კონფლიქტები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაგთი" მოსახლეობის მოტყუების მცდელობაში გამოიჭირეს
"მაგთი" მოსახლეობის მოტყუების მცდელობაში გამოიჭირეს

"ამ ყვე­ლა­ფერს თაღ­ლი­თო­ბი­სა და ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვის სუნი ას­დის?! 10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 1.800 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ინ­ტერ­ნე­ტით ერთი ადა­მი­ა­ნი კი არა, მთლი­ა­ნად რე­დაქ­ცია არ სარ­გებ­ლობს..."

ეს ყვე­ლა აბო­ნენ­ტმა ყუ­რა­დღე­ბით უნდა წა­ი­კი­თხოს

არის ასე­თი ფილ­მი - მის­ტი­კუ­რი ტრი­ლე­რი "მო­ბი­ლუ­რი". სი­უ­ჟე­ტის მი­ხედ­ვით, და­წყევ­ლი­ლი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი თვით­ნე­ბუ­რად რე­კავს სხვა­დას­ხვა ნო­მერ­ზე და ვაი იმას, ვინც ზარს უპა­სუ­ხებს - რა­ი­მე უბე­დუ­რე­ბა და­ე­მარ­თე­ბა. გა­გიკ­ვირ­დე­ბათ და, და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი მის­ტი­კა თბი­ლის­შიც შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს. მა­გა­ლი­თად, გაქვთ ტე­ლე­ფო­ნი, აკონ­ტრო­ლებთ ხარ­ჯებს, მაგ­რამ უც­ბად შე­საძ­ლოა, თქვენს მო­ბი­ლურს ჯადო"შე­ე­ყა­როს და სახლ-კარი გა­გა­ყიდ­ვი­ნოთ. გან­სა­კუთ­რე­ბით იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ "მაგ­თის" აბო­ნენ­ტი ბრძან­დე­ბით. მა­გა­ლი­თად, "კვი­რის პა­ლიტ­რის" დი­რექ­ტორს, და­ვით გი­გუ­აშ­ვილს "მაგ­თის­გან" მი­უ­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ 10 დღე­ში 1.800 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ინ­ტერ­ნე­ტი მო­იხ­მა­რა. დე­ტა­ლებ­ზე თა­ვად და­ვით გი­გუ­აშ­ვი­ლი­ გვე­სა­უბ­რე­ბა:

- და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში "მაგ­თის" 50-ლა­რი­ა­ნი კორ­პო­რა­ცი­უ­ლი­ სა­ა­ბო­ნენ­ტო პა­კე­ტით ვსარ­გებ­ლობ­დი, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც სა­ქარ­თვე­ლოს ნე­ბის­მი­ერ ქსელ­ზე უფა­სოდ სა­უბ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მქონ­და,SMS-ი და MMS-ც ული­მი­ტო იყო და ყო­ველ­თვი­უ­რად მო­ბი­ლუ­რი ინ­ტერ­ნე­ტის­თვის 10 გი­გა­ბა­ი­ტიც მე­რი­ცხე­ბო­და. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში 50-ლა­რი­ა­ნი ლი­მი­ტის­თვის არა­სო­დეს გა­და­მი­ცი­ლე­ბია. თუმ­ცა, მიმ­დი­ნა­რე წლის თე­ბერ­ვალ­ში, მას შემ­დეგ, რაც "მაგ­თის" კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბა­ში ეჭვი შეგ­ვე­პა­რა და მათ­თან საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა შევ­წყვი­ტეთ ("პა­ლიტ­რა­მე­დი­ამ" "მაგ­თის­თან" კორ­პო­რა­ცი­ულ მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ა­უქ­მა და მთლი­ა­ნად სხვა ქსელ­ზე გა­და­პორ­ტირ­და), 1.800-ლა­რი­ა­ნი და­ვა­ლი­ა­ნე­ბა­ "აღ­მო­მაჩ­ნდა". "მაგ­თი­დან" გად­მოგ­ზავ­ნილ ხარჯთაღ­რი­ცხვა­ში მით­ითე­ბუ­ლია, რომ 18-დან 28 თე­ბერ­ვლის ჩათ­ვლით, ანუ 10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში,­ 1.800 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის მო­ბი­ლუ­რი ინ­ტერ­ნე­ტით ვი­სარ­გებ­ლე. გა­მო­დის, 1-დან 18 თე­ბერ­ვლამ­დე 10 გი­გა­ბა­ი­ტი­ სრუ­ლად გა­მო­მი­ყე­ნე­ბია და თვის ბო­ლომ­დე­ კი­დევ 1.800 ლარი და­მი­ხარ­ჯავს. რა აბ­სურ­დია?! არ ვიცი, ვი­ცი­ნო თუ ვი­ტი­რო. სა­ინ­ტე­რე­სოა, "მაგ­თი" სხვა აბო­ნენ­ტებ­საც ასე ექ­ცე­ვა?

- დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ხართ, რომ თე­ბერ­ვალ­ში­ ლი­მიტს არ გა­და­ა­ცი­ლეთ?

- რა თქმა უნდა. ვი­მე­ო­რებ, წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ლი­მი­ტის­თვის არა­სო­დეს გა­და­მი­ჭარ­ბე­ბია. მე სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან გა­ვი­ა­რე კონ­სულ­ტა­ცია და მათ ამიხ­სნეს, რომ 10 დღე­ში 1.800 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ინ­ტერნ­ეტი რომ გა­ხარ­ჯო, დღე­ში მი­ნი­მუმ 10-12 სა­ა­თი ფილ­მებს უნდა უყუ­რო. ეს კი აბსუ­რდია - მო­ბი­ლუ­რის ინ­ტერ­ნეტს მხო­ლოდ ფოს­ტის შე­მოწ­მე­ბის მიზ­ნით ვი­ყე­ნებ. სხვა­თა შო­რის, "მაგ­თის­თან" ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის­ გა­წყვე­ტის შემ­დეგ, "ჯე­ო­სელ­ზე" დავ­პორ­ტი­რდით, სა­დაც მო­ბი­ლურ­ზე თვე­ში 5 გი­გა­ბა­ი­ტი მე­რი­ცხე­ბა. ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ 2 გი­გა­ბა­ი­ტი და­მე­ხარ­ჯა. არა­და, ახ­ლაც იმა­ვე­ნა­ი­რად ვი­ყე­ნებ ინ­ტერ­ნეტს, რო­გორც ადრე ვი­ყე­ნებ­დი.

- "მაგ­თის­გან" გან­მარ­ტე­ბა არ მო­ი­თხო­ვეთ, რა პრინ­ცი­პით და­ით­ვა­ლეს 10 დღე­ში 1.800-ლა­რი­ა­ნი და­ვა­ლი­ა­ნე­ბა?

- "მაგ­თის" მიერ გად­მოგ­ზავ­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, თურ­მე ინ­ტერ­ნე­ტით გვი­ან ღამ­ითაც ვსარ­გებ­ლობ­დი. ეტყო­ბა, "მაგ­თიმ" ეს და­ვა­ლი­ა­ნე­ბა პა­რა­ლე­ლურ სამ­ყა­რო­ში აღ­რი­ცხა ან ფუ­ლის სა­შოვ­ნე­ლად მის­ტი­კურ ძა­ლებს იყე­ნებს. სამ­სა­ხუ­რის შემ­დეგ, ადრე და­ძი­ნე­ბა და დას­ვე­ნე­ბა ჩემი ცხოვ­რე­ბის წე­სია. შე­სა­ბა­მი­სად, ღა­მის სა­ა­თებ­ში ინ­ტერ­ნე­ტი არა­სო­დეს გა­მო­მი­ყე­ნე­ბია და ვი­მე­ო­რებ­ - მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ში არც ფილ­მებს ვუ­ყუ­რებ და არც სა­ი­ტებ­ზე შევ­დი­ვარ, მხო­ლოდ ელ­ფოს­ტას ვა­მოწ­მებ. "მაგ­თის" სა­პას­უხოდ მივ­წე­რეთ, რომ 1.800-ლა­რი­ან და­ვა­ლი­ა­ნე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი აბ­სურ­დია, რა­ტომ­ უნდა გა­და­ვი­ხა­დო ეს თან­ხა, როცა ეს ყვე­ლა­ფე­რი ერთი დიდი ტყუ­ი­ლია და უფრო თაღ­ლი­თო­ბი­სა და ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვის სუნი ას­დის?! 10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 1.800 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ინ­ტერ­ნე­ტით

ერთი ადა­მი­ა­ნი კი არა, მთლი­ა­ნად რე­დაქ­ცია არ სარ­გებ­ლობს­. თუ ასე აკე­თებს"ბიზ­ნესს "მაგ­თი", კარ­გად ყო­ფი­ლა მისი საქ­მე.

შოთა ღვე­და­ძე, "პა­ლიტ­რა­მე­დი­ის" იუ­რის­ტი: "მაგ­თის" ქმე­დე­ბა კლა­სი­კუ­რი გა­მო­ძალ­ვა და მომ­ხმა­რებ­ლის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვაა. "მაგ­თის" წი­ნა­აღ­მდეგ სარ­ჩე­ლი­ სა­ქარ­თვე­ლოს კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ ეროვ­ნულ კო­მი­სი­ა­ში შე­ვი­ტა­ნეთ, რად­გან­ გი­გუ­აშ­ვი­ლი და­რი­ცხულ და­ვა­ლი­ა­ნე­ბას არ ეთან­ხმე­ბა. კო­მი­სი­ის #3 დად­გე­ნი­ლე­ბის მი­ხედ­ვით, გა­ურ­კვე­ველ და მი­უ­ღე­ბელ მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე სა­ფა­სუ­რის და­რი­ცხვა და­უშ­ვე­ბე­ლია".

თამ­თა სტეფ­ნა­ძე, კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ომ­ბუდსმე­ნი: "ამ ეტაპ­ზე სრულ­ყო­ფი­ლი სუ­რა­თი­ არ გვაქვს, თუმ­ცა, თა­ვად ფაქ­ტი და ინ­ტერ­ნეტ­და­ვა­ლი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა სა­ეჭ­ვოა. სა­კი­თხის შეს­წავ­ლა­ში კო­მუ­ნი­კაც­იე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ის შე­სა­ბა­მი­სი დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბიც არი­ან ჩარ­თულ­ნი. თუ დად­გინ­და, რომ "მაგ­თიმ" ინ­ტერ­ნე­ტის გა­და­სა­ხა­დი მო­ქა­ლა­ქეს არას­წო­რად და­ა­რი­ცხა, კომ­პა­ნი­ას სა­კომ­პენ­სა­ციო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი წარ­მო­ე­შო­ბა".

ლე­ვან ჟუ­ჟუ­ნაშ­ვი­ლი (IT-სპე­ცი­ა­ლის­ტი):­ "10 დღე­ში 1.800 ლა­რის ინ­ტერ­ნეტ­და­ვა­ლი­ა­ნე­ბის დაგ­რო­ვე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია. გა­მო­დის, მომ­ხმა­რე­ბე­ლი ტე­ლე­ფონ­ში ყო­ველ­დღე 4-5 ფილ­მს ერ­თმა­ნე­თის მიყ­ო­ლე­ბით უყუ­რებ­და და დღე­ში 180 ლარს ხარ­ჯავ­და. მსგავ­სი რამ არა­სო­დეს მსმე­ნია იმათ­გა­ნაც კი, რო­მელ­თაც მთე­ლი დღე თავი ტე­ლე­ფო­ნის ინ­ტერ­ნეტ­ში აქვთ ჩარ­გუ­ლი".

"მაგ­თი­კომ­მა" აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი წე­რი­ლო­ბით გა­ა­კე­თა, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"შპს "კვი­რის პა­ლიტ­რის" სა­ხელ­ზე რიც­ხულ სა­ა­ბო­ნენ­ტო ნო­მერს მომ­სა­ხუ­რე­ბა მი­ე­წო­დე­ბო­და შპს "მაგ­თი­კომ­თან" გა­ფორმ­ებუ­ლი კორ­პო­რა­ცი­უ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. აღ­ნიშ­ნულ­ ნო­მერს, შპს "კვი­რის პა­ლიტ­რის" მო­თხოვ­ნით, მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ჰქონ­და ული­მი­ტო ნომ­რის სტა­ტუ­სი, რაც გუ­ლის­ხმობს იმას, რომ ნო­მერს არ გა­აჩ­ნია არა­ნა­ი­რი ლი­მი­ტი და მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ფა­სურს იხ­დის შემ­დგო­მი გა­დახ­დის პრინ­ცი­პით, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ვა­და­ში. აღ­ნიშ­ნულ ნო­მერ­ზე თე­ბერ­ვლის თვე­ში გან­ხორ­ცი­ელ­და პა­კე­ტის შე­ძე­ნა. 2015 წლის 18 თე­ბერ­ვლი­სათ­ვის აბო­ნენ­ტმა გა­და­ა­ჭარ­ბა შე­ძე­ნი­ლი პა­კე­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ინ­ტერნ­ეტ­მო­ცუ­ლო­ბას და ამოქ­მედ­და ასე­ვე ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტა­რი­ფი.

ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ ჩა­ტარ­და მოკ­ვლე­ვა, რომ­ლის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბი­სას ტექ­ნი­კურ ხარ­ვეზს ად­გი­ლი არ ჰქო­ნია. მი­ღე­ბუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის მო­ცუ­ლო­ბა ასე­ვე და­დას­ტურ­დე­ბა ნომ­რის დე­ტა­ლუ­რი ამო­ნა­წე­რით, რა­საც სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში მი­ვაწ­ვდით უფ­ლე­ბა­მო­სილ პირს. არ შეგ­ვაქვს ეჭვი აბო­ნენ­ტის გან­ცხა­დე­ბა­ში, რომ მას მო­ბი­ლუ­რი­დან ფილ­მე­ბის­თვის არ უყუ­რე­ბია, მაგ­რამ იმის გამო, რომ ახა­ლი თა­ო­ბის ტე­ლე­ფო­ნე­ბი ავ­ტო­მა­ტუ­რად ახორ­ცი­ე­ლე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ნახ­ლე­ბას აპა­რატ­ში და ტე­ლე­ფო­ნი ისე უკავ­შირ­დე­ბა ინ­ტერ­ნეტს და ტვირ­თავს გარ­კვე­ულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ აბო­ნენ­ტმა­ ამა­ში შე­საძ­ლოა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ არ მი­ი­ღოს, გროვ­დე­ბა­ და­ვა­ლი­ა­ნე­ბა. სმარ­ტფო­ნის მფლო­ბე­ლი აბო­ნენ­ტე­ბი ზოგ­ჯერ არ ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­ლე­ფო­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, რაც და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი პრე­ტენ­ზი­ე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს".

მოკ­ლედ, "მაგ­თის" ლო­გი­კით, ტე­ლე­ფო­ნმა­ შე­საძ­ლოა თვით­ნე­ბუ­რად აბო­ნენტს ათა­სო­ბით ლა­რის და­ვა­ლი­ა­ნე­ბა და­ა­რი­ცხოს და თან ისე, რომ ტე­ლე­ფო­ნის პატ­რონ­მა ეს არ იცო­დეს. ანუ და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი პრე­ტენ­ზი­ე­ბი მო­ქა­ლა­ქემ ტე­ლე­ფონს უნდა წა­უ­ყე­ნოს­ და არა "მაგ­თის", მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს "მის­ტი­კუ­რი" ფული ამ კომ­პა­ნი­ის სა­ლა­რო­ში მი­დის.

ჩვენ მა­ინც და­ვუ­კავ­შირ­დით და­ვით გი­გუ­აშ­ვილს. გვა­ინ­ტე­რე­სებ­და, რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აპა­რა­ტი ხომ არ ჰქონ­და ან მის ტე­ლე­ფონს ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი ხომ არ გა­ნუ­ვი­თარ­და და პატ­რო­ნის გა­კოტ­რე­ბა გა­და­წყვი­ტა.

"მაგ­თის" გან­ცხა­დე­ბა ისე­თი აბ­სურ­დუ­ლია, არ ვიცი, ღირს თუ არა კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა. "აი­ფონ 6" მაქვს და ვი­მე­ო­რებ, ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ყა­ვი "მაგ­თის" აბო­ნენ­ტი და ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩემ­მა­ ტე­ლე­ფონ­მა რა­ტომ "აი­წყვი­ტა" მა­ინ­ცდა­მა­ინც­ მა­შინ, რო­დე­საც "მაგ­თის" კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბა­ში ეჭვი შეგ­ვე­პა­რა და მას­თან კონ­ტრაქ­ტი გავ­წყვი­ტეთ?! მა­ნამ­დე ლი­მი­ტის­თვის ერთხე­ლაც არ გა­და­მი­ჭარ­ბე­ბია,­ 5 ლა­რი­თაც კი", - გა­ნა­ცხა­და გი­გუ­აშ­ვილ­მა.

P.S. კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნულ­მა კო­მი­სი­ამ "მაგ­თი­კო­მი" არა­სა­თა­ნა­დო და მომ­ხმა­რებ­ლის შეც­დო­მა­ში შემყვა­ნი რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბის გამო წე­რი­ლო­ბით გა­აფრ­თხი­ლა და მისი ეთე­რი­დან მოხ­სნა და­ა­კის­რა. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­რეკ­ლა­მო "ტრი­უ­კის" შე­სა­ხებ "კვი­რის პა­ლიტ­რა" წინა ნო­მერ­ში წერ­და. კო­მი­სი­ის ცნო­ბით, რეკ­ლა­მა­ში "მაგ­თი­კო­მი" მომ­ხმა­რე­ბელს მომ­სა­ხუ­რე­ბას სთა­ვა­ზობს შემ­დე­გი ტექ­სტით: "17 ივ­ნი­სი­დან სა­ქარ­თვე­ლო ციფ­რულ მა­უ­წყებ­ლო­ბა­ზე გა­და­ვა და გა­ი­თი­შე­ბა ანა­ლო­გუ­რი მა­უ­წყებ­ლო­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ თქვენ სპე­ცი­ა­ლუ­რი ციფ­რუ­ლი დე­კო­დე­რის გა­რე­შე ვე­ღარ უყუ­რებთ ქარ­თულ ტე­ლე­არ­ხებს, ნუ და­ე­ლო­დე­ბით 17 ივ­ნისს, ჩა­ერ­თეთ "მაგ­თი­სატ­ში"...

კო­მი­სი­ამ მი­იჩ­ნია, რომ "მაგ­თი­კო­მის" სა­რეკ­ლა­მო რგო­ლი არა­სა­თა­ნა­დოა და შეც­დო­მა­ში შემყვა­ნია, რად­გან სპე­ცი­ა­ლუ­რი ციფ­რუ­ლი დე­კო­დე­რის გა­რე­შე ქარ­თულ არ­ხებს ვერ უყუ­რებს მო­სახ­ლე­ო­ბის მხო­ლოდ ის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც დღეს მა­უ­წყებ­ლო­ბას ღია ეთე­რით იღებს და ამა­ვე დროს, შე­და­რე­ბით მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი მო­დე­ლის ტე­ლე­ვი­ზო­რი აქვს. მო­სახ­ლე­ო­ბის იმ ნა­წილს კი, რო­მე­ლიც სა­კა­ბე­ლო ოპე­რა­ტო­რე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბით სარ­გებ­ლობს ან ციფ­რუ­ლი სიგ­ნა­ლის მი­ღე­ბის მხარ­და­ჭე­რით აღ­ჭურ­ვი­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ტე­ლე­ვი­ზო­რი აქვს, სპე­ცი­ა­ლუ­რი ციფ­რუ­ლი დე­კო­დე­რი არ დას­ჭირ­დე­ბა და 2015 წლის 17 ივ­ნი­სი­და­ნაც გა­აგ­რძე­ლებს ქარ­თუ­ლი პროგ­რა­მე­ბის მი­ღე­ბას.

რუ­სუ­დან შე­ლია

"კვი­რის პა­ლიტ­რა"

"მაგთი" მოსახლეობის მოტყუების მცდელობაში გამოიჭირეს

"მაგთი" მოსახლეობის მოტყუების მცდელობაში გამოიჭირეს

"ამ ყველაფერს თაღლითობისა და ფულის გამოძალვის სუნი ასდის?! 10 დღის განმავლობაში 1.800 ლარის ღირებულების ინტერნეტით ერთი ადამიანი კი არა, მთლიანად რედაქცია არ სარგებლობს..."

ეს ყველა აბონენტმა ყურადღებით უნდა წაიკითხოს

არის ასეთი ფილმი - მისტიკური ტრილერი "მობილური". სიუჟეტის მიხედვით, დაწყევლილი მობილური ტელეფონი თვითნებურად რეკავს სხვადასხვა ნომერზე და ვაი იმას, ვინც ზარს უპასუხებს - რაიმე უბედურება დაემართება. გაგიკვირდებათ და, დაახლოებით ასეთი მისტიკა თბილისშიც შეიძლება მოხდეს. მაგალითად, გაქვთ ტელეფონი, აკონტროლებთ ხარჯებს, მაგრამ უცბად შესაძლოა, თქვენს მობილურს ჯადო”შეეყაროს და სახლ-კარი გაგაყიდვინოთ. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ "მაგთის" აბონენტი ბრძანდებით. მაგალითად, "კვირის პალიტრის" დირექტორს, დავით გიგუაშვილს "მაგთისგან" მიუვიდა შეტყობინება, რომ 10 დღეში 1.800 ლარის ღირებულების ინტერნეტი მოიხმარა. დეტალებზე თავად დავით გიგუაშვილი­ გვესაუბრება:

- დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში "მაგთის" 50-ლარიანი კორპორაციული­ სააბონენტო პაკეტით ვსარგებლობდი, რომ­ლის ფარგლებშიც საქართველოს ნებისმიერ ქსელზე უფასოდ საუბრის შესაძლებლობა მქონდა,SMS-ი და MMS-ც ულიმიტო იყო და ყოველთვიურად მობილური ინტერნეტისთვის 10 გიგაბაიტიც მერიცხებოდა. ამ ხნის განმავლობაში 50-ლარიანი ლიმიტისთვის არასოდეს გადამიცილებია. თუმცა, მიმდინარე წლის თებერვალში, მას შემდეგ, რაც "მაგთის" კეთილსინდისიერებაში ეჭვი შეგ­ვეპარა და მათთან საქმიანი ურთიერთობა შევწყვიტეთ ("პალიტრამედიამ" "მაგთისთან" კორპორაციულ მომსახურებაზე ხელშეკრულება გააუქმა და მთლიანად სხვა ქსელზე გადაპორტირდა), 1.800-ლარიანი დავალიანება­ "აღმომაჩნდა". "მაგთიდან" გადმოგზავნილ ხარჯთაღრიცხვაში მით­ითებულია, რომ 18-დან 28 თებერ­ვლის ჩათვლით, ანუ 10 დღის განმავლობაში,­ 1.800 ლარის ღირებულების მობილური ინტერნეტით ვისარგებლე. გამოდის, 1-დან 18 თებერვლამდე 10 გიგაბაიტი­ სრულად გამომიყენებია და თვის ბოლომდე­ კიდევ 1.800 ლარი დამიხარჯავს. რა აბსურდია?! არ ვიცი, ვიცინო თუ ვიტირო. საინტერესოა, "მაგთი" სხვა აბონენტებსაც ასე ექცევა?

- დარწმუნებული ხართ, რომ თებერვალში­ ლიმიტს არ გადააცილეთ?

- რა თქმა უნდა. ვიმეორებ, წლის განმავლობაში ლიმიტისთვის არასოდეს გადამიჭარბებია. მე სპეციალისტებთან გავიარე კონსულტაცია და მათ ამიხსნეს, რომ 10 დღეში 1.800 ლარის ღირებულების ინტერნ­ეტი რომ გახარჯო, დღეში მინიმუმ 10-12 საათი ფილმებს უნდა უყურო. ეს კი აბსუ­რდია - მობილურის ინტერნეტს მხოლოდ ფოსტის შემოწმების მიზნით ვიყენებ. სხვათა შორის, "მაგთისთან" ხელშეკრულების­ გაწყვეტის შემდეგ, "ჯეოსელზე" დავპორტი­რდით, სადაც მობილურზე თვეში 5 გიგაბაიტი მერიცხება. ერთი თვის განმავლობაში მხოლოდ 2 გიგაბაიტი დამეხარჯა. არადა, ახლაც იმავენაირად ვიყენებ ინტერნეტს, როგორც ადრე ვიყენებდი.

- "მაგთისგან" განმარტება არ მოითხოვეთ, რა პრინციპით დაითვალეს 10 დღეში 1.800-ლარიანი დავალიანება?

- "მაგთის" მიერ გადმოგზავნილი დოკუმენტების მიხედვით, თურმე ინტერნეტით გვიან ღამ­ითაც ვსარგებლობდი. ეტყობა, "მაგთიმ" ეს დავალიანება პარალელურ სამყაროში აღრიცხა ან ფულის საშოვნელად მისტიკურ ძალებს იყენებს. სამსახურის შემდეგ, ადრე დაძინება და დასვენება ჩემი ცხოვრების წესია. შესაბამისად, ღამის საათებში ინტერნეტი არასოდეს გამომიყენებია და ვიმეორებ­ - მობილურ ტელეფონში არც ფილმებს ვუყურებ და არც საიტებზე შევდივარ, მხოლოდ ელფოსტას ვამოწმებ. "მაგთის" საპას­უხოდ მივწერეთ, რომ 1.800-ლარიან დავალიანებაზე საუბარი აბსურდია, რატომ­ უნდა გადავიხადო ეს თანხა, როცა ეს ყველაფერი ერთი დიდი ტყუილია და უფრო თაღლითობისა და ფულის გამოძალვის სუნი ასდის?! 10 დღის განმავლობაში 1.800 ლარის ღირებულების ინტერნეტით

ერთი ადამიანი კი არა, მთლიანად რედაქცია არ სარგებლობს­. თუ ასე აკეთებს”ბიზნესს "მაგთი", კარგად ყოფილა მისი საქმე.

შოთა ღვედაძე, "პალიტრამედიის" იურისტი: "მაგთის" ქმედება კლასიკური გამოძალვა და მომხმარებლის უფლებების დარღვევაა. "მაგთის" წინააღმდეგ სარჩელი­ საქართველოს კომუნიკაციის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში შევიტანეთ, რადგან­ გიგუაშვილი დარიცხულ დავალიანებას არ ეთანხმება. კომისიის #3 დადგენილების მიხედვით, გაურკვეველ და მიუღებელ მომსახურებაზე საფასურის დარიცხვა დაუშვებელია".

თამთა სტეფნაძე, კომუნიკაციების ომბუდსმენი: "ამ ეტაპზე სრულყოფილი სურათი­ არ გვაქვს, თუმცა, თავად ფაქტი და ინტერნეტდავალიანების რაოდენობა საეჭვოა. საკითხის შესწავლაში კომუნიკაც­იების მარეგულირებელი კომისიის შესაბამისი დეპარტამენტებიც არიან ჩართულნი. თუ დადგინდა, რომ "მაგთიმ" ინტერნეტის გადასახადი მოქალაქეს არასწორად დაარიცხა, კომპანიას საკომპენსაციო ვალდებულებები წარმოეშობა".

ლევან ჟუჟუნაშვილი (IT-სპეციალისტი):­ "10 დღეში 1.800 ლარის ინტერნეტდავალიანების დაგროვება პრაქტიკულად შეუძლებელია. გამოდის, მომხმარებელი ტელეფონში ყოველდღე 4-5 ფილმს ერთმანეთის მიყ­ო­ლებით უყურებდა და დღეში 180 ლარს ხარჯავდა. მსგავსი რამ არასოდეს მსმენია იმათგანაც კი, რომელთაც მთელი დღე თავი ტელეფონის ინტერნეტში აქვთ ჩარგული".

"მაგთიკომმა" აღნიშნულ საკითხთან და­კავ­შირებით კომენტარი წერილობით გააკეთა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"შპს "კვირის პალიტრის" სახელზე რიც­ხულ სააბონენტო ნომერს მომსახურება მიეწოდებოდა შპს "მაგთიკომთან" გაფორმ­ებული კორპორაციული ხელშეკ­რულების საფუძველზე. აღნიშნულ­ ნომერს, შპს "კვირის პალიტრის" მოთხოვნით, მინიჭებული ჰქონდა ულიმიტო ნომრის სტატუსი, რაც გულისხმობს იმას, რომ ნომერს არ გააჩნია არანაირი ლიმიტი და მომსახურების საფასურს იხდის შემდგომი გადახდის პრინციპით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში. აღნიშნულ ნომერზე თებერვლის თვეში განხორციელდა პაკეტის შეძენა. 2015 წლის 18 თებერვლისათვის აბონენტმა გადააჭარბა შეძენილი პაკეტით გათვალისწინებულ ინტერნ­ეტმოცულობას და ამოქმედდა ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებული განსხვავებული ტარიფი.

ჩვენი კომპანიის შესაბამისი სამსახურების მიერ ჩატარდა მოკვლევა, რომლის შედეგად დადგინდა, რომ მომსახურების მიღებისას ტექნიკურ ხარვეზს ადგილი არ ჰქონია. მიღებული მომსახურების მოცულობა ასევე დადასტურდება ნომრის დეტალური ამონაწერით, რასაც სურვილის შემთხვევაში მივაწვდით უფლებამოსილ პირს. არ შეგვაქვს ეჭვი აბონენტის განცხადებაში, რომ მას მობილურიდან ფილმებისთვის არ უყურებია, მაგრამ იმის გამო, რომ ახალი თაობის ტელეფონები ავტომატურად ახორციელებენ ინფორმაციის განახლებას აპარატში და ტელეფონი ისე უკავშირდება ინტერნეტს და ტვირთავს გარკვეულ ინფორმაციას, რომ აბონენტმა­ ამაში შესაძლოა მონაწილეობა­ არ მიიღოს, გროვდება­ დავალიანება. სმარტფონის მფლობელი აბონენტები ზოგჯერ არ ითვალისწინებენ აღნიშნული ტელეფონების შესაძლებლობებს, რაც დაუსაბუთებელი პრეტენზიების საფუძველი შეიძლება გახდეს".

მოკლედ, "მაგთის" ლოგიკით, ტელეფო­ნმა­ შესაძლოა თვითნებურად აბონენტს ათასობით ლარის დავალიანება დაარიცხოს და თან ისე, რომ ტელეფონის პატრონმა ეს არ იცოდეს. ანუ დაუსაბუთებელი პრეტენზიები მოქალაქემ ტელეფონს უნდა წაუყენოს­ და არა "მაგთის", მიუხედავად იმისა, რომ ეს "მისტიკური" ფული ამ კომპანიის სალაროში მიდის.

ჩვენ მაინც დავუკავშირდით დავით გიგუაშვილს. გვაინტერესებდა, რაიმე განსაკუთრებული აპარატი ხომ არ ჰქონდა ან მის ტელეფონს ხელოვნური ინტელექტი ხომ არ განუვითარდა და პატრონის გაკოტრება გადაწყვიტა.

"მაგთის" განცხადება ისეთი აბსურდულია, არ ვიცი, ღირს თუ არა კომენტარის გაკეთება. "აიფონ 6" მაქვს და ვიმეორებ, ერთი წლის განმავლობაში ვიყავი "მაგთის" აბონენტი და ამ ხნის განმავლობაში ჩემმა­ ტელეფონმა რატომ "აიწყვიტა" მაინცდამაინც­ მაშინ, როდესაც "მაგთის" კეთილსინდისიერებაში ეჭვი შეგვეპარა და მასთან კონტრაქტი გავწყვიტეთ?! მანამდე ლიმიტისთვის ერთხელაც არ გადამიჭარბებია,­ 5 ლარითაც კი", - განაცხადა გიგუაშვილმა.

P.S. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ "მაგთიკომი" არასათანადო და მომხმარებლის შეცდომაში შემყვანი რეკლამის განთავსების გამო წერილობით გააფრთხილა და მისი ეთერიდან მოხსნა დააკისრა. აღნიშნული სარეკლამო "ტრიუკის" შესახებ "კვირის პალიტრა" წინა ნომერში წერდა. კომისიის ცნობით, რეკლამაში "მაგთიკომი" მომხმარებელს მომსახურებას სთავაზობს შემდეგი ტექსტით: "17 ივნისიდან საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადავა და გაითიშება ანალოგური მაუწყებლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ სპეციალური ციფრული დეკოდერის გარეშე ვეღარ უყურებთ ქართულ ტელეარხებს, ნუ დაელოდებით 17 ივნისს, ჩაერთეთ "მაგთისატში"...

კომისიამ მიიჩნია, რომ "მაგთიკომის" სარეკლამო რგოლი არასათანადოა და შეცდომაში შემყვანია, რადგან სპეციალური ციფრული დეკოდერის გარეშე ქართულ არხებს ვერ უყურებს მოსახლეობის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც დღეს მაუწყებლობას ღია ეთერით იღებს და ამავე დროს, შედარებით მოძველებული მოდელის ტელევიზორი აქვს. მოსახლეობის იმ ნაწილს კი, რომელიც საკაბელო ოპერატორების მომსახურებით სარგებლობს ან ციფრული სიგნალის მიღების მხარდაჭერით აღჭურვილი თანამედროვე ტელევიზორი აქვს, სპეციალური ციფრული დეკოდერი არ დასჭირდება და 2015 წლის 17 ივნისიდანაც გააგრძელებს ქართული პროგრამების მიღებას.

რუსუდან შელია

"კვირის პალიტრა"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია