სამდღიანმა კოკისპირულმა წვიმამ და არაგვის ადიდებით გამოწვეულმა ღვარცოფებმა, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" არაგვის ხეობაში მდებარე სათავე ნაგებობების ფუნქციონირებას პრობლემა შეუქმნა. ამის შესახებ ნათქვამია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში.
"შექმნილმა მდგომარეობამ წყალმომარაგების ჩვეული რეჟიმების დარღვევა გამოიწვია. აღნიშნულის გამო, დღეს, დედაქალაქის ზოგიერთ უბანს წყალი შეფერხებებით მიეწოდება.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ამ დრომდე საგანგებო რეჟიმში მუშაობს, რაც გაგრძელდება მდგომარეობის სრულ სტაბილიზაციამდე და წყალმომარაგების ჩვეული რეჟიმების აღდგენამდე", -ნათქვამია განცხადებაში.
გთავაზობთ უბნების ჩამონათვალს, სადაც დღეს ღამის 2 საათზე წყალმომარაგება აღდგება:
ცენტროლიტის დასახლება, ანდრონიკაშვილის, ბიჭვინთის და რევოლუციის ქუჩები, კონიაკის დას; იპ.ივანოვის, ზარზმის,ილორის, სარაჯიშვილის ქ. თემქის IIIმ/რ, გლდანის მასივის III, IIIა, V, VI, VII, VIII მ/რ, გლდანულას დას; გაზის დას; ბერთუბნის დას; სოფ. გლდანი, სოფ. გიორგიწმინდა, მუხიანის I, II, III მ/რ, მუხიანის სამხედრო დასახლება, აგარაკები, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის საპატიმრო, "ჰაიდელბერგცემენტის" ბეტონის ქარხანა.