პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ყველაზე არაპოპულარული მეფეები, რომელთა შესახებ ბევრმა არ იცის
საქართველოს ყველაზე არაპოპულარული მეფეები, რომელთა შესახებ ბევრმა არ იცის

სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში გარ­და წარ­მა­ტე­ბუ­ლი, ძლი­ე­რი, ცნო­ბი­ლი მე­ფე­ე­ბი­სა, იყ­ვნენ მმარ­თვე­ლე­ბი, რო­მელ­თა მე­ფო­ბა სიმ­ბო­ლუ­რი იყო. ისი­ნი ქვე­ყა­ნას ფორ­მა­ლუ­რად მარ­თავ­დნენ და მათი საქ­მე­ე­ბის შე­სა­ხებ არც თუ ისე საკ­მა­რი­სი ინ­ფორ­მა­ცია მო­ი­პო­ვე­ბა. ის­ტო­რი­კო­სებს რამ­დე­ნი­მე ასე­თი მე­ფის და­სა­ხე­ლე­ბა ვთხო­ვეთ.

ვახ­ტანგ II - მისი მე­ფო­ბის წლე­ბი 1289-1292 წლებს მო­ი­ცავს. ის იყო და­ვით VI ნა­რი­ნის ძე. დე­მეტ­რე II თავ­და­დე­ბუ­ლის სიკ­ვდი­ლით დას­ჯის შემ­დეგ, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ხუტ­ლუ­ბუ­ღას (სა­დუნ მან­კა­ბერ­დე­ლის ძე) რჩე­ვით ყა­ენ­მა ვახ­ტანგ II და­ამ­ტკი­ცა მე­ფედ. ამ უკა­ნას­კნელ­მა სულ სამი წელი იმე­ფა. ამ პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მონ­ღო­ლე­ბი ბა­ტო­ნო­ბენ, ქვეყ­ნის მარ­თვა-გამ­გე­ო­ბა მათ ხელ­შია და ქარ­თველ მე­ფე­ებს არც არა­ფერს ეკი­თხე­ბოდ­ნენ. ამ პე­რი­ოდ­ში ბევ­რი ქარ­თვე­ლი მეფე მხო­ლოდ ფორ­მა­ლუ­რად იყო ქვეყ­ნის მეფე, ერთ-ერთი ასე­თი სწო­რედ ვახ­ტანგ მე­ო­რეა. იმ­დრო­ინ­დე­ლი წყა­რო­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი, პო­ლი­ტი­კუ­რი და კულ­ტუ­რუ­ლი საქ­მე­ე­ბი არ გა­უ­კე­თე­ბია. და­ვით ნა­რი­ნის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ ვახ­ტან­გი და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­საც მი­ი­ღებ­და მემ­კვიდ­რე­ო­ბით, რა­საც მონ­ღოლ­თა მფლო­ბე­ლო­ბის ქვეშ სა­ქარ­თვე­ლოს გამ­თლი­ა­ნე­ბა მოჰ­ყვე­ბო­და, მაგ­რამ 1292 წელს მეფე ვახ­ტან­გი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა. იგი გე­ლა­თის მო­ნას­ტერ­შია დაკ­რძა­ლუ­ლი.

და­ვით V- სა­ქარ­თვე­ლოს მეფე 1155 წელს სულ რა­ღაც ექ­ვსი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში. ეს ის პე­რი­ო­დია, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო არის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი და ძლი­ე­რი. და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის შემ­დეგ გა­მეფ­და მისი მემ­კვირ­დე დე­მეტ­რე პირ­ვე­ლი, რო­მე­ლიც 1125-1156 წლებ­ში მე­ფობ­და. დე­მეტ­რე პირ­ველს 1155 წელს აუ­ჯანყდა თა­ვი­სი უფ­რო­სი ვაჟი და­ვით V, დე­მეტ­რე პირ­ვე­ლი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და მე­ფო­ბა­ზე უარი ეთ­ქვა, ის ბე­რის სა­მო­სით აღი­ჭურ­ვა და ტახ­ტი შვილს და­უთ­მო, და­ვით V-მ თავი მე­ფედ გა­მო­ა­ცხა­და. მას საკ­მა­ოდ მრა­ვალ­რი­ცხვო­ვა­ნი მხარ­დამ­ჭე­რი ჰყავ­და და მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე ამა­ნაც დიდი გავ­ლე­ნა იქო­ნია.

და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლის, დე­მეტ­რე პირ­ვე­ლი­სა და და­ვით მე­ხუ­თის დროს სა­ქარ­თვე­ლო მუ­სულ­მა­ნუ­რი სამ­ყა­როს წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლას აწარ­მო­ებ­და, თუმ­ცა რო­გორც წყა­რო­ე­ბი იუ­წყე­ბი­ან, წი­ნა­მორ­ბე­დე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით და­ვით V-ს ბრძო­ლა არ უწარ­მო­ე­ბია. მე­ფეს ქვეყ­ნის შიგ­ნით ისე­თი სი­ტუ­ა­ცია ჰქონ­და, რომ სა­გა­რეო საქ­მე­ე­ბის­თვის არ ეცა­ლა. ის ძი­რი­თა­დად პო­ზი­ცი­ე­ბის გამ­ყა­რე­ბით და ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. და­ვით V გა­მე­ფე­ბი­დან ექვს თვე­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ქარ­თვე­ლი მე­მა­ტი­ა­ნე მოკ­ლედ გად­მოგ­ვცემს ამ ამ­ბავს: "და­სუ­ეს მე­ფედ ძე მისი და­ვით. იმე­ფა ექუს თუე და მო­კუ­და". სო­მე­ხი ის­ტო­რი­კო­სი მხი­თარ გოში და­ვი­თის სიკ­ვდილს ორ­ბე­ლებს აბ­რა­ლებს, მე­ო­რე სო­მე­ხი ის­ტო­რი­კო­სი ვარ­და­ნი კი პირ­და­პირ მი­უ­თი­თებს მის მკვლე­ლებს - სუმ­ბატ და ივა­ნე ორ­ბე­ლებს. და­ვი­თის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ ტახ­ტზე დრო­ე­ბით დე­მეტ­რე პირ­ვე­ლი ავი­და და 1156 წელს მე­ფედ აკურ­თხა თა­ვი­სი მე­ო­რე ვა­ჟიშ­ვი­ლი გი­ორ­გი III, თა­მარ მე­ფის მამა.

ვახ­ტანგ IV - ალექ­სან­დრე I დი­დის მემ­კვიდ­რე, რო­მელ­მაც სულ რამ­დე­ნი­მე წელს იმე­ფა. ის იყო ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს მეფე 1442-1446 წლებ­ში. ეს ის პე­რი­ო­დია, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო საკ­მა­ოდ და­სუს­ტე­ბუ­ლია და არ­ცერთ სფე­რო­ში წინსვლა არ აქვს. ამას გარ­და, ამ პე­რი­ოდ­ში ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­თა­ვა­დო­ე­ბი ჩა­მო­ყა­ლიბ­და, რა­მაც სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უ­ყა­რა სა­ქარ­თვე­ლოს დაშ­ლას სა­მე­ფო-სამ­თავ­რო­ე­ბად. სწო­რედ ამ დროს მო­უხ­და ვახ­ტანგ IV-ს მე­ფო­ბა. ეს უკა­ნას­კნე­ლი საკ­მა­ოდ ენერ­გი­უ­ლი, შორ­სმჭვრე­ტე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი­სა და მხე­დარ­თმთავ­რის, ალექ­სან­დრე I დი­დის შვი­ლი იყო. ალექ­სან­დრე 1442 წელს ბე­რად აღიკ­ვე­ცა ათა­ნა­სეს სა­ხე­ლით და მის შემ­დეგ მისი ვაჟი ვახ­ტან­გი გა­მეფ­და. მან სულ ოთხი წელი იმე­ფა. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვახ­ტანგ მე­ო­თხის მოღ­ვა­წე­ო­ბის შე­სა­ხებ საკ­მა­ოდ მწი­რი ინ­ფორ­მა­ცია მო­ი­პო­ვე­ბა.

ყარა-ყო­ი­უნ­ლუს თურ­ქმან­თა სა­ხელ­მწი­ფოს მბრძა­ნე­ბე­ლი ჯე­ჰან-შა­ჰის შე­მოს­ვლა სა­ქარ­თვე­ლო­ში - ერ­თა­დერ­თი ფაქ­ტია, რაც მოხ­და ვახ­ტანგ მე­ო­თხის მე­ფო­ბის დროს. ჯე­ჰან-შაჰი 1444 წელს მე­ო­რედ შე­მო­ე­სია სა­ქარ­თვე­ლოს და ახალ­ცი­ხეს და­ეს­ხა თავს. ქარ­თვე­ლი მე­მა­ტი­ა­ნის ცნო­ბით, ვახ­ტანგ მე­ო­თხემ მტერს ჯარი და­უხ­ვედ­რა, თუმ­ცა გა­მარ­ჯვე­ბა არ­ცერთ მხა­რეს არ დარ­ჩა, რად­გან მებ­რძო­ლე­ბი მხო­ლოდ ღა­მემ გაჰ­ყა­რა, მე­ო­რე დი­ლას კი ჯე­ჰან-შაჰს ბრძო­ლის ველი ჩუ­მად და­უ­ტო­ვე­ბია. ვახ­ტანგ IV-ის მე­ფო­ბა ხან­მოკ­ლე და ასე თუ ისე შე­უმ­ჩნე­ვე­ლი აღ­მოჩ­ნდა, მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ სა­მე­ფო ტახ­ტზე ავი­და ვახ­ტან­გის ძმა გი­ორ­გი VIII.

გი­ორ­გი VI მცი­რე - სა­ქარ­თვე­ლოს მეფე 1311-1318 წლებ­ში. ის იყო დე­მეტ­რე II თავ­და­დე­ბუ­ლის შვი­ლიშ­ვი­ლი, და­ვით VIII-ის ძე. მისი მე­ფო­ბის პე­რი­ო­დი მე­თო­თხმე­ტე სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სია, ის დრო, რო­დე­საც აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო მონ­ღო­ლებს ჰქონ­დათ და­პყრო­ბი­ლი. და­ვით VIII-ს მონ­ღო­ლებ­მა თა­ვი­სი ძმე­ბი და­უ­პი­რის­პი­რეს - ვახ­ტანგ მე­სა­მე და გი­ორ­გი მე­ხუ­თე ბრწყინ­ვა­ლე. ეს უკა­ნას­კნე­ლი მონ­ღო­ლებ­მა თა­ვი­დან გა­ა­მე­ფეს 1299 წელს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით 1318 წლი­დან გი­ორ­გი მე­ხუ­თე ქვეყ­ნის ერ­თპი­როვ­ნუ­ლი მმარ­თვე­ლი ხდე­ბა და 1346 წლამ­დე მე­ფობს.

გი­ორ­გი VI მცი­რეს აღ­მზრდე­ლი ფაქ­ტობ­რი­ვად გი­ორ­გი მე­ხუ­თე იყო. გი­ორ­გი VI მცი­რე მონ­ღოლ­თა ყა­ე­ნის მიერ იყო მე­ფედ დას­მუ­ლი, თუმ­ცა ქარ­თულ წყა­რო­ებ­ში მას­ზე არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ მო­ი­პო­ვე­ბა. უბ­რა­ლოდ მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია, რომ გი­ორ­გი VI მცი­რე იყო მეფე, რო­მე­ლიც იჯდა თბი­ლის­ში, მისი მამა და­ვით მერ­ვე კი აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო გაქ­ცე­უ­ლი. გი­ორ­გი VI მცი­რე იყო ფორ­მა­ლუ­რი მეფე, რო­მე­ლიც 1318 წელს გარ­და­იც­ვა­ლა და სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თპი­როვ­ნუ­ლი მმარ­თვე­ლი გი­ორ­გი მე­ხუ­თე ბრწყინ­ვა­ლე გახ­და.

თეა ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

საქართველოს ყველაზე არაპოპულარული მეფეები, რომელთა შესახებ ბევრმა არ იცის

საქართველოს ყველაზე არაპოპულარული მეფეები, რომელთა შესახებ ბევრმა არ იცის

საქართველოს ისტორიაში გარდა წარმატებული, ძლიერი, ცნობილი მეფეებისა, იყვნენ მმართველები, რომელთა მეფობა სიმბოლური იყო. ისინი ქვეყანას ფორმალურად მართავდნენ და მათი საქმეების შესახებ არც თუ ისე საკმარისი ინფორმაცია მოიპოვება. ისტორიკოსებს რამდენიმე ასეთი მეფის დასახელება ვთხოვეთ.

ვახტანგ II - მისი მეფობის წლები 1289-1292 წლებს მოიცავს. ის იყო დავით VI ნარინის ძე. დემეტრე II თავდადებულის სიკვდილით დასჯის შემდეგ, აღმოსავლეთ საქართველოში ხუტლუბუღას (სადუნ მანკაბერდელის ძე) რჩევით ყაენმა ვახტანგ II დაამტკიცა მეფედ. ამ უკანასკნელმა სულ სამი წელი იმეფა. ამ პერიოდში საქართველოში მონღოლები ბატონობენ, ქვეყნის მართვა-გამგეობა მათ ხელშია და ქართველ მეფეებს არც არაფერს ეკითხებოდნენ. ამ პერიოდში ბევრი ქართველი მეფე მხოლოდ  ფორმალურად იყო ქვეყნის მეფე, ერთ-ერთი ასეთი სწორედ ვახტანგ მეორეა. იმდროინდელი წყაროების ინფორმაციით, მას ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული საქმეები არ გაუკეთებია. დავით ნარინის სიკვდილის შემდეგ ვახტანგი დასავლეთ საქართველოსაც მიიღებდა მემკვიდრეობით, რასაც მონღოლთა მფლობელობის ქვეშ საქართველოს გამთლიანება მოჰყვებოდა, მაგრამ 1292 წელს მეფე ვახტანგი მოულოდნელად გარდაიცვალა. იგი გელათის მონასტერშია დაკრძალული.

დავით V - საქართველოს მეფე 1155 წელს სულ რაღაც ექვსი თვის განმავლობაში. ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველო არის გაერთიანებული და ძლიერი. დავით აღმაშენებლის შემდეგ გამეფდა მისი მემკვირდე დემეტრე პირველი, რომელიც 1125-1156 წლებში მეფობდა. დემეტრე პირველს 1155 წელს აუჯანყდა თავისი უფროსი ვაჟი დავით V, დემეტრე პირველი იძულებული გახდა მეფობაზე უარი ეთქვა, ის ბერის სამოსით აღიჭურვა და ტახტი შვილს დაუთმო, დავით V-მ თავი მეფედ გამოაცხადა. მას საკმაოდ მრავალრიცხვოვანი მხარდამჭერი ჰყავდა და მის გადაწყვეტილებაზე ამანაც დიდი გავლენა იქონია.

დავით აღმაშენებელის, დემეტრე პირველისა და დავით მეხუთის დროს საქართველო მუსულმანური სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლას აწარმოებდა, თუმცა როგორც წყაროები იუწყებიან, წინამორბედებისგან განსხვავებით დავით V-ს ბრძოლა არ უწარმოებია. მეფეს ქვეყნის შიგნით ისეთი სიტუაცია ჰქონდა, რომ საგარეო საქმეებისთვის არ ეცალა. ის ძირითადად პოზიციების გამყარებით და ძალაუფლების შენარჩუნებით იყო დაკავებული. დავით V გამეფებიდან ექვს თვეში გარდაიცვალა. ქართველი მემატიანე მოკლედ გადმოგვცემს ამ ამბავს: "დასუეს მეფედ ძე მისი დავით. იმეფა ექუს თუე და მოკუდა". სომეხი ისტორიკოსი მხითარ გოში დავითის სიკვდილს ორბელებს აბრალებს, მეორე სომეხი ისტორიკოსი ვარდანი კი პირდაპირ მიუთითებს მის მკვლელებს - სუმბატ და ივანე ორბელებს. დავითის სიკვდილის შემდეგ ტახტზე დროებით დემეტრე პირველი ავიდა და 1156 წელს მეფედ აკურთხა თავისი მეორე ვაჟიშვილი გიორგი III, თამარ მეფის მამა.

ვახტანგ IV - ალექსანდრე I დიდის მემკვიდრე, რომელმაც სულ რამდენიმე წელს იმეფა. ის იყო ერთიანი საქართველოს მეფე 1442-1446 წლებში. ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველო საკმაოდ დასუსტებულია და არცერთ სფეროში წინსვლა არ აქვს. ამას გარდა, ამ პერიოდში ქვეყნის ტერიტორიაზე სათავადოები ჩამოყალიბდა, რამაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოს დაშლას სამეფო-სამთავროებად. სწორედ ამ დროს მოუხდა ვახტანგ IV-ს მეფობა. ეს უკანასკნელი საკმაოდ ენერგიული, შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსისა და მხედართმთავრის, ალექსანდრე I დიდის შვილი იყო. ალექსანდრე 1442 წელს ბერად აღიკვეცა ათანასეს სახელით და მის შემდეგ მისი ვაჟი ვახტანგი გამეფდა. მან სულ ოთხი წელი იმეფა. ამ ხნის განმავლობაში ვახტანგ მეოთხის მოღვაწეობის შესახებ საკმაოდ მწირი ინფორმაცია მოიპოვება.

ყარა-ყოიუნლუს თურქმანთა სახელმწიფოს მბრძანებელი ჯეჰან-შაჰის შემოსვლა საქართველოში - ერთადერთი ფაქტია, რაც მოხდა ვახტანგ მეოთხის მეფობის დროს. ჯეჰან-შაჰი 1444 წელს მეორედ შემოესია საქართველოს და ახალციხეს დაესხა თავს. ქართველი მემატიანის ცნობით, ვახტანგ მეოთხემ მტერს ჯარი დაუხვედრა, თუმცა გამარჯვება არცერთ მხარეს არ დარჩა, რადგან მებრძოლები მხოლოდ ღამემ გაჰყარა, მეორე დილას კი ჯეჰან-შაჰს ბრძოლის ველი ჩუმად დაუტოვებია. ვახტანგ IV-ის მეფობა ხანმოკლე და ასე თუ ისე შეუმჩნეველი აღმოჩნდა, მისი გარდაცვალების შემდეგ სამეფო ტახტზე ავიდა ვახტანგის ძმა გიორგი VIII.

გიორგი VI მცირე - საქართველოს მეფე 1311-1318 წლებში. ის იყო დემეტრე II თავდადებულის შვილიშვილი, დავით VIII-ის ძე. მისი მეფობის პერიოდი მეთოთხმეტე საუკუნის დასაწყისია, ის დრო, როდესაც აღმოსავლეთ საქართველო მონღოლებს ჰქონდათ დაპყრობილი. დავით VIII-ს მონღოლებმა თავისი ძმები დაუპირისპირეს - ვახტანგ მესამე და გიორგი მეხუთე ბრწყინვალე. ეს უკანასკნელი მონღოლებმა თავიდან გაამეფეს 1299 წელს, მოგვიანებით 1318 წლიდან გიორგი მეხუთე ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი ხდება და 1346 წლამდე მეფობს.

გიორგი VI მცირეს აღმზრდელი ფაქტობრივად გიორგი მეხუთე იყო. გიორგი VI მცირე მონღოლთა ყაენის მიერ იყო მეფედ დასმული, თუმცა ქართულ წყაროებში მასზე არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება. უბრალოდ მოხსენიებულია, რომ გიორგი VI მცირე იყო მეფე, რომელიც იჯდა თბილისში, მისი მამა დავით მერვე კი აღმოსავლეთ საქართველოში იყო გაქცეული. გიორგი VI მცირე იყო ფორმალური მეფე, რომელიც 1318 წელს გარდაიცვალა და საქართველოს ერთპიროვნული მმართველი გიორგი მეხუთე ბრწყინვალე გახდა.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი"

შეიძლება თუ არა, რომ საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლა 1-ელ ოქტომბერს არ განახლდეს? - თამარ გაბუნიას პასუხი

ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"