Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გარდაცვალების შემდეგ, ჯუნა დავითაშვილის ქონებაზე ნადირობა დაიწყება
გარდაცვალების შემდეგ, ჯუნა დავითაშვილის ქონებაზე ნადირობა დაიწყება

მოს­კოვ­ში ექ­სტრა­სენ­სი ჯუნა და­ვი­თაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, მას ვა­გან­კოვ­სკის სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რძა­ლა­ვენ. ცხოვ­რე­ბის ბოლო პე­რი­ოდ­ში ჯუ­ნას გვერ­დით იყო ჟურ­ნა­ლის­ტი ვი­ტა­ლი ბროდსკი, რო­მელ­მაც ჟურ­ნალ "მოს­კოვ­სკი კო­მსო­მო­ლეცს" ჯუ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ტერ­ვიუ მიცა.

- რამ­დე­ნი ხანი მუ­შა­ობ­დით ჯუ­ნას დამ­ხმა­რედ?

- წე­ლი­წად­ზე მეტი. რთუ­ლი ხა­სი­ა­თი ჰქონ­და და კომ­პა­ნი­ო­ნის შერ­ჩე­ვა უჭირ­და. ჩემ­თან კი უად­ვილ­დე­ბო­და, მგო­ნი გარ­დაც­ვლილ შვილს ვა­გო­ნებ­დი. ბევ­რი მსა­ხუ­რი გა­ექ­ცა, ძი­რი­თა­დად მისი ხა­სი­ა­თის გამო, მაგ­რამ იყ­ვნენ ისე­თე­ბიც, ვინც 90-იანი წლე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი მის გვერ­დით რჩე­ბოდ­ნენ.

- ვინ უწევ­და ყვე­ლა­ზე ხში­რად კომ­პა­ნი­ო­ნო­ბას?

- სულ თან ახ­ლდნენ ფსევ­დო­ყა­ზა­ხე­ბი. რო­გორც მივ­ხვდი, მისი ძვე­ლი ნაც­ნო­ბე­ბი იყ­ვნენ. აღა­რა­ფერს ვამ­ბობ პა­ცი­ენ­ტებ­ზე. ძა­ლი­ან უყ­ვარ­და სტუმ­რე­ბი, უყ­ვარ­და ღა­მით ქე­ი­ფე­ბის გა­მარ­თვა. ამის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი ოთა­ხიც ჰქონ­და დიდი მა­გი­დით.

- ძი­რი­თა­დად, სად იშ­ლე­ბო­და ხოლ­მე სუფ­რა?

- ქარ­თულ რეს­ტორ­ნებ­ში. ყვე­ლა სვამ­და-ჭამ­და, ერ­თმა­ნეთს ესა­უბ­რე­ბო­და. თა­ვად ჯუნა ორ ჭი­ქა­ზე მეტს არა­სო­დეს სვამ­და. ძი­რი­თა­დად, კო­ნი­აკს ეტა­ნე­ბო­და.

- რა უყ­ვარ­და ყვე­ლა­ზე მე­ტად?

- თა­ვი­სი ძაღ­ლი. რო­დე­საც მო­უკ­ვდა, ზუს­ტად ისე­თი­ვე ძაღ­ლი მო­უყ­ვა­ნეს. იგი­ვე ჯი­შის და შე­ფე­რი­ლო­ბის. ძი­რი­თა­დად, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი არა­ფე­რი არ იზი­დავ­და.

- პა­ცი­ენ­ტებს სახ­ლში იღებ­და?

- დიახ, სახ­ლის პირ­ველ სარ­თულ­ზე. სა­ღა­მოს შვი­დი სა­ა­თი­დან იღებ­და პა­ცი­ენ­ტებს. ამ დრო­ის­თვის სა­დარ­ბა­ზო­ში ყო­ველ­თვის რი­გე­ბი იდგა.

- რა აღი­ზი­ა­ნებ­და ყვე­ლა­ზე მე­ტად?

- ბევ­რი რამე. იმ­დე­ნი, რომ ვერც ჩა­მოთ­ვლი. ერთი გა­მო­სა­ვა­ლი იყო, თავი ღირ­სე­უ­ლად უნდა და­გე­ჭი­რა. ბევ­რი ამ­ბობ­და, რომ ის რე­ა­ლუ­რად არ კურ­ნავ­და ხალ­ხს, თუმ­ცა მე თა­ვად მი­ნა­ხავს გან­კურ­ნე­ბის არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა. ჩემი ნაც­ნო­ბი დი­ა­ბე­ტის­გან გან­კურ­ნა. აუ­ტის­ტი ბი­ჭუ­ნა, რო­მე­ლიც სა­ერ­თოდ ვერ სა­უბ­რობ­და, ნა­ხე­ვა­რი წლის შემ­დეგ ალა­პა­რაკ­და.

- რო­გორ ფიქ­რობთ, მის მემ­კვიდ­რე­ო­ბა­ზე ბრძო­ლა და­ი­წყე­ბა?

- აბა რა! სა­სახ­ლე არ­ბატ­ზე ისე­თი ქო­ნე­ბაა, ვინ იტყვის უარს?! (ოთხსარ­თუ­ლი­ა­ნი სა­სახ­ლე თა­ვის დრო­ზე ჯუ­ნას ბრეჟნევ­მა აჩუ­ქა). ცხოვ­რე­ბა­ში იყო რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც მისი მოკ­ვლა სცა­დეს და ახლა წარ­მო­მიდ­გე­ნია, რა მოხ­დე­ბა. თან სახ­ლში ძა­ლი­ან მდიდ­რუ­ლი ნივ­თე­ბია. მარ­ტო ნა­ხა­ტე­ბია ისე­თი, რომ გი­გან­ტურ თან­ხებ­ზეა სა­უ­ბა­რი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია mk.ru-ს მი­ხედ­ვით.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

გარდაცვალების შემდეგ, ჯუნა დავითაშვილის ქონებაზე ნადირობა დაიწყება

გარდაცვალების შემდეგ, ჯუნა დავითაშვილის ქონებაზე ნადირობა დაიწყება

მოსკოვში ექსტრასენსი ჯუნა დავითაშვილი გარდაიცვალა. ახლობლების თქმით, მას ვაგანკოვსკის სასაფლაოზე დაკრძალავენ. ცხოვრების ბოლო პერიოდში ჯუნას გვერდით იყო ჟურნალისტი ვიტალი ბროდსკი, რომელმაც ჟურნალ "მოსკოვსკი კომსომოლეცს" ჯუნასთან დაკავშირებით ინტერვიუ მიცა.

- რამდენი ხანი მუშაობდით ჯუნას დამხმარედ?

- წელიწადზე მეტი. რთული ხასიათი ჰქონდა და კომპანიონის შერჩევა უჭირდა. ჩემთან კი უადვილდებოდა, მგონი გარდაცვლილ შვილს ვაგონებდი. ბევრი მსახური გაექცა, ძირითადად მისი ხასიათის გამო, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვინც 90-იანი წლებიდან მოყოლებული მის გვერდით რჩებოდნენ.

- ვინ უწევდა ყველაზე ხშირად კომპანიონობას?

- სულ თან ახლდნენ ფსევდოყაზახები. როგორც მივხვდი, მისი ძველი ნაცნობები იყვნენ. აღარაფერს ვამბობ პაციენტებზე. ძალიან უყვარდა სტუმრები, უყვარდა ღამით ქეიფების გამართვა. ამისთვის სპეციალური ოთახიც ჰქონდა დიდი მაგიდით.

- ძირითადად, სად იშლებოდა ხოლმე სუფრა?

- ქართულ რესტორნებში. ყველა სვამდა-ჭამდა, ერთმანეთს ესაუბრებოდა. თავად ჯუნა ორ ჭიქაზე მეტს არასოდეს სვამდა. ძირითადად, კონიაკს ეტანებოდა.

- რა უყვარდა ყველაზე მეტად?

- თავისი ძაღლი. როდესაც მოუკვდა, ზუსტად ისეთივე ძაღლი მოუყვანეს. იგივე ჯიშის და შეფერილობის. ძირითადად, მატერიალური არაფერი არ იზიდავდა.

- პაციენტებს სახლში იღებდა?

- დიახ, სახლის პირველ სართულზე. საღამოს შვიდი საათიდან იღებდა პაციენტებს. ამ დროისთვის სადარბაზოში ყოველთვის რიგები იდგა.

- რა აღიზიანებდა ყველაზე მეტად?

- ბევრი რამე. იმდენი, რომ ვერც ჩამოთვლი. ერთი გამოსავალი იყო, თავი ღირსეულად უნდა დაგეჭირა. ბევრი ამბობდა, რომ ის რეალურად არ კურნავდა ხალხს, თუმცა მე თავად მინახავს განკურნების არაერთი შემთხვევა. ჩემი ნაცნობი დიაბეტისგან განკურნა. აუტისტი ბიჭუნა, რომელიც საერთოდ ვერ საუბრობდა, ნახევარი წლის შემდეგ ალაპარაკდა.

- როგორ ფიქრობთ, მის მემკვიდრეობაზე ბრძოლა დაიწყება?

- აბა რა! სასახლე არბატზე ისეთი ქონებაა, ვინ იტყვის უარს?! (ოთხსართულიანი სასახლე თავის დროზე ჯუნას ბრეჟნევმა აჩუქა). ცხოვრებაში იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მისი მოკვლა სცადეს და ახლა წარმომიდგენია, რა მოხდება. თან სახლში ძალიან მდიდრული ნივთებია. მარტო ნახატებია ისეთი, რომ გიგანტურ თანხებზეა საუბარი.

მომზადებულია mk.ru-ს მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია