უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოდესის ოლქის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძე ინიშნება. ამის შესახებ "უნიანი" ოდესის მთავარი სამმართველოდან წყაროზე დაყრდნობით წერს.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გია ლორთქიფანიძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში მუშაობდა, რომელიც ამჟამად ოდესის ოლქის გუბერნატორია.