საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხვამლი - ქართველ მეფეთა განძთსადები
ხვამლი - ქართველ მეფეთა განძთსადები

"სწო­რედ აქ მო­ეს­მათ არ­გო­ნავ­ტებს პრო­მე­თეს, იმა­ვე ამი­რა­ნის გმინ­ვა"

რას ეძებ­და ჰიტ­ლე­რი კავ­კა­სი­ის მთებ­ში

ხვამ­ლის კლდით ჯერ კი­დევ ან­ტი­კურ ხა­ნა­ში და­ინ­ტე­რეს­დნენ ბერ­ძნე­ბი. მის მი­მართ სტა­ლი­ნი და ჰიტ­ლე­რიც არ მა­ლავ­დნენ ინ­ტე­რესს... 5 წლის წინ ხვამ­ლზე გუ­რამ გა­ბი­ძაშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მო­წყო­ბილ­მა ექ­სპე­დი­ცი­ამ ბევ­რი სა­ო­ცა­რი რამ აღ­მო­ა­ჩი­ნა. გვე­სა­უბ­რე­ბა და­ვით გო­გუ­ა­ძე, მკვლე­ვა­რი, კი­ნო­რე­ჟი­სო­რი, ხვამ­ლის ექ­სპე­დი­ცი­ის წევ­რი:

- ხვამ­ლის ექ­სპე­დი­ცია 2007 წელს და­ი­წყო. მისი ხელ­მძღვა­ნე­ლი გუ­რამ გა­ბი­ძაშ­ვი­ლი ლე­ჩხუ­მის სო­ფელ დერ­ჩი­დან იყო. ეს სო­ფე­ლი პირ­და­პირ უყუ­რებს ხვამ­ლის კლდეს. გუ­რა­მი ცდი­ლობ­და გა­ერ­კვია, რა სა­ი­დუმ­ლო­ე­ბას მა­ლავ­და ეს კლდის მა­სი­ვი. მან მო­ა­ხერ­ხა თან­ხე­ბის მო­ძი­ე­ბა და და­ი­წყო ბოლო დრო­ის ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ექ­სპე­დი­ცია. კვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბი იმ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოდ­გა, რომ 2009 წელს 3-წლი­ა­ნი გრან­ტი მო­ვი­პო­ვეთ და გა­ვაგ­რძე­ლეთ ხვამ­ლის შეს­წავ­ლა. სამ­წუ­ხა­როდ, 2010 წელს ექ­სპე­დი­ცი­ა­ში ყოფ­ნი­სას, გუ­რა­მი 50 წლის ასაკ­ში გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა...

- რას ნიშ­ნავს სი­ტყვა ხვამ­ლი?

- ხვამ­ლი ახა­ლი ტერ­მი­ნია. ადრე მას ხომ­ლი ერ­ქვა, რო­მე­ლიც სულ­ხან-სა­ბას ლექ­სი­კო­ნით ვარ­სკვლავთკრე­ბულს ნიშ­ნავს. ვა­ხუშ­ტი ბა­ტო­ნიშ­ვი­ლიც მის სა­ხელს ვარ­სკვლავს უკავ­ში­რებს: "რი­ო­ნის და­სავ­ლე­თით მთის ძირს არის ხომ­ლის კლდე ფრი­ად მა­ღა­ლი, მო­ი­გო ამან სა­ხე­ლი ესე სი­მაღ­ლით, ხომ­ლის ვარ­სკვლა­ვის სწო­რე­ბით".

ექ­სპე­დი­ცია ხვამ­ლის კლდე­ში არ­სე­ბუ­ლი ციხე-ქვა­ბუ­ლის შე­სას­წავ­ლად და­ი­წყო, სა­დაც, ჟამ­თა­აღ­მწერ­ლის ცნო­ბით, ქარ­თველ მე­ფე­თა განძთ­სა­დე­ბი უნდა ყო­ფი­ლი­ყო.

- ადრე თუ ყო­ფი­ლა ხვამ­ლზე ექ­სპე­დი­ცია?

- 1984 წელს ციხე-ქვა­ბულ­ში ავი­და ჯგუ­ფი "ხომ­ლი". მათი მი­ზა­ნი ძეგლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა და ფირ­ზე აღ­ბეჭდ­ვა იყო. მა­ნამ­დე ორი ექ­სპე­დი­ცია მო­ე­წყო ალი­ო­შა ჯა­ფა­რი­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით (1939 და 1945 წწ.). მათ და­ას­კვნეს, რომ გან­ძი დიდი ხნის გა­ტა­ნი­ლი იყო... არა­და, შიდა სივ­რცე სავ­სეა ჭე­რი­დან ჩა­მოყ­რი­ლი ქვით და მის გაწ­მენ­დას დიდი ხარ­ჯე­ბი სჭირ­დე­ბა...

რაც შე­ე­ხე­ბა ხვამ­ლის და­კავ­ში­რე­ბას ას­ტრო­ნო­მი­ას­თან, ძველ დრო­ში ას­ტრო­ნო­მი­ულ ცოდ­ნას ფლობ­დნენ ქუ­რუ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ფერს სა­ი­დუმ­ლოდ ინა­ხავ­დნენ და მხო­ლოდ გან­დო­ბი­ლებს გა­დას­ცემ­დნენ. ისი­ნი ამ­ბობ­დნენ, რომ ყვე­ლა­ფე­რი, რაც დე­და­მი­წა­ზე ხდე­ბა, ცაზე აი­სა­ხე­ბა. XVII სა­უ­კუ­ნის პო­ლო­ნე­ლი ას­ტრო­ლო­გის, იან გე­ვე­ლის ატ­ლას­ში ჰიდ­რას თა­ნა­ვარ­სკვლა­ვედს თუ მოვ­ძებ­ნით, უც­ნა­ურ პა­რა­ლელს გა­ვავ­ლებთ ხომლთან: გა­წო­ლილ გვე­ლე­შაპს თასი ზურ­გზე ად­გას, კუდ­თან კი ყო­რა­ნი უზის; ჰიდ­რას ქვე­მოთ არ­გოს თა­ნა­ვარ­სკვლა­ვე­დია, გვერ­დით - კენ­ტავ­რი­სა, რო­მელ­საც ძვე­ლად მხე­და­რი ერ­ქვა. შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, რომ ეს თასი იგი­ვე გრა­ა­ლია ან ოქ­როს საწ­მი­სი, ის საკ­რა­ლუ­რი ცოდ­ნა, რომ­ლის და­უფ­ლე­ბა­საც ცდი­ლობ­დნენ ბერ­ძნე­ბი, ეს კი ის ყო­რა­ნია, რო­მე­ლიც გულ-ღვიძლს უკორტნის კავ­კა­სი­ო­ნის მთა­ზე მი­ჯაჭ­ვულ პრო­მე­თეს. ექ­სპე­დი­ცი­ის დროს ხვამ­ლის ციხე-ქვა­ბუ­ლის კე­დელ­ზე ვნა­ხეთ პიქ­ტოგ­რა­მე­ბი, ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით. ხვამ­ლის თავ­ზე არ­სე­ბუ­ლი სა­ლო­ცა­ვის ძვე­ლი ფე­ნე­ბის გეგ­მა, მისი გან­ლა­გე­ბა მნა­თო­ბე­ბის და ვარ­სკვლა­ვე­ბის მი­მართ გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ აქ უძ­ვე­ლე­სი ობ­სერ­ვა­ტო­რია იყო.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

ხვამლი - ქართველ მეფეთა განძთსადები

ხვამლი - ქართველ მეფეთა განძთსადები

"სწორედ აქ მოესმათ არგონავტებს პრომეთეს, იმავე ამირანის გმინვა"

რას ეძებდა ჰიტლერი კავკასიის მთებში

ხვამლის კლდით ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში დაინტერესდნენ ბერძნები. მის მიმართ სტალინი და ჰიტლერიც არ მალავდნენ ინტერესს... 5 წლის წინ ხვამლზე გურამ გაბიძაშვილის ხელმძღვანელობით მოწყობილმა ექსპედიციამ ბევრი საოცარი რამ აღმოაჩინა. გვესაუბრება დავით გოგუაძე, მკვლევარი, კინორეჟისორი, ხვამლის ექსპედიციის წევრი:

- ხვამლის ექსპედიცია 2007 წელს დაიწყო. მისი ხელმძღვანელი გურამ გაბიძაშვილი ლეჩხუმის სოფელ დერჩიდან იყო. ეს სოფელი პირდაპირ უყურებს ხვამლის კლდეს. გურამი ცდილობდა გაერკვია, რა საიდუმლოებას მალავდა ეს კლდის მასივი. მან მოახერხა თანხების მოძიება და დაიწყო ბოლო დროის ყველაზე საინტერესო ექსპედიცია. კვლევების შედეგები იმდენად მნიშვნელოვანი გამოდგა, რომ 2009 წელს 3-წლიანი გრანტი მოვიპოვეთ და გავაგრძელეთ ხვამლის შესწავლა. სამწუხაროდ, 2010 წელს ექსპედიციაში ყოფნისას, გურამი 50 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა...

- რას ნიშნავს სიტყვა ხვამლი?

- ხვამლი ახალი ტერმინია. ადრე მას ხომლი ერქვა, რომელიც სულხან-საბას ლექსიკონით ვარსკვლავთკრებულს ნიშნავს. ვახუშტი ბატონიშვილიც მის სახელს ვარსკვლავს უკავშირებს: "რიონის დასავლეთით მთის ძირს არის ხომლის კლდე ფრიად მაღალი, მოიგო ამან სახელი ესე სიმაღლით, ხომლის ვარსკვლავის სწორებით".

ექსპედიცია ხვამლის კლდეში არსებული ციხე-ქვაბულის შესასწავლად დაიწყო, სადაც, ჟამთააღმწერლის ცნობით, ქართველ მეფეთა განძთსადები უნდა ყოფილიყო.

- ადრე თუ ყოფილა ხვამლზე ექსპედიცია?

- 1984 წელს ციხე-ქვაბულში ავიდა ჯგუფი "ხომლი". მათი მიზანი ძეგლის დათვალიერება და ფირზე აღბეჭდვა იყო. მანამდე ორი ექსპედიცია მოეწყო ალიოშა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით (1939 და 1945 წწ.). მათ დაასკვნეს, რომ განძი დიდი ხნის გატანილი იყო... არადა, შიდა სივრცე სავსეა ჭერიდან ჩამოყრილი ქვით და მის გაწმენდას დიდი ხარჯები სჭირდება...

რაც შეეხება ხვამლის დაკავშირებას ასტრონომიასთან, ძველ დროში ასტრონომიულ ცოდნას ფლობდნენ ქურუმები, რომლებიც ყველაფერს საიდუმლოდ ინახავდნენ და მხოლოდ განდობილებს გადასცემდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ ყველაფერი, რაც დედამიწაზე ხდება, ცაზე აისახება. XVII საუკუნის პოლონელი ასტროლოგის, იან გეველის ატლასში ჰიდრას თანავარსკვლავედს თუ მოვძებნით, უცნაურ პარალელს გავავლებთ ხომლთან: გაწოლილ გველეშაპს თასი ზურგზე ადგას, კუდთან კი ყორანი უზის; ჰიდრას ქვემოთ არგოს თანავარსკვლავედია, გვერდით - კენტავრისა, რომელსაც ძველად მხედარი ერქვა. შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ეს თასი იგივე გრაალია ან ოქროს საწმისი, ის საკრალური ცოდნა, რომლის დაუფლებასაც ცდილობდნენ ბერძნები, ეს კი ის ყორანია, რომელიც გულ-ღვიძლს უკორტნის კავკასიონის მთაზე მიჯაჭვულ პრომეთეს. ექსპედიციის დროს ხვამლის ციხე-ქვაბულის კედელზე ვნახეთ პიქტოგრამები, ზოდიაქოს ნიშნების გამოსახულებით. ხვამლის თავზე არსებული სალოცავის ძველი ფენების გეგმა, მისი განლაგება მნათობების და ვარსკვლავების მიმართ გვაფიქრებინებს, რომ აქ უძველესი ობსერვატორია იყო.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს