ამერიკაში მოზარდ ბიჭუნებთან სექსუალურ კავშირში ბრალდებული კარატეს ქართველი კონსტრუქტორი ალექსანდრე სუმბაძე საქართველოშია. "იმედის კვირამ" დიპლომატის შვილთან ინტერვიუ ფარულად ჩაწერა.
"ეს ადამიანი არც ჩემი სტუდენტი არ იყო, არც არასრულწლოვანი არ იყო, არც დაძალებით იყო, არც არაფერი არანორმალური არ იყო. იყო შეთანხმებით სრულწლოვანთან, ისეთ პერიოდში როცა არც სუდენტები არ იყვნენ, არაფერი ხდებოდა. ეს ვიდეო იყო ჩემს კუთვნილებაში და სიმართლე გითხრათ დავიწყებული მქონდა, რომ მქონდა. იყო დაახლოებით 5-6 წლის წინ, არავითარი გაყიდვა და რაიმე საიტებზე ატვირთვა არ იყო" - განაცხადა ალექსანდრე სუმბაძემ.
შეგახსენებთ, რომ აპრილის თვეში, "ვაშინგტონ პოსტში" ქართველი ინსტრუქტორის შესახებ დაიწერა სტატია. გამოცემის თანახმად, მონტგომერის ოლქში მცხოვრები კარატეს ქართველი ინსტრუქტორი ინტერნეტში ბავშვთა პორნოგრაფიის ვიდეოებს ჰყიდდა. ამერიკული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 26 წლის ალექსანდრე სუმბაძე მოზარდებთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა კარატეს სტუდიაში, სადაც თავად მუშაობდა.
"1-ელ აპრილს პოლიციამ სუმბაძე დაკითხა, რა დროსაც მან აღიარა, რომ ინტერნეტში ბავშვთა პორნოგრაფიული ვიდეოებითა და ფოტოებით ვაჭრობდა. დაკითხვიდან ორი დღის შემდეგ, სუმბაძემ აშშ-ი დატოვა", - ნათქვამია პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პოლიციის განცხადებით, აღმოჩენილია რამდენიმე ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, რომ ალექსანდრე სუმბაძე სექსუალურ კავშირს ამყარებდა მოზარდ ბიჭუნებთან და ახალგაზრდა მამაკაცებთან. პოლიციის განცხადებით, ვიდეოები იმ დროს არის გადაღებული, როდესაც სუმბაძე კარატეს ინსტრუქტორი იყო. პოლიციის ცნობით, სავარაუდოდ, ახალგაზრდა მამაკაცებმა იცოდნენ, რომ მათ ვიდეოთი იღებდნენ. "პოლიციამ ალექსანდრე სუმბაძეზე დაკავების ორდერი გასცა", - ნათქვამია "ვაშინგტონ პოსტის" სტატიაში.
იხილეთ ასევე|26 წლის ქართველ ბიჭს აშშ-ს პოლიცია ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებისთვის ეძებს - რას წერს "ვაშინგტონ პოსტი" ძებნილზე