პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილი დიდხანს ვერ გასტანს ოდესაში, იქ მცხოვრები ხალხი მიშას წიკებს დიდხანს ვერ აიტანს"
"სააკაშვილი დიდხანს ვერ გასტანს ოდესაში, იქ მცხოვრები ხალხი მიშას წიკებს დიდხანს ვერ აიტანს"

რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი ბიზ­ნეს­მე­ნი მი­ხე­ილ ხუ­ბუ­ტია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ოდე­სის გუ­ბერ­ნა­ტო­რად და­ნიშ­ვნას ეხ­მა­უ­რე­ბა. ხუ­ბუ­ტია, რო­მე­ლიც რუ­სე­თის უმაღ­ლეს პი­რებ­თან არის და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი, Ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, რომ კა­ბი­ნე­ტებ­ში და დე­რეფ­ნებ­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის გუ­ბერ­ნა­ტო­რად და­ნიშ­ვნის ფაქტს სე­რი­ო­ზუ­ლად არა­ვინ აფა­სებს.

- ძა­ლი­ან ცუ­დად ვა­ფა­სებ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ოდე­სის გუ­ბერ­ნა­ტო­რად და­ნიშ­ვნას. ორი მი­ზე­ზი მაქვს ამის­თვის. პირ­ვე­ლი ვერ­სი­ით, ამე­რი­კე­ლებს მო­ბეზ­რდათ უკვე სა­ა­კაშ­ვი­ლი რომ კბენს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და რუ­სეთს, ხელს უშ­ლის ყვე­ლას, ამი­ტომ და­ა­საქ­მეს. სა­ა­კაშ­ვი­ლი დიდ­ხანს ვერ გას­ტანს ოდე­სა­ში, იქ მცხოვ­რე­ბი ხალ­ხი მი­შას წი­კებს დიდ­ხანს ვერ აი­ტანს.

- რუ­სეთ­ში რო­გორ აფა­სე­ბენ სა­ა­კაშ­ვი­ლის გუ­ბერ­ნა­ტო­რად და­ნიშ­ვნას?

- მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში წე­რენ ამის შე­სა­ხებ, თო­რემ დე­რეფ­ნებ­ში და კა­ბი­ნე­ტებ­ში არც გა­ნი­ხი­ლა­ვენ ამ სა­კითხს, მათ­თვის ეს სა­სა­ცი­ლოა. ეს არის ამე­რი­კის მხრი­დან შე­ფურ­თხე­ბა რუ­სე­თის­თვის და უკ­რა­ი­ნე­ლი და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და­ცინ­ვა. ქარ­თველ­მა ხალ­ხმა სამ­შობ­ლო­დან გა­აგ­დო ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი. აშშ და "გოს­დე­პი" ძა­ლი­ან ძვე­ლი მე­თო­დე­ბით მუ­შა­ობს, რო­მე­ლიც აღარ ჭრის. ქარ­თველ­მა ხალ­ხმა გა­იღ­ვი­ძა, ერ­თა­დერ­თი რაც არ მომ­წონს არის ის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი მთავ­რო­ბა პი­არს ვერ იკე­თებს. ამ მთავ­რო­ბის ფანი არ ვარ, მაგ­რამ მათ არ შე­უ­ჩე­რე­ბი­ათ სა­სარ­გებ­ლო პრო­ექ­ტე­ბის გა­კე­თე­ბა და ამის სა­თა­ნა­დო გა­პი­ა­რე­ბა არ ხდე­ბა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა წი­ნას­წარ ხვდე­ბა მი­შას ხრი­კებს. ამა­ზე მი­უ­თი­თებს ის ფაქ­ტი, რომ ოთხი კაცი გა­იქ­ცა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან", მიშა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის პო­ლი­ტი­კუ­რი გვა­მია. ადა­მი­ა­ნე­ბის გი­ნე­ბა მე არ მჩვე­ვია, მაგ­რამ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კა­ში ფულ­ზე იყი­დე­ბა, შე­უძ­ლია ყო­ველ­დღე ად­გი­ლი­დან ად­გილ­ზე გა­და­ი­ნაც­ვლოს. მე მი­შას პი­რა­დად ვიც­ნობ და მისი ერთი სი­ტყვაც არ მჯე­რა. ის არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც სამ­შობ­ლო და ოჯა­ხი არ უყ­ვარს. კაცს მე­გო­ბა­რი არ ჰყავს, გუნ­დის გა­რე­შე ის ვე­რა­ფერს გა­ი­ტანს. თა­ვის დრო­ზე ჰყავ­და იდე­ო­ლო­გე­ბი, მა­გა­ლი­თად, გიგა ბო­კე­რია.

- სად გა­ი­ცა­ნით სა­ა­კაშ­ვი­ლი?

- როცა ის სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი გახ­და, ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის სა­კი­თხზე შემ­ხვდა. სხვა­თა შო­რის, მა­შინ კარ­გად და­ი­წყო მან მუ­შა­ო­ბა, ბიზ­ნე­სის გა­სა­კე­თებ­ლად ყვე­ლა შეძ­ლე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი და­პა­ტი­ჟა სა­ქარ­თვე­ლო­ში, მათ შო­რის მეც. რამ­დენ­ჯერ­მე შევ­ხვდით, მაგ­რამ ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა არ შედ­გა. მე ჩემი პო­ზი­ცია მქონ­და რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე, მი­შას - მისი. ყვე­ლა "ნა­ცი­ო­ნალ­ზე" ცუდს ვერ ვი­ტყვი, შემ­დგა­რი პო­ლი­ტი­კო­სია და­ვით ბაქ­რა­ძე. გოკა გა­ბაშ­ვი­ლი და ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლი სა­ხელს უფუ­ჭებს "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას". თუ სა­ა­კაშ­ვი­ლი და ესე­ნი ჩა­მო­შორ­დე­ბი­ან პარ­ტი­ას, მგო­ნი ისევ წა­მო­წევს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" თავს, ოღონდ პატ­რი­ო­ტულ კონ­ტექ­სტში. პო­რო­შენ­კომ დიდი ოლქი ჩა­ა­ბა­რა სა­ა­კაშ­ვილს, მაგ­რამ მას გა­სა­ქანს მა­ინც არა­ვინ მის­ცემს. თუ ადე­იშ­ვი­ლი და­ი­ნიშ­ნა პრო­კუ­რო­რად, ე.ი. გა­აგ­რძე­ლებს იგი­ვეს, რა­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში აკე­თებ­და. სის­ხლის გე­მოს ადა­მი­ა­ნი როცა გა­სინ­ჯავს და მგე­ლი გახ­დე­ბა, იმას ვერ გა­მო­ას­წო­რებ. კუ­ლუ­ა­რე­ბი­დან ვიცი, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" რამ­დე­ნი­მე წევ­რი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით აჭა­რა­ზე, სა­დაც ძა­ლი­ან ცოტა ხმე­ბი აი­ღეს არ­ჩევ­ნებ­ზე.

- ხში­რად ამ­ბო­ბენ, რომ ოდე­სა "კრი­მი­ნა­ლე­ბის ქა­ლა­ქია", მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ნუ­ლო­ვა­ნი ტო­ლე­რან­ტო­ბით ებ­რძო­და კრი­მი­ნალს, ამ გა­მოწ­ვე­ვას რო­გორ გა­უძ­ლებს?

- მიშა არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი ადა­მი­ა­ნია, ზურგს უკან ძა­ლას თუ გრძნობს, გა­ბე­დუ­ლია, თუ არა­და - მში­შა­რა. 3-4 თვე­ში მი­შას შიში აუ­ცი­ლებ­ლად გა­მოჩ­ნდე­ბა, მას უკვე ეში­ნია. სა­ა­კაშ­ვილ­მა სუს­ტი კრი­მი­ნა­ლი გა­ამ­წა­რა, ქურ­დუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტი თა­ვის­თა­ვად და­ირ­ღვა, რად­გან ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი გახ­დნენ. ზოგი "შუსტრი­ა­კი" გახ­და, ზოგი ძლი­ე­რი ბიზ­ნეს­მე­ნი. მი­შას ხა­სი­ა­თი რომ ვიცი, და­უ­წყებს ამ ძლი­ერ ბიზ­ნეს­მე­ნებს და­ტე­რო­რე­ბას და ისი­ნი აღარ აპა­ტი­ე­ბენ, ეს გა­მო­რი­ცხუ­ლია.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

"სააკაშვილი დიდხანს ვერ გასტანს ოდესაში, იქ მცხოვრები ხალხი მიშას წიკებს დიდხანს ვერ აიტანს"

"სააკაშვილი დიდხანს ვერ გასტანს ოდესაში, იქ მცხოვრები ხალხი მიშას წიკებს დიდხანს ვერ აიტანს"

რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი მიხეილ ხუბუტია მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნას ეხმაურება. ხუბუტია, რომელიც რუსეთის უმაღლეს პირებთან არის დაახლოებული, Ambebi.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ კაბინეტებში და დერეფნებში სააკაშვილის გუბერნატორად დანიშვნის ფაქტს სერიოზულად არავინ აფასებს.

- ძალიან ცუდად ვაფასებ მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნას. ორი მიზეზი მაქვს ამისთვის. პირველი ვერსიით, ამერიკელებს მობეზრდათ უკვე სააკაშვილი რომ კბენს საქართველოს ხელისუფლებას და რუსეთს, ხელს უშლის ყველას, ამიტომ დაასაქმეს. სააკაშვილი დიდხანს ვერ გასტანს ოდესაში, იქ მცხოვრები ხალხი მიშას წიკებს დიდხანს ვერ აიტანს.

- რუსეთში როგორ აფასებენ სააკაშვილის გუბერნატორად დანიშვნას?

- მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში წერენ ამის შესახებ, თორემ დერეფნებში და კაბინეტებში არც განიხილავენ ამ საკითხს, მათთვის ეს სასაცილოა. ეს არის ამერიკის მხრიდან შეფურთხება რუსეთისთვის და უკრაინელი და ქართველი ხალხის დაცინვა. ქართველმა ხალხმა სამშობლოდან გააგდო ყოფილი პრეზიდენტი. აშშ და "გოსდეპი" ძალიან ძველი მეთოდებით მუშაობს, რომელიც აღარ ჭრის. ქართველმა ხალხმა გაიღვიძა, ერთადერთი რაც არ მომწონს არის ის, რომ საქართველოს ახალი მთავრობა პიარს ვერ იკეთებს. ამ მთავრობის ფანი არ ვარ, მაგრამ მათ არ შეუჩერებიათ სასარგებლო პროექტების გაკეთება და ამის სათანადო გაპიარება არ ხდება. საბედნიეროდ, საქართველოს ხელისუფლება წინასწარ ხვდება მიშას ხრიკებს. ამაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ ოთხი კაცი გაიქცა "ნაციონალური მოძრაობიდან", მიშა საქართველოსთვის პოლიტიკური გვამია. ადამიანების გინება მე არ მჩვევია, მაგრამ ადამიანს, რომელიც პოლიტიკაში ფულზე იყიდება, შეუძლია ყოველდღე ადგილიდან ადგილზე გადაინაცვლოს. მე მიშას პირადად ვიცნობ და მისი ერთი სიტყვაც არ მჯერა. ის არის ადამიანი, რომელსაც სამშობლო და ოჯახი არ უყვარს. კაცს მეგობარი არ ჰყავს, გუნდის გარეშე ის ვერაფერს გაიტანს. თავის დროზე ჰყავდა იდეოლოგები, მაგალითად, გიგა ბოკერია.

- სად გაიცანით სააკაშვილი?

- როცა ის საქართველოს პრეზიდენტი გახდა, ინვესტიციების საკითხზე შემხვდა. სხვათა შორის, მაშინ კარგად დაიწყო მან მუშაობა, ბიზნესის გასაკეთებლად ყველა შეძლებული ქართველი დაპატიჟა საქართველოში, მათ შორის მეც. რამდენჯერმე შევხვდით, მაგრამ ჩვენი თანამშრომლობა არ შედგა. მე ჩემი პოზიცია მქონდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე, მიშას - მისი. ყველა "ნაციონალზე" ცუდს ვერ ვიტყვი, შემდგარი პოლიტიკოსია დავით ბაქრაძე. გოკა გაბაშვილი და ირმა ნადირაშვილი სახელს უფუჭებს "ნაციონალურ მოძრაობას". თუ სააკაშვილი და ესენი ჩამოშორდებიან პარტიას, მგონი ისევ წამოწევს "ნაციონალური მოძრაობა" თავს, ოღონდ პატრიოტულ კონტექსტში. პოროშენკომ დიდი ოლქი ჩააბარა სააკაშვილს, მაგრამ მას გასაქანს მაინც არავინ მისცემს. თუ ადეიშვილი დაინიშნა პროკურორად, ე.ი. გააგრძელებს იგივეს, რასაც საქართველოში აკეთებდა. სისხლის გემოს ადამიანი როცა გასინჯავს და მგელი გახდება, იმას ვერ გამოასწორებ. კულუარებიდან ვიცი, რომ "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრი გაღიზიანებულია საქართველოზე, განსაკუთრებით აჭარაზე, სადაც ძალიან ცოტა ხმები აიღეს არჩევნებზე.

- ხშირად ამბობენ, რომ ოდესა "კრიმინალების ქალაქია", მიხეილ სააკაშვილი ნულოვანი ტოლერანტობით ებრძოდა კრიმინალს, ამ გამოწვევას როგორ გაუძლებს?

- მიშა არაადეკვატური ადამიანია, ზურგს უკან ძალას თუ გრძნობს, გაბედულია, თუ არადა - მშიშარა. 3-4 თვეში მიშას შიში აუცილებლად გამოჩნდება, მას უკვე ეშინია. სააკაშვილმა სუსტი კრიმინალი გაამწარა, ქურდული ინსტიტუტი თავისთავად დაირღვა, რადგან ე.წ. კანონიერი ქურდები ბიზნესმენები გახდნენ. ზოგი "შუსტრიაკი" გახდა, ზოგი ძლიერი ბიზნესმენი. მიშას ხასიათი რომ ვიცი, დაუწყებს ამ ძლიერ ბიზნესმენებს დატერორებას და ისინი აღარ აპატიებენ, ეს გამორიცხულია.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."