პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კაპრალ რამაზ დავითაიას გარდაცვალების გამო თბილისში აშშ-ის საელჩოში დროშა დაუშვეს
კაპრალ რამაზ დავითაიას გარდაცვალების გამო თბილისში აშშ-ის საელჩოში დროშა დაუშვეს

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში, რი­ჩარდ ნორ­ლან­დი და­ღუ­პულ კაპ­რალ რა­მაზ და­ვი­თა­ი­ას ოჯახს უსამ­ძიმ­რებს. რო­გორც რი­ჩარდ ნორ­ლან­დმა გა­ნა­ცხა­და, დღეს ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო მოვ­ლე­ნა მოხ­და. "მრა­ვა­ლი რამ ხდე­ბა დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში, მაგ­რამ ძალ­ზედ სამ­წუ­ხა­რო მოვ­ლე­ნა მოხ­და, რო­მელ­მაც დაგ­ვამ­წუხ­რა მე, ჩემი მე­უღ­ლე და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი. გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში ჭრი­ლო­ბე­ბის გამო გარ­და­იც­ვა­ლა კაპ­რა­ლი რა­მაზ და­ვი­თა­ია. გვქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა რა­მა­ზი გაგ­ვეც­ნო რამ­დე­ნი­მიე წლის წინ, რო­დე­საც იგი გერ­მა­ნი­ი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და, სა­დაც გა­დი­ო­და მკურ­ნა­ლო­ბას. ეს იყო შე­სა­ნიშ­ნა­ვი ახალ­გაზ­რდა, რო­მე­ლიც მი­ღე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის შე­დე­გად დღეს გარ­და­იც­ვა­ლა. ჩვენ ვი­ზი­ა­რებთ მწუ­ხა­რე­ბას და თა­ნაგ­რძნო­ბას გა­მოვ­ხა­ტავთ მისი ოჯა­ხის, დედ-მა­მის, ძმის მი­მართ. დღეს გა­მო­ვი­ყე­ნე ჩემი ელ­ჩის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა და აშშ-ს სა­ელ­ჩო­ში და­ვუშ­ვით დრო­შა პა­ტი­ვის­ცე­მის ნიშ­ნად", - გა­ნა­ცხა­და რი­ჩარდ ნორ­ლან­დმა.

კაპ­რალ და­ვი­თა­ი­ას ხსოვ­ნის პა­ტივ­სა­ცე­მად, აშშ-ის სა­ელ­ჩოს დრო­შა 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში დაშ­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ISAF-ის მი­სი­ა­ში დაჭ­რი­ლი კაპ­რა­ლი რა­მაზ და­ვი­თა­ია გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში დღეს გარ­და­იც­ვა­ლა. სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, რა­მაზ და­ვი­თა­ია მე-2 ქვე­ი­თი ბრი­გა­დის 23-ე ბა­ტა­ლი­ო­ნის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, ავ­ღა­ნეთ­ში, ჰელ­მან­დის პრო­ვინ­ცი­ა­ში ას­რუ­ლებ­და მი­სი­ას. 2012 წლის 20 ივ­ნისს ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე პატ­რუ­ლი­რე­ბის დროს მძი­მედ და­იჭ­რა. რა­მაზ და­ვი­თა­ია თავ­და­პირ­ვე­ლად გერ­მა­ნი­ა­ში ჰა­ი­დელ­ბერ­გის ამე­რი­კულ კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობ­და, შემ­დგომ­ში კი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას "ნიუ ჰოს­პი­ტალ­ში" და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში გა­დი­ო­და. მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მუ­შა­ო­ბა აშშ-ის მთავ­რო­ბას­თან და სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის სა­ელ­ჩოს­თან ერ­თად კაპ­რალ და­ვი­თა­ი­ას ამე­რი­კა­ში სამ­კურ­ნა­ლოდ შე­საძ­ლო გა­დაყ­ვა­ნა­ზე.

რა­მაზ და­ვი­თა­ია შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში 2007 წლის 26 ივ­ნი­სი­დან ირი­ცხე­ბო­და. და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლია ვახ­ტანგ გორ­გას­ლის III ხა­რის­ხის ორ­დე­ნით, მედ­ლით "სამ­შვი­დო­ბო ოპე­რა­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის" და უწყებ­რი­ვი მედ­ლით "საბ­რძო­ლო ია­რი­სათ­ვის".

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

კაპრალ რამაზ დავითაიას გარდაცვალების გამო თბილისში აშშ-ის საელჩოში დროშა დაუშვეს

კაპრალ რამაზ დავითაიას გარდაცვალების გამო თბილისში აშშ-ის საელჩოში დროშა დაუშვეს

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი დაღუპულ კაპრალ რამაზ დავითაიას ოჯახს უსამძიმრებს. როგორც რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა, დღეს ძალიან სამწუხარო მოვლენა მოხდა. "მრავალი რამ ხდება დღეს საქართველოში, მაგრამ ძალზედ სამწუხარო მოვლენა მოხდა, რომელმაც დაგვამწუხრა მე, ჩემი მეუღლე და ამერიკის შეერთებული შტატები. გორის სამხედრო ჰოსპიტალში ჭრილობების გამო გარდაიცვალა კაპრალი რამაზ დავითაია. გვქონდა შესაძლებლობა რამაზი გაგვეცნო რამდენიმიე წლის წინ, როდესაც იგი გერმანიიდან საქართველოში დაბრუნდა, სადაც გადიოდა მკურნალობას. ეს იყო შესანიშნავი ახალგაზრდა, რომელიც მიღებული ჭრილობების შედეგად დღეს გარდაიცვალა. ჩვენ ვიზიარებთ მწუხარებას და თანაგრძნობას გამოვხატავთ მისი ოჯახის, დედ-მამის, ძმის მიმართ. დღეს გამოვიყენე ჩემი ელჩის უფლებამოსილება და აშშ-ს საელჩოში დავუშვით დროშა პატივისცემის ნიშნად", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

კაპრალ დავითაიას ხსოვნის პატივსაცემად, აშშ-ის საელჩოს დროშა 24 საათის განმავლობაში დაშვებული იქნება ISAF-ის მისიაში დაჭრილი კაპრალი რამაზ დავითაია გორის სამხედრო ჰოსპიტალში დღეს გარდაიცვალა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რამაზ დავითაია მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის შემადგენლობაში, ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ასრულებდა მისიას. 2012 წლის 20 ივნისს ქართველი სამხედრო მოსამსახურე პატრულირების დროს მძიმედ დაიჭრა. რამაზ დავითაია თავდაპირველად გერმანიაში ჰაიდელბერგის ამერიკულ კლინიკაში მკურნალობდა, შემდგომში კი რეაბილიტაციას "ნიუ ჰოსპიტალში" და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გადიოდა. მიმდინარეობდა მუშაობა აშშ-ის მთავრობასთან და საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან ერთად კაპრალ დავითაიას ამერიკაში სამკურნალოდ შესაძლო გადაყვანაზე.

რამაზ დავითაია შეიარაღებულ ძალებში 2007 წლის 26 ივნისიდან ირიცხებოდა. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით, მედლით "სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის" და უწყებრივი მედლით "საბრძოლო იარისათვის".

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია