პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კრინტი არავისთან დაძრათო!" - 22 წლის ბიჭი არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის გამო დააკავეს
"კრინტი არავისთან დაძრათო!" - 22 წლის ბიჭი არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის გამო დააკავეს

ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სა­ხელ­მწი­ფო მზრუნ­ვე­ლო­ბის ქვეშ მყოფ არასრ­ულ­წლო­ვან გო­გო­ნას­თან სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რის გამო დუ­შეთ­ში 22 წლის ახალ­გაზ­რდა და­ა­კა­ვეს. "კვი­რის პა­ლიტ­რა" დუ­შეთ­ში ჩა­ვი­და...

ამ­ბო­ბენ, რომ გო­გო­ნას, რო­მე­ლიც დუშე­თის სა­ო­ჯა­ხო ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რია, ამა­ვე სოფ­ლის მკვიდრ 22 წლის ახალ­გაზ­რდას­თან ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰქო­ნია სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რი. შემ­თხვე­ვა 23 მა­ისს, მას შემ­დეგ გახ­მა­ურ­და,­ რაც გო­გო­ნას ტე­ლე­ფონ­ში ძმამ ინ­ტი­მუ­რი ში­ნა­არ­სის გზავ­ნი­ლი წა­ი­კი­თხა და დას სცე­მა. გო­გო­ნამ სი­მარ­თლე ვე­ღარ და­მა­ლა და აღ­მზრდე­ლებს გზავ­ნი­ლე­ბის ად­რე­სა­ტი­სა და მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ინ­ტი­მუ­რი დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ უამ­ბო. ბრალ­დე­ბუ­ლი და­ა­კა­ვეს და წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­დეს...

ნ.გ. ად­გი­ლობ­რი­ვი: - ამ­ბო­ბენ, რომ ის ბიჭი დუ­შე­თის ბავ­შვთა სახ­ლში­ გა­ი­ზარ­და. სრულწ­ლო­ვა­ნი რომ გამ­ხდა­რა, ძმას­თან­ ერ­თად დუ­შეთ­ში სახ­ლი უქი­რა­ვე­ბია­ და იქ ცხოვ­რობ­და. არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გო­ნა­ კი მა­ღალმთი­ა­ნი რა­ი­ო­ნი­დან, მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხი­დან ყო­ფი­ლა. მშობ­ლე­ბი და­შო­რებ­ულან. მამა რამ­დე­ნი­მე წლის წინ გარდ­ასცვ­ლია. ამ­ბო­ბენ,­ გო­გო­ნას დე­დამ ყვე­ლა­ შვი­ლი­ ბავ­შვთა სახ­ლებ­ში გა­ზარ­დაო. დე­დას შვილ­ებ­თან რომ ეცხოვ­რა,­ სა­ხელ­მწი­ფომ­ სახ­ლიც უყი­და და პი­რუ­ტყვიც. მერე შვი­ლე­ბი შინ წა­უყ­ვა­ნია, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც ბავ­შვე­ბი ისევ სა­ხელ­მწი­ფო მზრუნ­ვე­ლო­ბის ქვეშ აღ­მოჩ­ნდნენ. გო­გო­ნა ერთ-ერთ ძმას­თან ერ­თად­ დუ­შეთ­ში, სა­ო­ჯა­ხო ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ცხოვ­რობ­და.

- არას­რულ­წლო­ვან­მა და იმ 22 წლის ბიჭ­მა ერ­თმა­ნე­თი სად გა­იც­ნეს?

- სა­ერ­თო ნაც­ნო­ბი ჰყო­ლი­ათ, რო­მელ­იც ასე­ვე ბავ­შვთა სახ­ლში გაზ­რდი­ლა.­ იმ ბი­ჭის ოჯახ­ში ხვდე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს.

ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვის თქმით,­ გო­გო­ნა გაკ­ვე­თი­ლე­ბი­დან ხში­რად გა­მო­დი­ო­და­ და იმ ბიჭს ხვდე­ბო­და. რა­ტომ გა­მო­ე­პა­რათ­ ეს ფაქ­ტი სა­ო­ჯა­ხო ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის­ თა­ნამ­შრომ­ლებ­სა და სკო­ლის პე­და­გო­გებს?­ რა­ტომ ვერ მო­ა­ხერ­ხა ჯან­დაც­ვის სა­მი­ნი­სტროს მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხურ­მა არას­რულ­წლო­ვა­ნი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რის გა­კონ­ტრო­ლე­ბა?­ ან სად იყო მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი, რო­მელ­საც არას­რულ­წლო­ვა­ნი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის­თვის მო­ნი­ტო­რინ­გი უნდა გა­ე­წია რო­გორც სა­ცხოვ­რე­ბელ­ში, ასე­ვე სა­გან­მან­ა­თ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში? ამ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის მი­სა­ღე­ბად ჯერ სკო­ლას, შემ­დეგ კი დუ­შე­თის სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტრსა და ბო­ლოს, სა­ო­ჯა­ხო ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბას მი­ვა­კი­თხეთ.

დუ­შე­თის მე­ო­რე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში მანდ­ატურ­მა არ შეგ­ვიშ­ვა. დი­რექ­ტო­რი და გო­გო­ნას დამ­რი­გე­ბე­ლი გაკ­ვე­თი­ლებ­ზე­ არი­ან, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის დამ­თავ­რე­ბამ­დე მათ­თან შეხ­ვედ­რა შე­უძ­ლე­ბე­ლი­აო. სწო­რედ იმ დროს, რო­დე­საც "კა­რის მცვე­ლი" მან­და­ტუ­რი შე­ნო­ბა­ში შეს­ვლის უფ­ლე­ბას არ გვაძ­ლევ­და, სკო­ლის უკან შევ­ნიშ­ნეთ რამ­დე­ნი­მე მოს­წავ­ლე, რომ­ლე­ბიც გაკ­ვე­თილს აც­დენ­დნენ. რო­გორც ჩანს, მან­და­ტუ­რის ფუნ­ქცია არა ბავ­შვე­ბის გა­კონ­ტრო­ლე­ბა, არა­მედ სკო­ლის და­რა­ჯო­ბა გამ­ხდა­რა. ამის შემ­დეგ სკო­ლის დი­რექ­ტორს ელე­ნე თეთ­რუ­აშ­ვილს ტე­ლე­ფო­ნით ვე­სა­უბ­რეთ:

- ქალ­ბა­ტო­ნო ელე­ნე, ჟურ­ნა­ლის­ტი ვარ. თქვენ­თან შეხ­ვედ­რა მინ­და.

- მე რომ სკო­ლა­ში არა ვარ?

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

"კრინტი არავისთან დაძრათო!" - 22 წლის ბიჭი არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის გამო დააკავეს

"კრინტი არავისთან დაძრათო!" - 22 წლის ბიჭი არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის გამო დააკავეს

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფ არასრ­ულწლოვან გოგონასთან სქესობრივი კავშირის გამო დუშეთში 22 წლის ახალგაზრდა დააკავეს. "კვირის პალიტრა" დუშეთში ჩავიდა...

ამბობენ, რომ გოგონას, რომელიც დუშე­თის საოჯახო ტიპის დაწესებულების ბენეფიციარია, ამავე სოფლის მკვიდრ 22 წლის ახალგაზრდასთან ერთი წლის განმავლობაში ჰქონია სქესობრივი კავშირი. შემთხვევა 23 მაისს, მას შემდეგ გახმაურდა,­ რაც გოგონას ტელეფონში ძმამ ინტიმური შინაარსის გზავნილი წაიკითხა და დას სცემა. გოგონამ სიმართლე ვეღარ დამალა და აღმზრდელებს გზავნილების ადრესატისა და მასთან ურთიერთობის ინტიმური დეტალების შესახებ უამბო. ბრალდებული დააკავეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს...

ნ.გ. ადგილობრივი: - ამბობენ, რომ ის ბიჭი დუშეთის ბავშვთა სახლში­ გაიზარდა. სრულწ­ლოვანი რომ გამხდარა, ძმასთან­ ერთად დუშეთში სახლი უქირავებია­ და იქ ცხოვრობდა. არასრულწლოვანი გოგონა­ კი მაღალმთიანი რაიონიდან, მრავალშვი­ლიანი ოჯახიდან ყოფილა. მშობლები დაშორებ­ულან. მამა რამდენიმე წლის წინ გარდ­ასცვ­ლია. ამბობენ,­ გოგონას დედამ ყველა­ შვილი­ ბავშვთა სახლებში გაზარდაო. დე­დას შვილ­ებთან რომ ეცხოვრა,­ სახელმწიფომ­ სახლიც უყიდა და პირუტყვიც. მერე შვილები შინ წაუყვანია, მაგრამ რატომღაც ბავშვები ისევ სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ აღმოჩნდნენ. გოგონა ერთ-ერთ ძმასთან ერთად­ დუშეთში, საოჯახო ტიპის დაწესებულებაში ცხოვრობდა.

- არასრულწლოვანმა და იმ 22 წლის ბიჭმა ერთმანეთი სად გაიცნეს?

- საერთო ნაცნობი ჰყოლიათ, რომელ­იც ასევე ბავშვთა სახლში გაზრდილა.­ იმ ბიჭის ოჯახში ხვდებოდნენ ერთმანეთს.

ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით,­ გოგონა გაკვეთილებიდან ხშირად გამოდიოდა­ და იმ ბიჭს ხვდებოდა. რატომ გამოეპარათ­ ეს ფაქტი საოჯახო ტიპის დაწესებულების­ თანამშრომლებსა და სკოლის პედაგოგებს?­ რატომ ვერ მოახერხა ჯანდაცვის სამინი­სტროს მონიტორინგის სამსახურმა არასრულწლოვანი ბენეფიციარის გაკონტროლება?­ ან სად იყო მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკი, რომელსაც არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის მონიტორინგი უნდა გაეწია როგორც საცხოვრებელში, ასევე საგანმან­ა­თ­ლებლო დაწესებულებაში? ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად ჯერ სკოლას, შემდეგ კი დუშეთის სოციალური მომსახურების ცენტრსა და ბოლოს, საოჯახო ტიპის დაწესებულებას მივაკითხეთ.

დუშეთის მეორე საჯარო სკოლაში მანდ­ატურმა არ შეგვიშვა. დირექტორი და გოგონას დამრიგებელი გაკვეთილებზე­ არიან, სასწავლო პროცესის დამთავრებამდე მათთან შეხვედრა შეუძლებელიაო. სწორედ იმ დროს, როდესაც "კარის მცველი" მანდატური შენობაში შესვლის უფლებას არ გვაძლევდა, სკოლის უკან შევნიშნეთ რამდენიმე მოსწავლე, რომლებიც გაკვეთილს აცდენ­დნენ. როგორც ჩანს, მანდატურის ფუნქცია არა ბავშვების გაკონტროლება, არამედ სკოლის დარაჯობა გამხდარა. ამის შემდეგ სკოლის დირექტორს ელენე თეთრუაშვილს ტელეფონით ვესაუბრეთ:

- ქალბატონო ელენე, ჟურნალისტი ვარ. თქვენთან შეხვედრა მინდა.

- მე რომ სკოლაში არა ვარ?

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ