უსუფაშვილი: "თუ ვინმეს არ ვესიმპათიურები, მაინც უნდა ამიტანოს, რადგან დემოკრატია ერთმანეთის ატანის ხელოვნებაა"
უსუფაშვილი: "ცოტა ხანში ყველაფერი პარლამენტსაც მოეკითხება - ოთხი წლის განმავლობაში ყველა მიღწევა და ცოდვა 2016 წელს მაგიდაზე დაიდება..."
თინას მინისტრობის გამო, თვალს არაფერზე დავხუჭავ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებების განხილვისას შეძლებს თუ არა ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას.
"ვისაც ჩემი და თინას საჯარო ურთიერთობა უნახავს, კარგად იცის, რომ ყოველთვის ერთმანეთის მთავარი ოპონენტები ჩვენ ვიყავით. საკუთარი მოვალეობები კარგად გვაქვს გაცნობიერებული. თუ ჩავთვლი, რომ რომელიმე კანონში არასწორი ცვლილება იგეგმება, თინას მინისტრობის გამო, თვალს არაფერზე დავხუჭავ.
კანონის მისაღებად 76 დეპუტატის ხმაა საჭირო, ჩემი ხმა იქ იქნება, სადაც ჩემი აზრით, სიმართლეა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.