­ტე­ბი ვართ" - ამ სა­ხელ­წო­დე­ბით სა­პა­სუ­ხო ჩა­ნა­წერს ანა გა­გუ­ნაშ­ვი­ლი აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­შიც ემიგ­რან­ტი ოჯა­ხი­დან შორს, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­შე, ემიგ­რა­ცი­ა­ში ცხოვ­რე­ბის სირ­თუ­ლე­ებ­ზე სა­უბ­რობს.

"მინ­და მივ­მარ­თო ყვე­ლა ემიგ­რან­ტის "გულ­შე­მატ­კი­ვარს": დაგ­ვაბ­რუ­ნეთ და დავ­ბრუნ­დე­ბით...

ჩვენ ჩვე­ნი ნე­ბით არ წა­მოვ­სულ­ვართ, გა­მოგ­ვა­ძე­ვეს, სამ­შობ­ლოს კარი ისე მოგ­ვი­ჯა­ხუ­ნეს ზურგს უკან, რომ ტკივ­ლის­გან ხერ­ხე­მა­ლი გაგ­ვიმ­რუდ­და...

ჩვენ და­ხუ­ჭუ­ლი თვა­ლე­ბით გა­მო­ვე­დით სახ­ლე­ბი­დან და წლე­ბის მე­რეც გვე­ში­ნია გა­ხე­ლის, გვე­ში­ნია იმ სიბ­ნე­ლის და­ნახ­ვის, რო­მელ­შიც გად­მოვ­სახ­ლდით და გვე­ში­ნია იმ მან­ძი­ლის და­ნახ­ვის, რო­მე­ლიც სამ­შობ­ლოს­თან გვა­შო­რებს...

ჩვენ ვართ უვა­დო პა­ტიმ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სას­ჯელს არ­ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის ვიხ­დით... ჩვენ ვცხოვ­რობთ სა­კან­ში, რო­მელ­საც ფან­ჯა­რა არ აქვს და ისიც არ ვი­ცით, მზე რო­მე­ლი მხრი­დან ამო­დის... ჩვენ ვცხოვ­რობთ ჭა­ო­ბის­გან აგე­ბულ ოთხ კე­დელ­ში და სუნ­თქვა გვი­ჭირს ისე­თი ნეს­ტია ცრემ­ლე­ბის...

აქ დროც გა­ჩე­რე­ბუ­ლია...

თქვენ, რომ­ლე­ბიც უკვე გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლებს სა­სა­მარ­თლოს გვი­წყობთ, იცით რას ნიშ­ნავს, როცა სამ­შობ­ლოს­კენ ზურ­გშექ­ცე­ვით მდგარს უკან მი­ხედ­ვის ძალა არ გაქვს, გული ყელ­ში გებ­ჯი­ნე­ბა და ისე გწ­ვავს, რომ სუ­ლიც კი გეც­ლე­ბა და ცა­რი­ელ სხე­ულ­ში გა­ფურ­თხებს.

როცა თვითმფრი­ნავ­ში ჩაჯ­დო­მამ­დე ჰა­ერს ღრმად ისუნ­თქავ და ამო­სუნ­თქვის გე­ში­ნია, გინ­და რომ სამ­შობ­ლოს უკა­ნას­კნე­ლი ჰა­ე­რი ფილ­ტვებ­ში ჩაგ­რჩეს...

იცით რას ნიშ­ნავს, როცა ყვე­ლა წერ­ტილ­ში, შენი წას­ვლით აც­რემ­ლე­ბუ­ლი თვა­ლე­ბი გებ­ლან­დე­ბა და სი­ა­რულს გი­რევს... იქ­ცე­ვი იმის იმე­დით, რომ ჩა­მორ­ჩე­ბი, მაგ­რამ უკან და­საბ­რუ­ნე­ბე­ლი გზა ჩამ­ტვრე­უ­ლია, უნდა ადგე, ადგე და არ ჩა­მორ­ჩე... წას­ვლა არ გინ­და, მაგ­რამ უნდა წახ­ვი­დე...

იცით რას ნიშ­ნავს როცა 5 წლის შვილს მძი­ნა­რეს ემ­შვი­დო­ბე­ბი... აკან­კა­ლე­ბუ­ლი ტუ­ჩე­ბით კოც­ნი შუბ­ლზე და გინ­და ეს წამი დიდ ხანს, ძა­ლი­ან დიდ ხანს გაგ­რძელ­დეს, რად­გან იცი, რომ როცა დაბ­რუნ­დე­ბი ის უკვე და­ბო­ხე­ბუ­ლი ხმით დაგ­ხვდე­ბა, თით­ქმის უკვე შენს სი­მაღ­ლე და დე­დის კალ­თა­ში ჩაჯ­დო­მა გა­უ­ტყდე­ბა...

ჩვენ ვართ ისი­ნი, რომ­ლე­ბიც სი­ცო­ცხლე­ში­ვე და­ვი­ხო­ცეთ, ვსუნ­თქვთ მაგ­რამ არ ვარ­სე­ბობთ, ჩვენ ვართ ისი­ნი ვინც სი­ცო­ცხლე­ში­ვე ვნა­ხეთ ჯო­ჯო­ხე­თი, და მა­ინც ჯი­უ­ტად რწმე­ნით ვე­ლო­დე­ბით რო­დის დად­გე­ბა ჩვე­ნი აღ­დგო­მა...

ჩვე­ნი ღი­მი­ლის და­ნახ­ვი­სას გა­მო­ტა­ნი­ლი თქვე­ნი დას­კვნე­ბი ისე­თი­ვე მა­რაზ­მია, რო­გორც თქვე­ნი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ჩვენ­ზე... თვა­ლებ­ში ჩაგ­ვხე­დეთ და მთელ ტრა­გე­დი­ას და­ი­ნა­ხავთ ჩვე­ნი ღი­მი­ლის უკან...

ჩვენ ვართ ის ემიგ­რან­ტე­ბი, რომ­ლის მხრებ­ზეც დგას დღეს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო...

ჩვენ ვართ ის უსა­ხე­ლო გმი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ორ­დე­ნებს არ ვი­თხოვთ...

ჩვენ ვართ ის ჯა­რის­კა­ცე­ბი, რომ­ლე­ბიც უია­რა­ღოდ ვიბ­რძვით და მა­ინც ზურ­გში გვეს­ვრი­ან...

და სა­ნამ ქვას გვეს­რო­დეთ ჯერ ჩვე­ნი ეკ­ლი­ა­ნი აღ­მარ­თე­ბი აია­რეთ...", - წერს ანა გა­გუ­ნაშ­ვი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა ქეთი დო­ლი­ძის სტა­ტუსს, რო­მელ­მაც ემიგ­რან­ტე­ბის ნა­წი­ლი აღაშ­ფო­თა:

"ჩემი დიდი პა­ტი­ვის­ცე­მის მი­უ­ხე­და­ვად: ემიგ­რან­ტი ეწო­დე­ბა ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც თა­ვის ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი წყო­ბის შეც­ვლის და დევ­ნის სა­შიშ­რო­ე­ბის გამო ტო­ვებს ი ძ უ ლ ე ბ ი თ თა­ვის ქვე­ყა­ნას... და არა სა­კუ­თა­რი ნე­ბით.... ამი­ტომ თა­ვი­სი ნე­ბით წა­სულ (რა თქმა უნდა გა­ჭირ­ვე­ბის გამო) ადა­მი­ანს არ შე­იძ­ლე­ბა ერ­ქვას ემიგ­რან­ტი.... აქ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვინ­მე სდევ­ნის? მი­შას მომ­ხრე­ე­ბი ხომ ური­ცხვი ხართ უცხო­ეთ­ში (?) და მი­თხა­რით, მისი მმარ­თვე­ლო­ბის დროს რა­ტომ არ დაბ­რუნ­დით? არც მა­შინ გდევ­ნი­დათ ვინ­მე. ამი­ტომ და­ერ­ქვას ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლი. ყვე­ლა აქე­დან წა­სუ­ლი ძა­ლი­ან მე­ცო­დე­ბა, მაგ­რამ ე მ ი გ რ ა ც ი ა ს თ ა ნ ამას სა­ერ­თო არა აქვს! ღმერ­თმა ქნას მალე დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვით! ისე, ზო­გო­ერ­თებს, ვი­საც მიშა გე­ნატ­რე­ბათ, შე­გიძ­ლი­ათ ოდე­სა­ში მო­ი­ნა­ხუ­ლოთ!!!!! დი­დად არ მე­ხა­ტე­ბა გულ­ზე მენ­შე­ვი­კე­ბი, მაგ­რამ ნოე ჟო­ე­და­ნი­ას სხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა არას­დროს მი­უ­ღია! ხოლო ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლი შიმ­ში­ლით კვდე­ბო­და საფ­რან­გეთ­ში!!!!!", - წერ­და ქეთი დო­ლი­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"იცით რას ნიშნავს, როცა 5 წლის მძინარე შვილს აკანკალებული კოცნი შუბლზე და გინდა, ეს წამი დიდ ხანს გაგრძელდეს?!" - ემიგრანტის პასუხი ქეთი დოლიძეს, რომელსაც უემოციოდ ვერ წაიკითხავთ

"იცით რას ნიშნავს, როცა 5 წლის მძინარე შვილს აკანკალებული კოცნი შუბლზე და გინდა, ეს წამი დიდ ხანს გაგრძელდეს?!" - ემიგრანტის პასუხი ქეთი დოლიძეს, რომელსაც უემოციოდ ვერ წაიკითხავთ

ქეთი დოლიძის მიერ, სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული პოსტი, რომელშიც რეჟისორი ემიგრანტებს მიმართავს, საქართველოდან სამუშაოდ წასული უამრავი ადამიანისთვის ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა. "ჩვენ ემიგრანტები ვართ" - ამ სახელწოდებით საპასუხო ჩანაწერს ანა გაგუნაშვილი აქვეყნებს, რომელშიც ემიგრანტი ოჯახიდან შორს, საყვარელი ადამიანების გარეშე, ემიგრაციაში ცხოვრების სირთულეებზე საუბრობს.

"მინდა მივმართო ყველა ემიგრანტის "გულშემატკივარს": დაგვაბრუნეთ და დავბრუნდებით...

ჩვენ ჩვენი ნებით არ წამოვსულვართ, გამოგვაძევეს, სამშობლოს კარი ისე მოგვიჯახუნეს ზურგს უკან, რომ ტკივლისგან ხერხემალი გაგვიმრუდდა...

ჩვენ დახუჭული თვალებით გამოვედით სახლებიდან და წლების მერეც გვეშინია გახელის, გვეშინია იმ სიბნელის დანახვის, რომელშიც გადმოვსახლდით და გვეშინია იმ მანძილის დანახვის, რომელიც სამშობლოსთან გვაშორებს...

ჩვენ ვართ უვადო პატიმრები, რომლებიც სასჯელს არჩადენილი დანაშაულისთვის ვიხდით... ჩვენ ვცხოვრობთ საკანში, რომელსაც ფანჯარა არ აქვს და ისიც არ ვიცით, მზე რომელი მხრიდან ამოდის... ჩვენ ვცხოვრობთ ჭაობისგან აგებულ ოთხ კედელში და სუნთქვა გვიჭირს ისეთი ნესტია ცრემლების...

აქ დროც გაჩერებულია...

თქვენ, რომლებიც უკვე გასამართლებულებს სასამართლოს გვიწყობთ, იცით რას ნიშნავს, როცა სამშობლოსკენ ზურგშექცევით მდგარს უკან მიხედვის ძალა არ გაქვს, გული ყელში გებჯინება და ისე გწვავს, რომ სულიც კი გეცლება და ცარიელ სხეულში გაფურთხებს.

როცა თვითმფრინავში ჩაჯდომამდე ჰაერს ღრმად ისუნთქავ და ამოსუნთქვის გეშინია, გინდა რომ სამშობლოს უკანასკნელი ჰაერი ფილტვებში ჩაგრჩეს...

იცით რას ნიშნავს, როცა ყველა წერტილში, შენი წასვლით აცრემლებული თვალები გებლანდება და სიარულს გირევს... იქცევი იმის იმედით, რომ ჩამორჩები, მაგრამ უკან დასაბრუნებელი გზა ჩამტვრეულია, უნდა ადგე, ადგე და არ ჩამორჩე... წასვლა არ გინდა, მაგრამ უნდა წახვიდე...

იცით რას ნიშნავს როცა 5 წლის შვილს მძინარეს ემშვიდობები... აკანკალებული ტუჩებით კოცნი შუბლზე და გინდა ეს წამი დიდ ხანს, ძალიან დიდ ხანს გაგრძელდეს, რადგან იცი, რომ როცა დაბრუნდები ის უკვე დაბოხებული ხმით დაგხვდება, თითქმის უკვე შენს სიმაღლე და დედის კალთაში ჩაჯდომა გაუტყდება...

ჩვენ ვართ ისინი, რომლებიც სიცოცხლეშივე დავიხოცეთ, ვსუნთქვთ მაგრამ არ ვარსებობთ, ჩვენ ვართ ისინი ვინც სიცოცხლეშივე ვნახეთ ჯოჯოხეთი, და მაინც ჯიუტად რწმენით ველოდებით როდის დადგება ჩვენი აღდგომა...

ჩვენი ღიმილის დანახვისას გამოტანილი თქვენი დასკვნები ისეთივე მარაზმია, როგორც თქვენი შეხედულებები ჩვენზე... თვალებში ჩაგვხედეთ და მთელ ტრაგედიას დაინახავთ ჩვენი ღიმილის უკან...

ჩვენ ვართ ის ემიგრანტები, რომლის მხრებზეც დგას დღეს მთელი საქართველო...

ჩვენ ვართ ის უსახელო გმირები, რომლებიც ორდენებს არ ვითხოვთ...

ჩვენ ვართ ის ჯარისკაცები, რომლებიც უიარაღოდ ვიბრძვით და მაინც ზურგში გვესვრიან...

და სანამ ქვას გვესროდეთ ჯერ ჩვენი ეკლიანი აღმართები აიარეთ...", - წერს ანა გაგუნაშვილი.

რაც შეეხება ქეთი დოლიძის სტატუსს, რომელმაც ემიგრანტების ნაწილი აღაშფოთა:

"ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად: ემიგრანტი ეწოდება ადამიანს, რომელიც თავის ქვეყანაში პოლიტიკური წყობის შეცვლის და დევნის საშიშროების გამო ტოვებს ი ძ უ ლ ე ბ ი თ თავის ქვეყანას... და არა საკუთარი ნებით.... ამიტომ თავისი ნებით წასულ (რა თქმა უნდა გაჭირვების გამო) ადამიანს არ შეიძლება ერქვას ემიგრანტი.... აქ, საქართველოში ვინმე სდევნის? მიშას მომხრეები ხომ ურიცხვი ხართ უცხოეთში (?) და მითხარით, მისი მმართველობის დროს რატომ არ დაბრუნდით? არც მაშინ გდევნიდათ ვინმე. ამიტომ დაერქვას ყველაფერს თავისი ნამდვილი სახელი. ყველა აქედან წასული ძალიან მეცოდება, მაგრამ ე მ ი გ რ ა ც ი ა ს თ ა ნ ამას საერთო არა აქვს! ღმერთმა ქნას მალე დაბრუნებულიყავით! ისე, ზოგოერთებს, ვისაც მიშა გენატრებათ, შეგიძლიათ ოდესაში მოინახულოთ!!!!! დიდად არ მეხატება გულზე მენშევიკები, მაგრამ ნოე ჟოედანიას სხვა ქვეყნის მოქალაქეობა არასდროს მიუღია! ხოლო ექვთიმე თაყაიშვილი შიმშილით კვდებოდა საფრანგეთში!!!!!", - წერდა ქეთი დოლიძე.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ