ოდესის ოლქში, რომლის გუბერნატორიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, მოლდოვადან გადმოსულმა მოქალაქემ, სასაზღვრო გამშვებ პუნტქზე მომუშავე მესაზღვრეებს ქრთამის სახით, 100 ამერიკული დოლარი და 500 გრივნა შესთავაზა. თუმცა, მესაზღვრეებმა ამის თაობაზე სამართალდამცავებს შეატყობინეს, - ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პრეს-ცენტრი იტყობინება.
"სწორედ ეს თანხა შესთავაზა მოლდოვას მოქალაქემ უკრაინელ მესაზღვრეებს, უკრაინაში ორი არასრულწლოვანი შვილის უკანონოდ შემოყვანის სანაცვლოდ".
შეგახსენებთ, რომ კორუფციასთან ბრძოლის სამსახურმა, ოდესის ოლქში მესაზღვრეების დაჯგუფება გამოააშკარავა, რომლებიც სისტემატურად იღებდნენ ქრთამს მოლდოვას მოქალაქეებისგან.