ამერიკული გამოცემის "არქიტექტურული დაიჯესტი" შეფასებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, ხუთი საოცარი დიზაინის ახალ აეროპორტებს შორის მოხვდა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ჰოლანდიური კომპანია "UNstudio"-ს მიერ დაპროექტებული, 129 000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული ტერმინალი მგზავრთა სწრაფად მომსახურებით გამოირჩევა.
ქუთაისთან ერთად, საოცარ აეროპორტთა სიაში მოხვდა ამანის აეროპორტი იორდანიაში, შენზენის აეროპორტი ჩინეთში, სპეისპორტ ამერიკა, ნიუ მექსიკო აშშ-ში და პულკოვოს აეროპორტი პეტერბურგში.
წყარო: newpress.ge