პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძეს ახალი ბრალი ცრუ დასმენის ფაქტზე წარედგინა
ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძეს ახალი ბრალი ცრუ დასმენის ფაქტზე წარედგინა

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ პი­რა­დი მო­ტი­ვით ცრუ დას­მე­ნის ფაქ­ტზე, გი­ორ­გი ოქ­რო­პი­რი­ძეს ბრა­ლი წა­რედ­გი­ნა. უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლის პი­როვ­ნე­ბის, მი­მალ­ვის საფრ­თხის და ნა­სა­მარ­თლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მო­მა­ვალ­ში ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის და მოწ­მე­ებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით პრო­კუ­რა­ტუ­რა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თავს გ.ოქ­რო­პი­რი­ძის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შერ­ჩე­ვის მო­თხოვ­ნით.

გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 373-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ოთხი­დან ექვს წლამ­დე ვა­დით.

რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2014 წლის 22 სექ­ტემ­ბერს, სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მყოფ­მა გი­ორ­გი ოქ­რო­პი­რი­ძემ, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის რწმუ­ნე­ბულს გა­ნუ­ცხა­და, რომ მას სას­ჯე­ლაღ­სუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს, რის სა­ფუძ­ველ­ზეც 25 სექ­ტემ­ბერს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გი ოქ­რო­პი­რი­ძის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი და­მამ­ცი­რე­ბე­ლი და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ფაქ­ტზე, და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 1443-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით.

"მი­თი­თე­ბუ­ლი გა­რე­მო­ე­ბა ოქ­რო­პი­რი­ძემ და­ა­დას­ტუ­რა გა­მო­ძი­ე­ბის­თვის მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბა­ში, რა დრო­საც და­ა­სა­ხე­ლა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შრო­მე­ლი და მი­უ­თი­თა, რომ სწო­რედ აღ­ნიშ­ნულ­მა პი­რებ­მა მას მი­ა­ყე­ნეს ფი­ზი­კუ­რი და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა, რის შე­დე­გა­დაც მი­ი­ღო სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბა.

გა­მო­ძი­ე­ბის მსვლე­ლო­ბი­სას და­ი­კი­თხა ათე­უ­ლო­ბით მოწ­მე. მათ შო­რის რო­გორც სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ასე­ვე პა­ტიმ­რე­ბი. ჩა­ტარ­და ექ­სპერ­ტი­ზე­ბი, დათ­ვა­ლი­ერ­და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი და გან­ხორ­ცი­ელ­და სხვა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი. საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ თბი­ლი­სის #8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან ბა­თუ­მის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნი­სას გ.ოქ­რო­პი­რი­ძე ითხოვ­და თბი­ლი­სის #8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და­ტო­ვე­ბას, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში კი იმუქ­რე­ბო­და, რომ მი­ი­ყე­ნებ­და თვით­და­ზი­ა­ნე­ბებს და სა­ხალ­ხო დამ­ცველს და­არ­წმუ­ნებ­და მას­ში, რომ იგი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მხრი­დან წა­მე­ბის მსხვერ­პლი იყო, რი­თაც და­მა­ტე­ბით პრობ­ლე­მებს შე­უქ­მნი­და სის­ტე­მას. რე­ა­ლუ­რად კი რო­გორც მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით უტყუ­ა­რად დად­გინ­და, გ.ოქ­რო­პი­რი­ძე­ზე არა­ვი­თარ ძა­ლა­დო­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მხრი­დან", - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძეს ახალი ბრალი ცრუ დასმენის ფაქტზე წარედგინა

ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძეს ახალი ბრალი ცრუ დასმენის ფაქტზე წარედგინა

საქართველოს პროკურატურის მიერ პირადი მოტივით ცრუ დასმენის ფაქტზე, გიორგი ოქროპირიძეს ბრალი წარედგინა. უწყების განცხადებით, ბრალდებულის პიროვნების, მიმალვის საფრთხის და ნასამართლობის გათვალისწინებით, მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის და მოწმეებზე ზემოქმედების თავიდან აცილების მიზნით პროკურატურა უახლოეს მომავალში სასამართლოს მიმართავს გ.ოქროპირიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შერჩევის მოთხოვნით.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ვადით.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის 22 სექტემბერს, საპატიმრო დაწესებულებაში მყოფმა გიორგი ოქროპირიძემ, სახალხო დამცველის რწმუნებულს განუცხადა, რომ მას სასჯელაღსულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის საფუძველზეც 25 სექტემბერს პროკურატურაში დაიწყო გამოძიება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის პირველი ნაწილით.

"მითითებული გარემოება ოქროპირიძემ დაადასტურა გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში, რა დროსაც დაასახელა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომელი და მიუთითა, რომ სწორედ აღნიშნულმა პირებმა მას მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შედეგადაც მიიღო სხეულის დაზიანება.

გამოძიების მსვლელობისას დაიკითხა ათეულობით მოწმე. მათ შორის როგორც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლები, ასევე პატიმრები. ჩატარდა ექსპერტიზები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და განხორციელდა სხვა საგამოძიებო მოქმედებები. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისის #8 დაწესებულებიდან ბათუმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანისას გ.ოქროპირიძე ითხოვდა თბილისის #8 დაწესებულებაში დატოვებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი იმუქრებოდა, რომ მიიყენებდა თვითდაზიანებებს და სახალხო დამცველს დაარწმუნებდა მასში, რომ იგი დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან წამების მსხვერპლი იყო, რითაც დამატებით პრობლემებს შეუქმნიდა სისტემას. რეალურად კი როგორც მოპოვებული მტკიცებულებებით უტყუარად დადგინდა, გ.ოქროპირიძეზე არავითარ ძალადობას ადგილი არ ჰქონია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ