პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინა სუბლატის ''ევროვიზიული'' და პირადი ვნებები - "ხანდახან მიკვირს, როგორ მიძლებს..."
ნინა სუბლატის ''ევროვიზიული'' და პირადი ვნებები - "ხანდახან მიკვირს, როგორ მიძლებს..."

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" წა­გე­ბის შემ­დეგ მუდ­მი­ვად ის­მის შე­კი­თხვა, ღირს თუ არა კონ­კურ­სში კვლავ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, სა­დაც ყვე­ლა­ფე­რი ჩა­წყო­ბი­თაა და პო­ლი­ტი­კაა მთა­ვა­რი, ყო­ველ წელს მა­ინც მი­ვემ­გზავ­რე­ბით და რაც მთა­ვა­რია, ყო­ვე­ლი წას­ვლის წინ ვი­მუქ­რე­ბით ევ­რო­პის გა­ო­ცე­ბი­თა და ხუ­თე­ულ­ში მოხ­ვედ­რით.

წელს არ­ჩე­ვა­ნი "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" გა­მარ­ჯვე­ბულ ნინა სუბ­ლატ­ზე შე­ა­ჩე­რეს. გო­გო­ნა, რო­მე­ლიც თა­ვი­სი იმი­ჯით საკ­მა­ოდ გან­სხვავ­დე­ბა შო­უ­ბიზ­ნე­სის სხვა ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბის­გან, იმე­დის­მომ­ცე­მად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და. ამ­ბი­ცია სუბ­ლატს არც მა­ნამ­დე აკ­ლდა და წი­ნა­სა­კონ­კურ­სოდ გა­მორ­ჩე­უ­ლად გა­აქ­ტი­ურ­და. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით რამ­დე­ნი­მე­ჯერ ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი გა­ლან­ძღა და რო­გორც კომ­პო­ზი­ტორ­მა მა­ი­კო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვილ­მა ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში ახ­სე­ნა, თურ­მე ისიც თქვა, რომ ქარ­თულ შო­უ­ბიზ­ნესს ის იწყებ­და.

"ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" მე-11 პო­ზი­ცია და­ვიმ­სა­ხუ­რეთ, თუმ­ცა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა მო­ი­თხოვს აღი­ნიშ­ნოს, რომ ნი­ნას პერ­ფორ­მან­სი ათე­ულს იმ­სა­ხუ­რებ­და. ქარ­თველ მომ­ღე­რალს არც ვო­კა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი აკ­ლია, არც ქა­რიზ­მა და მის გა­მოს­ვლას და­დე­ბი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბიც არ აკ­ლდა, თუმ­ცა "ევ­რო­ვი­ზი­ის" ლო­გი­კა ცოტა რთუ­ლი გა­სა­გე­ბია. მე­ო­რე მხრივ, სა­ყო­ველ­თაო ის­ტე­რი­კა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ევ­რო­პას არ ვუნ­დი­ვართ და ამი­ტო­მაც არ გვაძ­ლე­ვენ ხმას, აშ­კა­რად გა­და­მე­ტე­ბუ­ლი იყო. ქარ­თვე­ლე­ბის ტემ­პე­რა­მენ­ტი და მუ­სი­კა­ლუ­რი კონ­კურ­სე­ბი­სად­მი გან-სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კარ­გად არის ცნო­ბი­ლი, ამი­ტო­მაც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მყის­ვე გაჩ­ნდა სამი ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი, რის გა­მოც ათე­ულ­ში ვერ მოვ­ხვდით.

1. სა­ზი­ზღა­რი ევ­რო­პა რუ­სეთს "შე­უძ­ვრა" და მა­ღა­ლი ქუ­ლე­ბი მის­ცეს.

2. მათ­ზე სა­ში­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა "ევ­რო­ვი­ზი­ის" ტექ­ნი­კუ­რი რე­ჟი­სო­რი, რო­მელ­მაც სიმ­ღე­რის დროს სცე­ნა­ზე გაშ­ვე­ბუ­ლი ბო­ლით ნინა ისე ჩა­აბ­ნე­ლა, რომ ხალ­ხმა ვერ და­ი­ნა­ხა, ვის­თვის და­ე­მე­სი­ჯე­ბი­ნა.

3. წუწკმა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ფული ვერ გა­ი­მე­ტა და დი­ას­პო­რის მე­სი­ჯებ­მაც ვერ გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა, რომ ხუ­თე­ულ­ში მა­ინც შევ­სუ­ლი­ყა­ვით.

თუმ­ცა "საზ­მა­უ­წყე­ბე­ლი" აშ­კა­რად არ აპი­რებს ამ კონ­კურ­სზე უა­რის თქმას, მო­მა­ვალ წელს თა­ვი­დან და­ვი­წყებთ ათ­ვლას და ხუ­თე­ულ­ში მო­სახ­ვედ­რად თავ­და­უ­ზო­გა­ვად ვი­მუ­შა­ვებთ, თუნ­დაც "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" ულ­ვა­შა­მოწ­ვე­რი­ლი კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის გაგ­ზავ­ნა დაგ­ვჭირ­დეს, კონ­ჩი­ტას კვალ­დაკ­ვალ. თა­ვა­დაც იხუმ­რა, დროა, წვე­რი მი­ვი­მაგ­რო და "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" გა­ვემ­გზავ­როო, თუმ­ცა, ჩვე­ნი აზ­რით, ულ­ვა­ში უფრო "ეროვ­ნუ­ლი" იქ­ნე­ბა. ეს, რა თქმა უნდა, ხუმ­რო­ბით.

ნი­ნას პერ­სო­ნის გა­აქ­ტი­უ­რე­ბამ კი გაგ­ვი­ჩი­ნა იდეა, თვა­ლი გა­და­ვავ­ლოთ მის გან­ვლილ გზას, რო­გორ მო­ვი­და აქამ­დე და ვინ და­ეხ­მა­რა ყვე­ლა­ზე მე­ტად. სხვა­თა შო­რის, მის კა­რი­ე­რა­ში გა­დამ­წყვეტ როლს ას­რუ­ლებს მომ­ღერ­ლის მე­უღ­ლე, რო­მე­ლიც თა­ვა­დაც მუ­სი­კო­სი გახ­ლავთ, გი­ორ­გი შა­მა­ნა­უ­რი ნინა სუბ­ლა­ტის­თვის შე­სა­ნიშ­ნა­ვი პარტნი­ო­რია რო­გორც პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში, ასე­ვე მუ­სი­კის კუ­თხი­თაც. გი­ორ­გის­თან შეხ­ვედ­რამ­დე ნინა თა­ვის პი­რა­დულ­ზე ძა­ლი­ან გახ­სნი­ლად ლა­პა­რა­კობ­და, მათ შო­რის "რე­ი­ტინგთა­ნაც", რო­მელ­საც "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას მა­შინ­დელ შეყ­ვა­რე­ბულ, ფიტ­ნე­სინ­სტრუქ­ტორ პიტო სე­თუ­რი­ძის შე­სა­ხებ ინ­ტერ­ვიუ მის­ცა. აი, რას ამ­ბობ­და მა­შინ ნინა:

- რო­გო­რი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხარ?

- მე მგო­ნი, ძა­ლი­ან ცუდი (იცი­ნის). ცუდი ხა­სი­ა­თი მაქვს, აუ­ტა­ნე­ლი ვარ. ხან­და­ხან მიკ­ვირს, რო­გორ მიძ­ლებს პიტო, მაგ­რამ ალ­ბათ ზუს­ტად ის ადა­მი­ა­ნი აღ­მო­ვა­ჩი­ნე, ვი­საც ამ­დე­ნი წელი ვე­ძებ­დი. ყვე­ლა­ფერს ვაპ­რო­ტეს­ტებ, ჩემი აზრი მაქვს, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად რქე­ბით უნდა გა­ვი­ტა­ნო, ბო­ლოს ისე ხდე­ბა, რომ მა­ინც ვთან­ხმდე­ბით. არა­სო­დეს გვქო­ნია და­შო­რე­ბის პე­რი­ო­დი.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

ნინა სუბლატის ''ევროვიზიული'' და პირადი ვნებები - "ხანდახან მიკვირს, როგორ მიძლებს..."

ნინა სუბლატის ''ევროვიზიული'' და პირადი ვნებები - "ხანდახან მიკვირს, როგორ მიძლებს..."

მიუხედავად იმისა, რომ ''ევროვიზიაზე'' წაგების შემდეგ მუდმივად ისმის შეკითხვა, ღირს თუ არა კონკურსში კვლავ მონაწილეობა, სადაც ყველაფერი ჩაწყობითაა და პოლიტიკაა მთავარი, ყოველ წელს მაინც მივემგზავრებით და რაც მთავარია, ყოველი წასვლის წინ ვიმუქრებით ევროპის გაოცებითა და ხუთეულში მოხვედრით.

წელს არჩევანი ''საქართველოს ვარსკვლავის'' გამარჯვებულ ნინა სუბლატზე შეაჩერეს. გოგონა, რომელიც თავისი იმიჯით საკმაოდ განსხვავდება შოუბიზნესის სხვა ქართველი ვარსკვლავებისგან, იმედისმომცემად გამოიყურებოდა. ამბიცია სუბლატს არც მანამდე აკლდა და წინასაკონკურსოდ გამორჩეულად გააქტიურდა. სოციალური ქსელის საშუალებით რამდენიმეჯერ ქართველი ჟურნალისტები გალანძღა და როგორც კომპოზიტორმა მაიკო კაჭკაჭიშვილმა ერთ-ერთ გადაცემაში ახსენა, თურმე ისიც თქვა, რომ ქართულ შოუბიზნესს ის იწყებდა.

''ევროვიზიაზე'' მე-11 პოზიცია დავიმსახურეთ, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ნინას პერფორმანსი ათეულს იმსახურებდა. ქართველ მომღერალს არც ვოკალური მონაცემები აკლია, არც ქარიზმა და მის გამოსვლას დადებითი გამოხმაურებებიც არ აკლდა, თუმცა ''ევროვიზიის'' ლოგიკა ცოტა რთული გასაგებია. მეორე მხრივ, საყოველთაო ისტერიკა იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპას არ ვუნდივართ და ამიტომაც არ გვაძლევენ ხმას, აშკარად გადამეტებული იყო. ქართველების ტემპერამენტი და მუსიკალური კონკურსებისადმი გან-საკუთრებული დამოკიდებულება კარგად არის ცნობილი, ამიტომაც სოციალურ ქსელებში მყისვე გაჩნდა სამი ძირითადი მიზეზი, რის გამოც ათეულში ვერ მოვხვდით.

1. საზიზღარი ევროპა რუსეთს ''შეუძვრა'' და მაღალი ქულები მისცეს.

2. მათზე საშინელი აღმოჩნდა ''ევროვიზიის'' ტექნიკური რეჟისორი, რომელმაც სიმღერის დროს სცენაზე გაშვებული ბოლით ნინა ისე ჩააბნელა, რომ ხალხმა ვერ დაინახა, ვისთვის დაემესიჯებინა.

3. წუწკმა ღარიბაშვილმა ფული ვერ გაიმეტა და დიასპორის მესიჯებმაც ვერ გადაგვარჩინა, რომ ხუთეულში მაინც შევსულიყავით.

თუმცა ''საზმაუწყებელი'' აშკარად არ აპირებს ამ კონკურსზე უარის თქმას, მომავალ წელს თავიდან დავიწყებთ ათვლას და ხუთეულში მოსახვედრად თავდაუზოგავად ვიმუშავებთ, თუნდაც ''ევროვიზიაზე'' ულვაშამოწვერილი კესარია აბრამიძის გაგზავნა დაგვჭირდეს, კონჩიტას კვალდაკვალ. თავადაც იხუმრა, დროა, წვერი მივიმაგრო და ''ევროვიზიაზე'' გავემგზავროო, თუმცა, ჩვენი აზრით, ულვაში უფრო ''ეროვნული'' იქნება. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით.

ნინას პერსონის გააქტიურებამ კი გაგვიჩინა იდეა, თვალი გადავავლოთ მის განვლილ გზას, როგორ მოვიდა აქამდე და ვინ დაეხმარა ყველაზე მეტად. სხვათა შორის, მის კარიერაში გადამწყვეტ როლს ასრულებს მომღერლის მეუღლე, რომელიც თავადაც მუსიკოსი გახლავთ, გიორგი შამანაური ნინა სუბლატისთვის შესანიშნავი პარტნიორია როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე მუსიკის კუთხითაც. გიორგისთან შეხვედრამდე ნინა თავის პირადულზე ძალიან გახსნილად ლაპარაკობდა, მათ შორის ''რეიტინგთანაც'', რომელსაც ''საქართველოს ვარსკვლავის'' მიმდინარეობისას მაშინდელ შეყვარებულ, ფიტნესინსტრუქტორ პიტო სეთურიძის შესახებ ინტერვიუ მისცა. აი, რას ამბობდა მაშინ ნინა:

- როგორი შეყვარებული ხარ?

- მე მგონი, ძალიან ცუდი (იცინის). ცუდი ხასიათი მაქვს, აუტანელი ვარ. ხანდახან მიკვირს, როგორ მიძლებს პიტო, მაგრამ ალბათ ზუსტად ის ადამიანი აღმოვაჩინე, ვისაც ამდენი წელი ვეძებდი. ყველაფერს ვაპროტესტებ, ჩემი აზრი მაქვს, რომელიც აუცილებლად რქებით უნდა გავიტანო, ბოლოს ისე ხდება, რომ მაინც ვთანხმდებით. არასოდეს გვქონია დაშორების პერიოდი.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება