თბილისში, უეფა-ს სუპერთასზე, რომელიც "დინამო არენაზე" 11 აგვისტოს გაიმართება, ერთამენთს "ბარსელონა" და "სევილია" დაუპირისპირდებიან .
სუპერთასზე ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის გამარჯვებულები ხვდებიან.
ჩემპიონთა ლიგის ფინალში დღეს "ბარსელონამ" ტურინის "იუვენტუსი" ანგარიშით 3:1 დაამარცხა. გოლები ივან რაკიტიჩმა ("ბარსელონა"), ალვარო მორატამ ("იუვენტუსი") , ლუის სუარესმა ("ბარსელონა") და ნეიმარმა ("ბარსელონა) გაიტანეს.
სუპერთასზე საქართველოს დედაქალაქს ეწვევიან ისეთი საფეხბურთო ვარსკვლავები, როგორებიც არიან ლიონელ მესი, ნეიმარი, სუარესი, ანდრეს ინიესტა, ხერარდ პიკე და სხვები. "სევილიამ" კი ევროპის ლიგის ფინალში დნეპროპეტროვსკის "დნიპრო" დაამარცხა.
თბილისი ასეთი მასშტაბის საფეხბურთო შეხვედრას პირველად მასპინძლობს.