რისთვის მიადგებიან ნუკი და ნიკა ბიძინა ივანიშვილს შუშის სასახლეში

რისთვის მიადგებიან ნუკი და ნიკა ბიძინა ივანიშვილს შუშის სასახლეში

ნუკი კოშკელიშვილი და ნიკა გრიგოლია ახალ შოუს იწყებენ, რომელიც მთლიანად ცნობილ ადამიანებზე გავრცელებულ ჭორებს დაეთმობა. ნუკის ადრე მსგავსი ტიპის რადიოგადაცემა მიჰყავდა, ნიკა გრიგოლიასთვის კი ეს სრულიად ახალი ამპლუაა. გადაცემა ''კოქტეილი'' ''მარაო რუსთავი 2''-ზე ივნისიდან გავა.

ნუკი

- ნუკი, მოგენატრა ჭორები?

- ვფიქრობ, საქართველოში ეს თემები არასდროს დაკარგავს აქტუალობას. მათაც კი, ვინც ამბობს, ჭორიკნების ქვეყანა ვართო, აინტერესებთ, რა ხდება მათ გარშემო და მით უმეტეს, პოპულარული სახეების ცხოვრებაში. ეს გადაცემა ორმხრივად კარგია არა მხოლოდ მაყურებლისთვის, არამედ იმ ცნობილი სახისთვის, რომელიც ჩვენს გადაცემაში მოხვდება. მე ხომ მივიჩნევი ცნობილ სახედ? ხშირად მსმენია ჭორი ჩემ შესახებ, რომლის გაქარწყლებაც ძალიან მინდოდა, მაგრამ მუდამ ''პროფილში'' ხომ ვერ ვიჯდები და ვერ მივცემ ჟურნალ-გაზეთებს ინტერვიუს? ჩვენ ისეთ გადაცემას ვამზადებთ, სადაც მე, ნიკა გრიგოლიას, ნებისმიერ სხვა ცნობილ მამაკაცსა თუ ქალბატონს მიეცემა საშუალება თქვას, რომ რაღაც მართალია ან არ არის მართალი.

ნიკა:

- სიმართლე გითხრათ, ჭორაობაში დიდი გამოცდილება არ მაქვს.

- ნუკის რადიოგადაცემაში ცნობილების ''გამოტეხვის'' გამოცდილებაც აქვს.

- რა თქმა უნდა. მისი გადაცემა ძალიან აქტუალური და პოპულარული იყო. ჩემმა მშვენიერმა ნუკიმ სწორად აღნიშნა, რომ ეს ამოუწურავი თემაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ადამიანები ცნობისმოყვარეები ვართ, ზოგჯერ იმდენადაც კი, რომ საკუთარი ცხოვრება გვავიწყდება და სხვისით ვინტერესდებით. მოკლედ, მეც ჩავერთე ამ საქმეში, ოღონდ იუმორისტულად, ჩემებურად ვეცდები ჭორების გადამოწმებას, ვიღაცები ნუკის ვერ დაუსხლტებიან, ვიღაცები - მე და ასე გადავინაწილებთ ფუნქციებს. მეც ავჭორიკნდები, რა პრობლემაა.

ნუკი:

- რადიოგადაცემისგან განსხვავებით, ტელეგადაცემას უფრო დიდი მასშტაბი აქვს. ასე რომ, გავაფართოებთ ჩვენს მოქმედების არეალს და თუკი, მაგალითად, დაგვაინტერესებს, რა ხდება ბიძინა ივანიშვილის თავს, არ დავიზარებთ და მივადგებით შუშის სასახლეში, თუკი შეგვიშვებენ, რა თქმა უნდა. ჩვენ ვიქნებით ყველგან. ეს მაყურებლისთვის ფანტასტიკური საშუალება იქნება, რომ მუდმივ ინტერაქტივში იყოს ცნობილ სახეებთან, გვექნება ''ფეისბუქ''-გვერდი, სადაც შეძლებენ მოწერას, რა აინტერესებთ, ვინ ვისთან დადის, ვინ რა პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა და ა.შ. სხვათა შორის, გუშინ გამოვიჭირე ჩემი თავი, მანქანაში დედასთან ერთად ვი-ჯექი და მკითხა, ერთ-ერთმა ცნობილმა სახემ მართლა გაიკეთა პლასტიკური ოპერაციაო? ვუპასუხე, დედა, ჩვენს გადაცემას უყურე და იქ გადავამოწმებთ ამ ჭორს-მეთქი. არის მომენტი, როდესაც მე თავად მაინტერესებს, მართალია თუ არა ესა თუ ის ამბავი. რომ მოვდიოდი ხოლმე ''რუსთავი 2''-ში, ყველას ვეკითხებოდი, ხომ არ იცით, ესა და ეს ჭორი მართალია-მეთქი?

ნიკა:

- ამ ქვეყანაში აბსოლუტურად ყველა ყველაზე ჭორაობს. საკმარისია, ორი ადამიანი გყავდეს სანაცნობოში და უკვე იწყებენ შენზე ჭორაობას.

ნუკი:

- თუმცა სხვა ქვეყნებშიც, სადაც მეტი დასაქმებულია, მაინც აინტერესებთ ამბები ცნობილი სახეების შესახებ. როცა იგებ, რომ ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა შვილი აიყვანეს, გაინტერესებს, როგორია ის ბავშვი. ეს განტვირთვის თავისებური სახეა. იქ ჭორაობენ, თუ ჭორაბენ, ვინ ვისთან გაიარა, აქ კიდევ იმალება. ცნობილ სახეებს ვპირდებით, რომ ცხოვრებას გავუმარტივებთ. მოვალთ თქვენთან და სიმართლის თქმის საშუალებას მოგცემთ.

- რადიოგადაცემით განაწყენებული ცნობილი სახეები გყოლია?

- უამრავი, მაგრამ ვერასდროს ვხვდებოდი, რა სწყინდათ. ჩვენ ხომ ჭორს არ ვქმნით, ვც-დილობთ, გადავამოწმოთ, რა არის სიმართლე და რა ტყუილი. ხომ არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომ ჭორის გარშემო ქმნის თავის კარიერას, ამის საშუალებასაც მივცემთ. არსებობს კატეგორია ''დასტოინი'' სახეებისა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ჭორები არ ეკადრებათ, ჩვენ მათთანაც მივალთ, დაგვაყენონ მიკროფონებით ხელში და გვაგრძნობინონ, რომ მათზე ჭორაობა საჭირო არ არის.

გაგრძელება

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს