პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნანა ნებიერიძე: ''მამაკაცებს დავუმტკიცე, რომ ქალებიც მაგარი მძღოლები არიან...''
ნანა ნებიერიძე: ''მამაკაცებს დავუმტკიცე, რომ ქალებიც მაგარი მძღოლები არიან...''

"ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" ამ სე­ზონ­ში ნანა ნე­ბი­ე­რი­ძე მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე მსა­ხი­ო­ბის ამ-პლუ­ა­ში წარ­დგა, ან­კას დე­დის, ლა­ლას და­ქალს თა­მა­შობს და სხვა­თა შო­რის, ეს ფაქ­ტო­რი თურ­მე პატ­რულ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­შიც ეხ­მა­რე­ბა. ნა­ნას სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ამ­ბე­ბი გა­მოვ­კი­თხეთ.

- მან­ქა­ნე­ბი ბავ­შვო­ბი­დან მა­ინ­ტე­რე­სებ­და, ჩემი ოც­ნე­ბა იყო, მყო­ლო­და ავ­ტო­მო­ბი­ლი და ეს ოც­ნე­ბა 20 წლი­სამ ავიხ­დი­ნე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მხარ­ჯვე­ლი ვარ და ფული არ მი­ჩერ­დე­ბა, მან­ქა­ნის შე­სა­ძე­ნად ფულს დიდ­ხანს ვაგ­რო­ვებ­დი. მა­შინ ავ­ტო­ბაზ­რო­ბა დი­ღომ­ში იყო, მი­ვე­დი და ვი­ყი­დე "ფორდ სი­ე­რა". ტა­რე­ბის სას­წავ­ლად ავ­ტოს­კო­ლა­ში არ მივ­ლია, რა­ღაც­ნა­ი­რად თვი­თონ ვის­წავ­ლე, ალ­ბათ, იმ­დე­ნად მინ­დო­და მარ­თვა, ამ თვალ­საზ­რი­სით პრობ­ლე­მა არ შემ­ქმნია. ბი­ლე­თებ­საც თვი­თონ გა­ვარ­თვი თავი და მარ­თვის მოწ­მო­ბა ავი­ღე. ჩემი პირ­ვე­ლი მან­ქა­ნა ავ­ტო­მა­ტი­კა იყო, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ ვი­ყი­დე "ნივა", მე­ქა­ნი­კა და საკ­მა­ოდ უხე­შად სა­მარ­თა­ვი მან­ქა­ნა, მით უმე­ტეს ქა­ლის­თვის. იმ პე­რი­ოდ­ში მე­ქა­ნი­კის ტა­რე­ბა არ ვი­ცო­დი, ამი­ტომ მა­მა­ჩემს ვა­ჩუ­ქე, თუმ­ცა და­ვინ­ტე­რეს­დი და ნელ-ნელა მე­ქა­ნი­კის ტა­რე­ბაც ჩე­მით ვის­წავ­ლე. თან, იმ­დე­ნად მო­მე­წო­ნა, დღემ­დე მე­ქა­ნი­კით დავ­დი­ვარ, მომ­წონს და პრობ­ლე­მას არ მიქ­მნის. ყვე­ლა მე­უბ­ნე­ბა, რად გინ­და, ავ­ტო­მა­ტი­კა იყი­დეო, მაგ­რამ, ჯერ­ჯე­რო­ბით ეს მაკ­მა­ყო­ფი­ლებს.

- გარ­და ამი­სა, რა მო­თხოვ­ნე­ბი გაქვთ მან­ქა­ნის მი­მართ?

- სი­მარ­თლე გი­თხრა, ამ სა­კი­თხში მა­ინ­ცდა­მა­ინც პრე­ტენ­ზი­უ­ლი არ ვარ. ზა­ფხულ­ში კონ­დი­ცი­ო­ნე­რი კარ­გად უნდა მუ­შა­ობ­დეს და ზამ­თარ­ში – გა­მათ­ბო­ბე­ლი. ჩემი ძი­რი­თა­დი მო­თხოვ­ნა ესაა, "პოლ­ნი ნა­ვა­როტ­კებს" არ ვი­თხოვ (იღი­მის). ამას­თან, მნიშ­ვნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებ იმა­საც, რამ­დე­ნად ცოტა საწ­ვავს მო­იხ­მარს მან­ქა­ნა. ჩემ­თვის ავ­ტო­მო­ბი­ლი არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნივ­თი, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის სა­ჭი­როა, სახ­ლის­თვის, სამ­სა­ხუ­რის­თვის, ბავ­შვის­თვის, დას­ვე­ნე­ბის­თვის, გა­და­ღე­ბის­თვის, მა­ღა­ზი­ის­თვის და ა.შ.

- მან­ქა­ნის ტექ­ნი­კურ სა­კითხს თა­ვად აგ­ვა­რებთ, ერ­კვე­ვით?

- ვერა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩემი მან­ქა­ნა ახა­ლია და ხში­რად არ მი­წევს ავ­ტო­ტექ­მომ­სა­ხუ­რე­ბის ოფის­ში სი­ა­რუ­ლი. ერ­თა­დერ­თი, რაც ვიცი, ესაა ზე­თი­სა და ჰა­ე­რის ფილტრე­ბის გა­მოც­ვლა.

- შუა გზა­ში მან­ქა­ნა გაგ­ჩე­რე­ბი­ათ?

- კი, ერთხელ შუა გზა­ში და­მეშ­ვა სა­ბუ­რა­ვი, ვი­ქე­ქე სა­ბარ­გულ­ში, ძლივს ვი­პო­ვე "დანკრა­ტი", მაგ­რამ გა­მო­ყე­ნე­ბაც კი არ ვი­ცო­დი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მა­მა­კა­ცებ­მა რომ და­მი­ნა­ხეს ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, და­მეხ­მარ­ნენ. სი­მარ­თლე გი­თხრა, არც ვღე­ლავ­დი, რად­გან დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი და არა­მარ­ტო, გზა­ზე პრობ­ლე­მის წი­ნა­შე მდგარ ქალს რომ და­ი­ნა­ხავს, აუ­ცი­ლებ­ლად და­ეხ­მა­რე­ბა.

- სის­წრა­ფე გიყ­ვართ?

- ადრე ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და, მაგ­რამ დღეს ნაკ­ლე­ბად. ქა­ლის­თვის 2.2 ან 2.0-იანი ძრა­ვა საკ­მა­რი­სია. ვიცი, რომ სიჩ­ქა­რე კარ­გს არა­ფერს მო­ი­ტანს, ამი­ტომ ვცდი­ლობ, ფრთხი­ლად ვია-რო, მით უმე­ტეს, რომ კა­ნონ­მორ­ჩი­ლი მძღო­ლი ვარ.

- პატ­რუ­ლი რამ­დე­ნად ხში­რად გა­ჩე­რებთ და გა­ჯა­რი­მებთ?

- ჯა­რი­მა პრაქ­ტი­კუ­ლად არ მაქვს, ჩემი პრობ­ლე­მა სა­ჭეს­თან ტე­ლე­ფო­ნით სა­უ­ბა­რია. არ არ­სე­ბობს, მან­ქა­ნის მარ­თვის დროს და­მირ­ე­კონ, ვუ­პა­სუ­ხო და უცებ სა­ი­დან­ღაც ჩემ გვერ­დით პა-ტრუ­ლის მან­ქა­ნა არ გა­მოჩ­ნდეს, ბევ­რჯერ იყო შემ­თხვე­ვა, როცა შე­ღა­ვა­თი გა­მი­წი­ეს, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. ახლა უკვე, რო­გორც ლა­ლას და­ქალს, "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი­დან", ისე აღ­მიქ­ვა­მენ (იცი­ნის).

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა

ნანა ნებიერიძე: ''მამაკაცებს დავუმტკიცე, რომ ქალებიც მაგარი მძღოლები არიან...''

ნანა ნებიერიძე: ''მამაკაცებს დავუმტკიცე, რომ ქალებიც მაგარი მძღოლები არიან...''

''ჩემი ცოლის დაქალების'' ამ სეზონში ნანა ნებიერიძე მაყურებლის წინაშე მსახიობის ამ-პლუაში წარდგა, ანკას დედის, ლალას დაქალს თამაშობს და სხვათა შორის, ეს ფაქტორი თურმე პატრულთან ურთიერთობაშიც ეხმარება. ნანას საავტომობილო ამბები გამოვკითხეთ.

- მანქანები ბავშვობიდან მაინტერესებდა, ჩემი ოცნება იყო, მყოლოდა ავტომობილი და ეს ოცნება 20 წლისამ ავიხდინე. მიუხედავად იმისა, რომ მხარჯველი ვარ და ფული არ მიჩერდება, მანქანის შესაძენად ფულს დიდხანს ვაგროვებდი. მაშინ ავტობაზრობა დიღომში იყო, მივედი და ვიყიდე ''ფორდ სიერა''. ტარების სასწავლად ავტოსკოლაში არ მივლია, რაღაცნაირად თვითონ ვისწავლე, ალბათ, იმდენად მინდოდა მართვა, ამ თვალსაზრისით პრობლემა არ შემქმნია. ბილეთებსაც თვითონ გავართვი თავი და მართვის მოწმობა ავიღე. ჩემი პირველი მანქანა ავტომატიკა იყო, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ ვიყიდე ''ნივა'', მექანიკა და საკმაოდ უხეშად სამართავი მანქანა, მით უმეტეს ქალისთვის. იმ პერიოდში მექანიკის ტარება არ ვიცოდი, ამიტომ მამაჩემს ვაჩუქე, თუმცა დავინტერესდი და ნელ-ნელა მექანიკის ტარებაც ჩემით ვისწავლე. თან, იმდენად მომეწონა, დღემდე მექანიკით დავდივარ, მომწონს და პრობლემას არ მიქმნის. ყველა მეუბნება, რად გინდა, ავტომატიკა იყიდეო, მაგრამ, ჯერჯერობით ეს მაკმაყოფილებს.

- გარდა ამისა, რა მოთხოვნები გაქვთ მანქანის მიმართ?

- სიმართლე გითხრა, ამ საკითხში მაინცდამაინც პრეტენზიული არ ვარ. ზაფხულში კონდიციონერი კარგად უნდა მუშაობდეს და ზამთარში – გამათბობელი. ჩემი ძირითადი მოთხოვნა ესაა, ''პოლნი ნავაროტკებს'' არ ვითხოვ (იღიმის). ამასთან, მნიშვნელობას ვანიჭებ იმასაც, რამდენად ცოტა საწვავს მოიხმარს მანქანა. ჩემთვის ავტომობილი არის აუცილებელი ნივთი, რომელიც ყოველთვის საჭიროა, სახლისთვის, სამსახურისთვის, ბავშვისთვის, დასვენებისთვის, გადაღებისთვის, მაღაზიისთვის და ა.შ.

- მანქანის ტექნიკურ საკითხს თავად აგვარებთ, ერკვევით?

- ვერა. საბედნიეროდ, ჩემი მანქანა ახალია და ხშირად არ მიწევს ავტოტექმომსახურების ოფისში სიარული. ერთადერთი, რაც ვიცი, ესაა ზეთისა და ჰაერის ფილტრების გამოცვლა.

- შუა გზაში მანქანა გაგჩერებიათ?

- კი, ერთხელ შუა გზაში დამეშვა საბურავი, ვიქექე საბარგულში, ძლივს ვიპოვე ''დანკრატი'', მაგრამ გამოყენებაც კი არ ვიცოდი. საბედნიეროდ, მამაკაცებმა რომ დამინახეს ასეთ მდგომარეობაში, დამეხმარნენ. სიმართლე გითხრა, არც ვღელავდი, რადგან დარწმუნებული ვიყავი, ქართველი მამაკაცი და არამარტო, გზაზე პრობლემის წინაშე მდგარ ქალს რომ დაინახავს, აუცილებლად დაეხმარება.

- სისწრაფე გიყვართ?

- ადრე ძალიან მიყვარდა, მაგრამ დღეს ნაკლებად. ქალისთვის 2.2 ან 2.0-იანი ძრავა საკმარისია. ვიცი, რომ სიჩქარე კარგს არაფერს მოიტანს, ამიტომ ვცდილობ, ფრთხილად ვია-რო, მით უმეტეს, რომ კანონმორჩილი მძღოლი ვარ.

- პატრული რამდენად ხშირად გაჩერებთ და გაჯარიმებთ?

- ჯარიმა პრაქტიკულად არ მაქვს, ჩემი პრობლემა საჭესთან ტელეფონით საუბარია. არ არსებობს, მანქანის მართვის დროს დამირეკონ, ვუპასუხო და უცებ საიდანღაც ჩემ გვერდით პა-ტრულის მანქანა არ გამოჩნდეს, ბევრჯერ იყო შემთხვევა, როცა შეღავათი გამიწიეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' ვმონაწილეობდი. ახლა უკვე, როგორც ლალას დაქალს, ''ჩემი ცოლის დაქალებიდან'', ისე აღმიქვამენ (იცინის).

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება