უახლესი ინფორმაცია ხევსური მწყემსის შესახებ, რომელიც მეწყერის შემდეგ 500 ცხვართან ერთად გაუჩინარდა

უახლესი ინფორმაცია ხევსური მწყემსის შესახებ, რომელიც მეწყერის შემდეგ 500 ცხვართან ერთად გაუჩინარდა

ხევსურეთში დაკარგული მწყემსის მოძებნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა, ნუგზარ ყიფიანმა განუცხადა, სამძებრო სამუშაოების გასაგრძელებლად აუცილებელია ტექნიკის შეყვანა, რამაც შესაძლოა, დამატებით საფრთხე გამოიწვიოს.

"გეოლოგიური დასკვნაა საჭირო, რადგან ტექნიკის შეყვანის შემთხვევაში შესაძლოა, მეწყრის განმეორების საფრთხე დადგეს და შესაძლოა დამატებითი პრობლემები შეიქმნას. აქედან გამომდინარე, ველოდებით დასკვნას და დასკვნის შემდეგ სამძებრო სამუშაოებს გავარძელებთ", - განაცხადა ყიფიანმა.

პირიქითა ხევსურეთში, შატილის თემის სოფელ ხონისჭალაში, მდინარე ანზაკის ხეობაში მეწყრული პროცესები ერთი კვირის წინ გააქტიურდა. მეწყრის შედეგად დაიკარგა ერთი მწყემსი, ასევე 500 სული ცხვარი და 50 სული საქონელი.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია