მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჟან ჟაკი - გაკახელებული ფრანგი ფერმერი
ჟან ჟაკი - გაკახელებული ფრანგი ფერმერი

ის ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ არ­გოხ­ში ცხოვ­რობს და მისი სა­ხე­ლი პა­ტა­რა ბავ­შვმაც კი იცის. არ­გოხ­ში ფერ­მე­რულ მე­ურ­ნე­ო­ბას ეწე­ვა და უძ­ვე­ლე­სი ქარ­თუ­ლი მე­თო­დით აცხობს პურს, რო­მელ­საც ვა­კე­ში ყი­დის. ყვე­ლას­თვის გა­საკ­ვი­რი კი ის არის, რომ ფერ­მე­რი, რომ­ლის გა­მომ­ცხვა­რი პუ­რიც დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს დე­და­ქა­ლა­ქის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ უბან­ში, ფრან­გი ჟან ჟაკ ჯე­ი­კობ­სია. ის საფ­რან­გე­თის ქა­ლაქ ბრე­ტა­ნი­და­ნაა და სა­ნამ კა­ხეთ­ში ჩა­მო­ვი­დო­და, სხვა­დას­ხვა დროს სწავ­ლობ­და შტუდ­გარ­დში, ბერ­ლინ­სა და სტრას­ბურ­გში.

გა­კა­ხე­ლე­ბუ­ლი ფრან­გი ფერ­მე­რი ყო­ველ პა­რას­კევს, ღა­მის ორ სა­ათ­ზე იწყებს ცო­მის მო­ზე­ლას. მცი­რე ხნის დას­ვე­ნე­ბის შემ­დეგ შე­შას ჭრის, ღუ­მელს ახუ­რებს და პურს ნახ­შირ­ზე თა­ვად აცხობს. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, არ იყე­ნებს სა­ფუ­არს, რაც ჟან ჟა­კის პრო­დუქ­ცი­ას სპე­ცი­ფი­კურ არო­მატს ანი­ჭებს: "სა­ფუ­არს არ ვხმა­რობ, მხო­ლოდ ხაში, წყა­ლი და ფქვი­ლი. ეს ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის ძა­ლი­ან კარ­გია", - ამ­ბობს ფრან­გი ფერ­მე­რი.

ჟან ჟაკ ჯე­ი­კობ­სი საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რე­ბის დროს პურს ალერ­გი­ის გამო ვერ ჭამ­და. 2005 წელს სიღ­ნა­ღის რა­ი­ო­ნის სო­ფელ მა­ღა­რო­ში სტუმ­რო­ბის დროს პური გა­სინ­ჯა და ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა. ჯე­ო­კობ­სი აღ­ნიშ­ნავს, რომ პური, რო­მე­ლიც და­ა­გე­მოვ­ნა "წი­თე­ლი დო­ლის" ჯი­შის ხორ­ბლის ფქვი­ლით იყო გა­მომ­ცხვა­რი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად თა­ვა­დაც მოჰ­ყავს.

"პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში მოვე­დი 2005 წელს. სო­ფელ მა­ღა­რო­ში სტუმ­რად ვი­ყა­ვი მე­გო­ბარ­თან, სა­დაც პური გავ­სინ­ჯე. ევ­რო­პა­ში პურს ვერ ვჭამ­დი, რად­გან ალერ­გი­ას მაძ­ლევ­და. პური სპე­ცი­ა­ლუ­რი ხორ­ბლით იყო გა­მომ­ცხვა­რი. უკან დავ­ბრუნ­დი 2006 წლის აპ­რილ­ში და ახლა სულ აქ ვარ. სო­ფელ არ­გო­ხის შე­სა­ხებ კი მე­გობ­რის­გან გა­ვი­გე და აქ გა­დავ­წყ­ვიტე მოს­ვლა", - ამ­ბობს ჟან ჟაკი.

2006 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ ჯე­ი­კობსმა პუ­რის უძ­ვე­ლე­სი ქარ­თუ­ლი მე­თო­დით გა­მო­ცხო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. სა­ცხო­ბი ხელ­საწ­ყო­ე­ბი კი საფ­რან­გეთ­ში შე­ი­ძი­ნა. მან მა­ლე­ვე არ­გოხ­ში სახ­ლი იყი­და, თონე აა­შე­ნა და მას შემ­დეგ პუ­რის გა­მო­ცხო­ბა მის­თვის სა­სია­მოვ­ნო პრო­ცე­სად იქცა. ყო­ველ შა­ბათს თა­ვის მი­ნი­ბუსს პუ­რის გარ­და სოფ­ლის ნო­ბა­თით ტვირ­თავს და ვა­კე­ში, ფა­ლი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, მე­გობ­რის სახ­ლის ეზო­ში დგამს დახ­ლს, სა­დაც აწყობს ყველს, მუ­რა­ბას, თაფლს, თხილს, ბოსტნე­ულ­სა და მწვა­ნილს. პუ­რის ნა­წი­ლი რამ­დე­ნი­მე რეს­ტო­რან­ში მი­აქვს და იქ აბა­რებს.

"ეს ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის ძა­ლი­ან კარ­გი პუ­რია და კარ­გი გემო და არო­მატი აქვს. პა­ტა­რა მარ­კე­ტი გვაქვს და ვყი­დით ყველს, წვენს, ბოსტნე­ულს და სხვა­დას­ხვა პრო­დუქტს. ეს ად­გი­ლია ფა­ლი­აშ­ვი­ლის 33 ა, რო­მე­ლიც კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დიას ძეგლ­თან არის. შა­ბათს ეზო­ში დგას მა­გი­და და ქოლ­გა. შა­ბათს 9-დან 2-მდე კი ვყი­დი პურს, მაგ­რამ პური რომ იყი­დოთ 12-სა­ა­თამ­დე უნდა მოხ­ვი­დეთ, რად­გან ძა­ლი­ან ბევ­რი კლი­ენ­ტია", - ამ­ბობს გა­კა­ხე­ლე­ბუ­ლი ფრან­გი ფერ­მე­რი.

მას პუ­რის ცხო­ბა­ში გერ­მა­ნე­ლი ია­ნეს ხო­ზი­გი, როზა დე­გე­ნ­ჰარ­თი, ამე­რი­კე­ლი კო­ლი­ერ დუ­რო­ვი­ჩი და მე­ზობ­ლე­ბი ეხ­მა­რე­ბი­ან. გერ­მა­ნე­ლი როზა ჟან ჟაკ­თან სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მით ჩა­მო­ვი­და. ჟან ჟა­კის კა­ხეთ­ში ყოფ­ნი­სა და მისი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ ინ­ტერ­ნე­ტით შე­ი­ტყო. როზა დე­გე­ნ­ჰარ­თი ფერ­მე­რულ­მა სა­ქმი­ა­ნო­ბამ ძა­ლი­ან მო­ხიბ­ლა და სურს, რომ გერ­მა­ნი­ა­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ თა­ვა­დაც და­ი­წყოს ეს საქ­მე.

ჟან ჟაკს მო­ხა­ლი­სე­ე­ბი ეხმა­რე­ბი­ან მი­წის და­მუ­შა­ვე­ბა­შიც. ნაკ­ვე­თე­ბი სო­ფელ­თან ახ­ლოს აქვს და სწო­რედ იქ მოჰ­ყავს ხორ­ბა­ლი. ის ამ­ბობს, რომ ხორ­ბლის და­თეს­ვი­სას ადა­მი­ა­ნი უნდა იყო და­დე­ბით გან­წყო­ბა­ზე, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ხა­რის­ხი­ან მო­სა­ვალს ვერ მი­ი­ღებს. გა­კა­ხე­ლე­ბუ­ლი ფრან­გი ქარ­თვე­ლებს ამა­ვე დროს ურ­ჩევს, არ და­ტო­ვონ სო­ფე­ლი და მიწა და­ა­მუ­შა­ვონ.

"ბევ­რგან ვმუ­შა­ობ­დი, მაგ­რამ უღი­მღა­მოდ მი­დი­ო­და ცხოვ­რე­ბა. აი, როცა ეს საქ­მი­ა­ნო­ბა და­ვი­წყე, აქ ვი­პო­ვე ცხოვ­რე­ბის საზ­რი­სი. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ადა­მი­ან­მა პა­ტივი სცეს მი­წას და კარ­გად იმუ­შა­ოს. მი­წის მოვ­ლა იგი­ვე ხე­ლოვ­ნე­ბაა. თუ კარგ ხა­სი­ათ­ზე და­თე­სავ ხორ­ბალს, კარ­გიც ამო­ვა და მის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი პუ­რიც გემ­რი­ე­ლი იქ­ნე­ბა. ამი­ტომ ხორ­ბალს არ­სად ვყი­დუ­ლობ და მე თვი­თონ მომ­ყავს", - აღ­ნიშ­ნავს ჟან ჟაკი.

იხი­ლეთ ვრცლად

"კა­ხე­თის ხმა"

ჟან ჟაკი - გაკახელებული ფრანგი ფერმერი

ჟან ჟაკი - გაკახელებული ფრანგი ფერმერი

ის ახმეტის მუნიცი­პალიტეტის სოფელ არგოხში ცხოვრობს და მისი სახელი პატარა ბავშვმაც კი იცის. არგოხში ფერმერულ მეურნეობას ეწევა და უძველესი ქართული მეთოდით აცხობს პურს, რომელსაც ვაკეში ყიდის. ყველას­თვის გასაკვირი კი ის არის, რომ ფერმერი, რომლის გამომცხვარი პურიც დიდი პოპულარობით სარგებლობს დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში, ფრანგი ჟან ჟაკ ჯეიკობსია. ის საფრანგეთის ქალაქ ბრეტანიდანაა და სანამ კახეთში ჩამოვიდოდა, სხვადასხვა დროს სწავლობ­და შტუდგარდში, ბერლინსა და სტრასბურგში.

გაკახელებული ფრანგი ფერმერი ყოველ პარასკევს, ღამის ორ საათზე იწყებს ცომის მოზელას. მცირე ხნის დასვენების შემდეგ შეშას ჭრის, ღუმელს ახურებს და პურს ნახშირზე თავად აცხობს. როგორც თავად ამბობს, არ იყენებს საფუარს, რაც ჟან ჟაკის პრო­დუქციას სპეციფიკურ არომატს ანიჭებს: "საფუარს არ ვხმარობ, მხოლოდ ხაში, წყალი და ფქვილი. ეს ჯანმრთე­ლობისათვის ძალიან კარგია", - ამბობს ფრანგი ფერმერი.

ჟან ჟაკ ჯეიკობსი საფრანგეთში ცხოვრების დროს პურს ალერგიის გამო ვერ ჭამდა. 2005 წელს სიღნაღის რაიონის სოფელ მაღაროში სტუმრობის დროს პური გასინჯა და ძალიან მოეწონა. ჯეოკობსი აღნიშნავს, რომ პური, რომელიც დააგემოვნა "წითელი დოლის" ჯიშის ხორბლის ფქვილით იყო გამომცხვარი, რომელიც ამჟამად თავადაც მოჰყავს.

"პირველად საქართველოში მოვე­დი 2005 წელს. სოფელ მაღაროში სტუმრად ვიყავი მეგობართან, სადაც პური გავსინჯე. ევროპაში პურს ვერ ვჭამდი, რადგან ალერგიას მაძლევდა. პური სპეციალური ხორბლით იყო გა­მომცხვარი. უკან დავბრუნდი 2006 წლის აპრილში და ახლა სულ აქ ვარ. სოფელ არგოხის შესახებ კი მეგობრისგან გავიგე და აქ გადავწყ­ვიტე მოსვლა", - ამბობს ჟან ჟაკი.

2006 წელს საქართველოში ჩა­მოსვლის შემდეგ ჯეიკობსმა პურის უძველესი ქართული მეთოდით გამოცხობის შესახებ ინფორმაციის მოძიება დაიწყო. საცხობი ხელსაწ­ყოები კი საფრანგეთში შეიძინა.  მან მალევე არგოხში სახლი იყი­და, თონე ააშენა და მას შემდეგ პურის გამოცხობა მისთვის სასია­მოვნო პროცესად იქცა. ყოველ შაბათს თავის მინიბუსს პურის გარდა სოფლის ნობათით ტვირთავს და ვაკეში, ფალიაშვი­ლის ქუჩაზე, მეგობრის სახლის ეზოში დგამს დახლს, სადაც აწყობს ყველს, მურაბას, თაფლს, თხილს, ბოსტნეულსა და მწვანილს. პურის ნაწილი რამდენიმე რეს­ტორანში მიაქვს და იქ აბარებს.

"ეს ჯანმრთელობისათვის ძალიან კარგი პურია და კარგი გემო და არო­მატი აქვს. პატარა მარკეტი გვაქვს და ვყიდით ყველს, წვენს, ბოსტნეულს და სხვადასხვა პროდუქტს. ეს ადგილია ფალიაშვილის 33 ა, რომელიც კონსტანტინე გამსახურ­დიას ძეგლთან არის. შაბათს ეზოში დგას მაგიდა და ქოლგა. შაბათს 9-დან 2-მდე კი ვყიდი პურს, მაგრამ პური რომ იყი­დოთ 12-საათამდე უნდა მოხვიდეთ, რადგან ძალიან ბევრი კლიენტია", - ამბობს გაკახელებული ფრანგი ფერმერი.

მას პურის ცხობაში გერმანელი იანეს ხოზიგი, როზა დეგენჰართი, ამერიკელი კოლიერ დუროვიჩი და მეზობლები ეხმარებიან. გერმანელი როზა ჟან ჟაკთან სკოლის დამთავრების შემდეგ სპე­ციალური პროგრამით ჩამოვიდა. ჟან ჟაკის კახეთში ყოფნისა და მისი საქმიანობის შესახებ ინტერ­ნეტით შეიტყო. როზა დეგენჰართი ფერმერულმა სა­ქმიანობამ ძალიან მოხიბლა და სურს, რომ გერმანიაში დაბრუნე­ბის შემდეგ თავადაც დაიწყოს ეს საქმე.

ჟან ჟაკს მოხალისეები ეხმა­რებიან მიწის დამუშავებაშიც. ნაკვეთები სოფელთან ახლოს აქვს და სწორედ იქ მოჰყავს ხორბალი. ის ამბობს, რომ ხორბლის დათესვისას ადამიანი უნდა იყო და­დებით განწყობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხარისხიან მოსავალს ვერ მიიღებს. გაკახელებული ფრანგი ქართვე­ლებს ამავე დროს ურჩევს, არ და­ტოვონ სოფელი და მიწა დაამუ­შავონ.

"ბევრგან ვმუშაობდი, მაგრამ უღი­მღამოდ მიდიოდა ცხოვრება. აი, როცა ეს საქმიანობა დავიწყე, აქ ვიპოვე ცხოვრების საზრისი. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა პა­ტივი სცეს მიწას და კარგად იმუშაოს. მიწის მოვლა იგივე ხელოვნებაა. თუ კარგ ხასიათზე დათესავ ხორბალს, კარგიც ამოვა და მისგან დამზადებუ­ლი პურიც გემრიელი იქნება. ამიტომ ხორბალს არსად ვყიდულობ და მე თვითონ მომყავს", - აღნიშნავს ჟან ჟაკი.

იხილეთ ვრცლად

"კახეთის ხმა"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა