რუსმა ექსტრასენსმა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესის კრახი იწინასწარმეტყველა

რუსმა ექსტრასენსმა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესის კრახი იწინასწარმეტყველა

ცნობილმა ექსტრასენსმა დენის ხოლოდნიცკიმ საქართველოს ხელმძღვანელობის პოლიტიკურ პერსპექტივებთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი და ასევე საქართველოს რუსეთთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

როგორც წესი, ექსტრასენსების პროგნოზები ეხება უფრო გლობალურ პრობლემებსა და მოვლენებს. რუსეთში პარანორმალური შესაძლებლობების ადამიანები ხშირად განიხილავენ მსოფლიო პოლიტიკას. მაგალითად, ახლახან რუსულ-ქართულ ურთიერთობასთან დაკავშირებით ცნობილმა ესტრასენსმა, "ექსტრასენსთა ბრძოლის" მეხუთე სეზონის მონაწილე დენის ხოლოდნიცკმა ისაუბრა. მან განაცხადა, რომ თბილისი ანტირუსული პოლიტიკის ცენტრია. მისი თქმით, "ანტირუსული რიტორიკის ინიციატორი საქართველოში პოპულარული პოლიტიკოსი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძეა, რომელიც დაუსაბუთებლად აკრიტიკებს რუსეთის პოლიტიკას."

ექსტრასენსი ასე აყალიბებს თავის პროგნოზს: "კალაძე არის შეპყრობილი გაურკვეველი შავი ძალებით, რომლებიც მტრულად არიან განწყობილი რუსეთის მიმართ. ასტრალური მფარველი მას აძლევს ძალას იმისათვის, რომ შეძლოს, ზეგავლენა მოახდინოს სხვა ადამიანებზე და, ზოგჯერ, დაიმორჩილოს ისინი." ხოლოდნიცის თქმით, ბოროტი ძალების მთავარი მსხვერპლი შეიძლება გახდეს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საქართველოს პოლიტიკური ელიტის არაფორმალური ლიდერი. "ის ძალიან ნიჭიერი პოლიტიკოსია, მაგრამ არსებობს იმის საშიშროება, რომ კალაძე და მის უკან მდგომი ბოროტი ძალები მასზე დიდ ზეგავლენას მოახდენენ", - ამტკიცებს ექსპერტი.

განაგრძეთ კითხვა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა