პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯუნა დავითაშვილი გარდაცვლილი ვაჟისგან შვილის გაჩენას გეგმავდა
ჯუნა დავითაშვილი გარდაცვლილი ვაჟისგან შვილის გაჩენას გეგმავდა

ცნო­ბი­ლი ექ­სტრა­სენ­სი და ას­ტრო­ლო­გი ჯუნა და­ვი­თაშ­ვი­ლი გეგ­მავ­და შვი­ლის გა­ჩე­ნას, რომ­ლის ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­მაც მისი ვა­ჟიშ­ვი­ლი ვახ­ტან­გი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. იგი 2001 წელს ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ში და­ი­ღუ­პა. რო­გორც გა­ირ­კვა, ტრა­გი­კუ­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ჯუ­ნამ შვი­ლის სპერ­მა გა­ყი­ნა იმ იმე­დით, რომ მო­მა­ვალ­ში სუ­რო­გა­ტი დედა გახ­დე­ბო­და (იხი­ლეთ ვი­დეო)

"ჯუნა ათი წლის წინ გა­ვი­ცა­ნი. თა­ვის გარ­დაც­ვლი­ლი შვი­ლის კლო­ნი­რე­ბა სურ­და. მე ავუხ­სე­ნი, რომ ეს შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, რად­გან კლო­ნი­რე­ბის­თვის ცო­ცხა­ლი უჯრე­დე­ბია სა­ჭი­რო, იმ დრო­ის­თვის კი მისი ვაჟი დიდი ხნის გარ­დაც­ვლი­ლი იყო", - იხ­სე­ნებს კერ­ძო კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რი სერ­გეი ია­კო­ვენ­კო.

თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ, ექიმს ჯუ­ნას ახლო მე­გო­ბარ­მა და­უ­რე­კა და აუ­წყა, რომ არ­სე­ბობ­და ვახ­ტან­გის გა­ყი­ნუ­ლი სპერ­მა და მალე ბი­ო­მა­სა­ლებ­საც მი­უ­ტან­დნენ კლი­ნი­კა­ში. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ჯუ­ნამ შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, სპე­ცი­ა­ლის­ტებს გა­სან­გე­ბოდ ამო­ა­ღე­ბი­ნა ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლა.

ია­კო­ვენ­კოს სი­ტყვე­ბით, ჯუ­ნას თა­ვად სურ­და სუ­რო­გა­ტი დედა ყო­ფი­ლი­ყო. ექიმს დიდი ძა­ლის­ხმე­ვა და­ჭირ­და, რათა მას ამ აზ­რზე უარი ეთ­ქვა. მისი ჯან­მრთე­ლო­ბა გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლი იყო და მშო­ბი­ა­რო­ბას ვერ გა­და­ი­ტან­და. შე­დე­გად 66 წლის ჯუნა და­თან­ხმდა, რომ მისი შვი­ლის სუ­რო­გა­ტი დედა ვახ­ტან­გის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გამ­ხდა­რი­ყო.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ერთი პრობ­ლე­მა გაჩ­ნდა. რო­გორც სერ­გეი ია­კო­ვენ­კო ამ­ბობს, სპერ­მა­ტო­ზო­ი­დის დიდი ნა­წი­ლი მკვდა­რი იყო, რო­გორც ჩანს, მისი გა­ყინ­ვა დარ­ღვე­ვე­ბით მოხ­და.

იდე­ით შე­პყრო­ბი­ლი ექ­სტრა­სენ­სი ცდი­ლობ­და შვი­ლის სპერ­მა­ტო­ზო­ი­დებ­ზე გავ­ლე­ნა ექო­ნია და რო­გორც ექი­მე­ბი ამ­ბო­ბენ, ამან შე­დე­გიც გა­მო­ი­ღო, მკვდა­რი უჯრე­დე­ბი სი­ცო­ცხლის ნიშ­ნებს იძ­ლე­ოდ­ნენ. ამ­ჟა­მად ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლე­ბი კვლავ მორ­გში იმ­ყო­ფე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ჯუნა და­ვი­თაშ­ვი­ლი 8 ივ­ნისს გარ­და­იც­ვა­ლა. წი­ნას­წა­რი ცნო­ბე­ბით, გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ინ­სულ­ტი გახ­და.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია lifenews.ru-ს მი­ხედ­ვით.

რუბრიკის სხვა სიახლეები

ჯუნა დავითაშვილი გარდაცვლილი ვაჟისგან შვილის გაჩენას გეგმავდა

ჯუნა დავითაშვილი გარდაცვლილი ვაჟისგან შვილის გაჩენას გეგმავდა

ცნობილი ექსტრასენსი და ასტროლოგი ჯუნა დავითაშვილი გეგმავდა შვილის გაჩენას, რომლის ბიოლოგიური მამაც მისი ვაჟიშვილი ვახტანგი უნდა ყოფილიყო. იგი 2001 წელს ავტოკატასტროფაში დაიღუპა. როგორც გაირკვა, ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ ჯუნამ შვილის სპერმა გაყინა იმ იმედით, რომ მომავალში სუროგატი დედა გახდებოდა (იხილეთ ვიდეო)

"ჯუნა ათი წლის წინ გავიცანი. თავის გარდაცვლილი შვილის კლონირება სურდა. მე ავუხსენი, რომ ეს შეუძლებელი იყო, რადგან კლონირებისთვის ცოცხალი უჯრედებია საჭირო, იმ დროისთვის კი მისი ვაჟი დიდი ხნის გარდაცვლილი იყო", - იხსენებს კერძო კლინიკის დირექტორი სერგეი იაკოვენკო.

თუმცა, რამდენიმე თვის შემდეგ, ექიმს ჯუნას ახლო მეგობარმა დაურეკა და აუწყა, რომ არსებობდა ვახტანგის გაყინული სპერმა და მალე ბიომასალებსაც მიუტანდნენ კლინიკაში. როგორც აღმოჩნდა, ჯუნამ შვილის გარდაცვალების შემდეგ, სპეციალისტებს გასანგებოდ ამოაღებინა ბიოლოგიური მასალა.

იაკოვენკოს სიტყვებით, ჯუნას თავად სურდა სუროგატი დედა ყოფილიყო. ექიმს დიდი ძალისხმევა დაჭირდა, რათა მას ამ აზრზე უარი ეთქვა. მისი ჯანმრთელობა გაუარესებული იყო და მშობიარობას ვერ გადაიტანდა. შედეგად 66 წლის ჯუნა დათანხმდა, რომ მისი შვილის სუროგატი დედა ვახტანგის შეყვარებული გამხდარიყო.

მიუხედავად ამისა, ერთი პრობლემა გაჩნდა. როგორც სერგეი იაკოვენკო ამბობს, სპერმატოზოიდის დიდი ნაწილი მკვდარი იყო, როგორც ჩანს, მისი გაყინვა დარღვევებით მოხდა.

იდეით შეპყრობილი ექსტრასენსი ცდილობდა შვილის სპერმატოზოიდებზე გავლენა ექონია და როგორც ექიმები ამბობენ, ამან შედეგიც გამოიღო, მკვდარი უჯრედები სიცოცხლის ნიშნებს იძლეოდნენ. ამჟამად ბიოლოგიური მასალები კვლავ მორგში იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ ჯუნა დავითაშვილი 8 ივნისს გარდაიცვალა. წინასწარი ცნობებით, გარდაცვალების მიზეზი ინსულტი გახდა.

მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.

გარდაბანში აფეთქების შედეგად დაშავებული 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა

"ვფიქრობ, მარტის ბოლოდან შეგვეძლება ვაქცინაცია "ასტრაზენეკას“ ვაქცინით დავიწყოთ...შესაძლოა, მანამდე "ფაიზერმაც“ მოგვისწროს" - თამარ გაბუნია

გერმანიაში დასაქმების სურვილი ამ დროისთვის 94 281-მა ადამიანმა გამოთქვა