პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აჭარის ა.რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ევროპის სოფლად ტურიზმის ფედერაციის წევრი გახდა
აჭარის ა.რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ევროპის სოფლად ტურიზმის ფედერაციის წევრი გახდა

მიმ­დი­ნა­რე წლის 4 ივ­ნისს კვიპ­როს­ში ევ­რო­პის სოფ­ლად ტუ­რიზ­მის ფე­დე­რა­ცი­ის (Eurogîtes) 2015 წლის გე­ნე­რა­ლურ ასამ­ბლე­ა­ზე აჭა­რის ა.რ ტუ­რიზ­მი­სა და კუ­რორ­ტე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი ფე­დე­რა­ცი­ის ასო­ცი­რე­ბულ წევ­რად მი­ი­ღეს. ფე­დე­რა­ცი­ა­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლია ევ­რო­პის 27 ქვეყ­ნის 35 პრო­ფე­სი­უ­ლი ორ­გა­ნო. ფე­დე­რა­ცია წარ­მო­ად­გენს და­ახ­ლო­ე­ბით 500 000 მიკ­რო სა­წარ­მოს, რომ­ლე­ბიც 5-დან 6,5 მი­ლი­ო­ნამ­დე სა­წოლ ად­გილს ით­ვლის.

აჭა­რის ა. რ ტუ­რიზ­მის და კუ­რორ­ტე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი­სათ­ვის ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა არის სოფ­ლად ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა. ბოლო წლე­ბია დე­პარ­ტა­მენ­ტი ტუ­რიზ­მის ამ სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბას სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბით უწყობს ხელს: ეც­ნო­ბა სოფ­ლებ­ში არ­სე­ბუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი მე­ურ­ნე­ო­ბე­ბის პო­ტენ­ცი­ალ­სა და საქ­მი­ა­ნო­ბას; ქმნის სოფ­ლად არ­სე­ბულ ტუ­რის­ტუ­ლი მე­ურ­ნე­ო­ბე­ბის ბა­ზას, რო­მელ­თაც ტუ­რის­ტე­ბის მი­ღე­ბის მცი­რე გა­მოც­დი­ლე­ბაც კი აქვთ; ატა­რებს ტრე­ნინ­გებს ტუ­რის­ტუ­ლი მე­ურ­ნე­ო­ბე­ბის მე­პატ­რო­ნე­ე­ბი­სათ­ვის; გა­ნა­თავ­სებს აჭა­რის სოფ­ლებ­ში ტუ­რის­ტე­ბის თა­ვი­სუფ­ლად გა­დად­გი­ლე­ბი­სათ­ვის ტუ­რის­ტულ ნიშ­ნუ­ლებს; ყო­ველ­წლი­უ­რად გა­მოს­ცემს სოფ­ლად ტუ­რიზ­მის სა­რეკ­ლა­მო ბრო­შუ­რას, რო­მე­ლიც ვრცელ­დე­ბა რო­გორ სა­ქარ­თვე­ლოს შიგ­ნით, ასე­ვე მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ტუ­რის­ტულ გა­მო­ფე­ნებ­ზე. აჭა­რის ტუ­რიზ­მი­სა და კუ­რორ­ტე­ბის დე­პარ­ტა­მენ­მა შექ­მნა ეკო ტუ­რის­ტუ­ლი რუ­ქის ონ­ლა­ინ და ბეჭ­დუ­რი ვერ­სი­ე­ბი, ასე­ვე შე­ი­მუ­შა­ვა ის ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუ­ტე­ბი, რომ­ლებ­ზეც გას­ვლა აჭა­რის სოფ­ლებ­ში ჩა­სულ სტუმ­რებს შე­ეძ­ლე­ბათ.

ევ­რო­პის სოფ­ლად ტუ­რიზ­მის ფე­დე­რა­ცი­ა­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბით აჭა­რის ტუ­რის­ტუ­ლი მე­ურ­ნე­ო­ბე­ბი მოხ­დე­ბა სოფ­ლად ტუ­რიზ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ინ­ფორ­მა­ციო ბა­ზა­ში. აჭა­რის ა.რ ტუ­რიზ­მი­სა და კუ­რორ­ტე­ბის დე­პარ­ტა­მენტს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მა მი­ი­ღოს ევ­რო­პუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა, და­ნერ­გოს ევ­რო­პუ­ლი/სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბი და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს ფე­დე­რა­ცი­ის სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბებ­ში, რაც ხელს შე­უ­წყობს რო­გორც რე­გი­ო­ნის სოფ­ლად ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბას, ისე აჭა­რის რე­გი­ო­ნის სოფ­ლად ტუ­რიზ­მის ცნო­ბა­დო­ბის გაზ­რდას ევ­რო­პის მას­შტა­ბით.

აჭარის ა.რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ევროპის სოფლად ტურიზმის ფედერაციის წევრი გახდა

აჭარის ა.რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ევროპის სოფლად ტურიზმის ფედერაციის წევრი გახდა

მიმდინარე წლის 4 ივნისს კვიპროსში ევროპის სოფლად ტურიზმის ფედერაციის (Eurogîtes) 2015 წლის გენერალურ ასამბლეაზე აჭარის ა.რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ფედერაციის ასოცირებულ წევრად მიიღეს. ფედერაციაში გაწევრიანებულია ევროპის 27 ქვეყნის 35 პროფესიული ორგანო. ფედერაცია წარმოადგენს დაახლოებით 500 000 მიკრო საწარმოს, რომლებიც 5-დან 6,5 მილიონამდე საწოლ ადგილს ითვლის.

აჭარის ა. რ ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტისათვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება არის სოფლად ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა. ბოლო წლებია დეპარტამენტი ტურიზმის ამ სფეროს განვითარებას სხვადასხვა აქტივობებით უწყობს ხელს: ეცნობა სოფლებში არსებული ტურისტული მეურნეობების პოტენციალსა და საქმიანობას; ქმნის სოფლად არსებულ ტურისტული მეურნეობების ბაზას, რომელთაც ტურისტების მიღების მცირე გამოცდილებაც კი აქვთ; ატარებს ტრენინგებს ტურისტული მეურნეობების მეპატრონეებისათვის; განათავსებს აჭარის სოფლებში ტურისტების თავისუფლად გადადგილებისათვის ტურისტულ ნიშნულებს; ყოველწლიურად გამოსცემს სოფლად ტურიზმის სარეკლამო ბროშურას, რომელიც ვრცელდება როგორ საქართველოს შიგნით, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენმა შექმნა ეკო ტურისტული რუქის ონლაინ და ბეჭდური ვერსიები, ასევე შეიმუშავა ის ტურისტული მარშრუტები, რომლებზეც გასვლა აჭარის სოფლებში ჩასულ სტუმრებს შეეძლებათ.

ევროპის სოფლად ტურიზმის ფედერაციაში გაწევრიანებით აჭარის ტურისტული მეურნეობები მოხდება სოფლად ტურიზმის საერთაშორისო საინფორმაციო ბაზაში. აჭარის ა.რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს საშუალება მიეცემა მიიღოს ევროპული გამოცდილება, დანერგოს ევროპული/საერთაშორისო სტანდარტები და მონაწილეობა მიიღოს ფედერაციის სხვადასხვა აქტივობებში, რაც ხელს შეუწყობს როგორც რეგიონის სოფლად ტურიზმის განვითარებას, ისე აჭარის რეგიონის სოფლად ტურიზმის ცნობადობის გაზრდას ევროპის მასშტაბით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია