Faceამბები
კონფლიქტები
პოლიტიკა

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთმა შესაბამისი ფასი უნდა გადაიხადოს იმისათვის, რაც მან ჩაიდინა საქართველოსა და უკრაინაში - თამარ ბერუჩაშვილი
რუსეთმა შესაბამისი ფასი უნდა გადაიხადოს იმისათვის, რაც მან ჩაიდინა საქართველოსა და უკრაინაში - თამარ ბერუჩაშვილი

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა თა­მარ ბე­რუ­ჩაშ­ვილ­მა მონ­ტე­ნეგ­რო­ში ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში ყო­ველ­წლი­ურ ფო­რუმ­ში - TO BE SECURE.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, უსაფრ­თხო­ე­ბის ფო­რუმ­ში ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ მონ­ტე­ნეგ­როს, ხორ­ვა­ტი­ის, ბოს­ნია-ჰერ­ცო­გო­ვი­ნის, ბულ­გა­რე­თის საგ­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბი.

კონ­ფე­რენ­ცი­ის მთა­ვა­რი თემა ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი და სა­ერ­თა­შო­რი­სო უსაფრ­თხო­ე­ბა, ნატო-ს წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი, ბრძო­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო ტე­რო­რიზ­მთან და ვი­თა­რე­ბა აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის რე­გი­ონ­ში, უკ­რა­ი­ნის კრი­ზი­სი და მისი დაძ­ლე­ვის გზე­ბი იყო.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა კონ­ფე­რენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო დის­კუ­სი­ა­ში უკ­რა­ი­ნის კრი­ზის­ზე, სა­დაც რუ­მი­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს­თან, სა­ერ­თა­შო­რი­სო ანა­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ექ­სპერ­ტებ­თან ერ­თად გა­ნი­ხი­ლავ­დნენ უკ­რა­ი­ნა­ში შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას, კრი­ზი­სის მოგ­ვა­რე­ბის გზებს, მის გავ­ლე­ნას ევ­რო­პულ და გლო­ბა­ლურ უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე, ასე­ვე იმ აუ­ცი­ლე­ბელ ნა­ბი­ჯებს რაც უნდა გა­და­იდ­გას სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის მხრი­დან რუ­სე­თის შემ­დგო­მი აგ­რე­სი­ის შე­სა­ჩე­რებ­ლად.

სა­გა­რეო უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­კუ­თარ გა­მოს­ვლა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა უკ­რა­ი­ნა­სა და ზო­გა­დად, რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის მოგ­ვა­რე­ბის გზებ­ზე სა­უბ­რი­სას ხაზი გა­უს­ვა და­სავ­ლე­თის ერ­თი­ა­ნი და მტკი­ცე პო­ზი­ცი­ის არ­სე­ბო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას.

"რუ­სეთ­მა შე­სა­ბა­მი­სი ფასი უნდა გა­და­ი­ხა­დოს იმი­სათ­ვის, რაც მან ჩა­ი­დი­ნა სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნა­ში. სა­ჭი­როა და­სავ­ლე­თის ერ­თი­ა­ნი, მტკი­ცე და პერ­მა­ნენ­ტუ­ლი პო­ზი­ცია, მხარ­და­ჭე­რა იმ ქვეყ­ნე­ბის, ვინც გა­ა­კე­თეს თა­ვი­სი სუ­ვე­რე­ნუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი და რის გა­მოც ისი­ნი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ის­ჯე­ბი­ან", - გა­ნა­ცხა­და ბე­რუ­ჩაშ­ვილ­მა.

სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სე­თის აგ­რე­სი­უ­ლი პო­ლი­ტი­კის გან­ხილ­ვი­სას დი­კუ­სი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა 2008 წლის ომი გა­იხ­სე­ნეს, აღი­ნიშ­ნა, რომ უკ­რა­ი­ნის კრი­ზი­სი სწო­რედ 2008 წლის ომის შე­დე­გე­ბის გაგ­რძე­ლე­ბაა, რად­გან, სამ­წუ­ხა­როდ, მა­შინ სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბამ მოს­კო­ვის აგ­რე­სი­ა­ზე შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა არ მო­ახ­დი­ნა.

2008 წლის აგ­ვის­ტოს ომზე ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა. სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა რუ­სე­თის ანექ­სი­უ­რი პო­ლი­ტი­კის გაგ­რძე­ლე­ბად მო­იყ­ვა­ნა აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მებ­თან რუ­სე­თის მიერ გა­ფორ­მე­ბუ­ლი ე.წ. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი.

"უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი, ყვე­ლა კომ­პო­ნენ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ჰიბ­რი­დუ­ლი ომი გახ­ლავთ, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თა­ლი დიდი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დგას. ეს არის გა­მოწ­ვე­ვა ევ­რო­პუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბი­სა, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმ ქვეყ­ნე­ბი­სათ­ვის რომ­ლე­ბიც ევ­რო­პუ­ლი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი სივ­რცე­ე­ბის­კენ მი­ის­წრაფ­ვი­ან. მინ­და შე­გახ­სე­ნოთ, რომ უკ­რა­ი­ნა არ არის ცალ­კე­უ­ლი შემ­თხვე­ვა. რუ­სეთ­მა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა ჯერ კი­დევ 90-იან წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­მო­ი­წყო კონ­ფლიქ­ტე­ბის სა­ხით აფხა­ზეთ­სა და სამ­ხრეთ ოსეთ­ში. 2008 წელს კი სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სეთს შო­რის ღია ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან ომს ჰქონ­და ად­გი­ლი, რა­მაც ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ის 20%-ის ოკუ­პა­ცია გა­მო­იწ­ვია. სამ­წუ­ხა­როდ, მა­შინ სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბამ სა­თა­ნა­დოდ ვერ შე­ა­ფა­სა ვი­თა­რე­ბა, ამი­ტომ დღეს სა­ხე­ზე გვაქვს ე.წ. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი აფხა­ზე­თის და სამ­ხრეთ ოსე­თის სე­პა­რა­ტის­ტურ რე­ჟი­მებ­თან ასო­ცი­რე­ბა­სა და ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზე. ეს კი წარ­მო­ად­გენს პირ­და­პირ ანექ­სი­ას სუ­ვე­რე­ნუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­სა, რაც ყი­რი­მის ანექ­სი­ის შემ­დეგ და­ი­წყო და იმ პრო­ცე­სე­ბის გაგ­რძე­ლე­ბაა, რა­საც რუ­სე­თის მიერ ძვე­ლი გავ­ლე­ნის სფე­რო­ე­ბის აღ­დგე­ნა ეწო­დე­ბა.

ამით რუ­სე­თი სჯის იმ ქვეყ­ნებს, რო­მელ­თა არ­ჩე­ვა­ნიც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის თა­ვი­სუ­ფალ არ­ჩე­ვან­ზე. ქარ­თველ­მა და უკ­რა­ი­ნელ­მა ხალ­ხმა გა­ა­კე­თა თა­ვი­სი არ­ჩე­ვა­ნი და მათი არ­ჩე­ვა­ნი არის ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თალ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ევ­რო­პუ­ლი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა. ეს არ­ჩე­ვა­ნი არა­ვის წი­ნა­აღ­მდეგ არ გა­კე­თე­ბუ­ლა. არა­ვის არ ააქვს უფ­ლე­ბა ამ არ­ჩე­ვანს ვეტო და­ა­დოს. ეს არის ერ­თა­დერ­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ გა­ფარ­თოვ­დეს დე­მოკ­რა­ტი­ის, მშვი­დო­ბის და კე­თილ­დღე­ო­ბის სივ­რცე რე­გი­ონ­ში. ამი­ტომ ღია კა­რის პო­ლი­ტი­კა უზო­მოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ყვე­ლა იმ ქვე­ყა­ნას რო­მელ­საც შე­უძ­ლია, აქვს სურ­ვი­ლი და არ იშუ­რე­ბენ ძა­ლის­ხმე­ვას უნდა მი­ე­ცეს არ­ჩე­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით წას­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა", - გა­ნა­ცხდა ბე­რუ­ჩაშ­ვილ­მა.

სა­გა­რეო უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, TO BE SECURE - მა­ღა­ლი დო­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის ფო­რუ­მია, რო­მე­ლიც მონ­ტე­ნეგ­რო­ში ყო­ველ წელს იმარ­თე­ბა და უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და გლო­ბა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხებ­ზე მო­მუ­შა­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტებს, პო­ლი­ტი­კო­სებს და მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს აერ­თი­ა­ნებს.

ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია მონ­ტე­ნეგ­როს ატ­ლან­ტი­კუ­რი საბ­ჭო. 2015 წლის ფო­რუ­მი მონ­ტე­ნეგ­როს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მირო დუ­კა­ნო­ვიჩ­მა გახ­სნა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

სი­ახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ახ­ლე­ე­ბი თავ­სდე­ბა.

რუსეთმა შესაბამისი ფასი უნდა გადაიხადოს იმისათვის, რაც მან ჩაიდინა საქართველოსა და უკრაინაში - თამარ ბერუჩაშვილი

რუსეთმა შესაბამისი ფასი უნდა გადაიხადოს იმისათვის, რაც მან ჩაიდინა საქართველოსა და უკრაინაში - თამარ ბერუჩაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა მონტენეგროში ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო უსაფრთხოების საკითხებში ყოველწლიურ ფორუმში - TO BE SECURE.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, უსაფრთხოების ფორუმში ასევე მონაწილეობდნენ მონტენეგროს, ხორვატიის, ბოსნია-ჰერცოგოვინის, ბულგარეთის საგრეო საქმეთა მინისტრები.

კონფერენციის მთავარი თემა ევროატლანტიკური და საერთაშორისო უსაფრთხოება, ნატო-ს წინაშე არსებული გამოწვევები, ბრძოლა საერთაშორისო ტერორიზმთან და ვითარება აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, უკრაინის კრიზისი და მისი დაძლევის გზები იყო.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კონფერენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში უკრაინის კრიზისზე, სადაც რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, საერთაშორისო ანალიტიკური ორგანიზაციების ექსპერტებთან ერთად განიხილავდნენ უკრაინაში შექმნილ ვითარებას, კრიზისის მოგვარების გზებს, მის გავლენას ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებაზე, ასევე იმ აუცილებელ ნაბიჯებს რაც უნდა გადაიდგას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან რუსეთის შემდგომი აგრესიის შესაჩერებლად.

საგარეო უწყების ინფორმაციით, საკუთარ გამოსვლაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინასა და ზოგადად, რეგიონში არსებული ვითარების მოგვარების გზებზე საუბრისას ხაზი გაუსვა დასავლეთის ერთიანი და მტკიცე პოზიციის არსებობის მნიშვნელობას.

"რუსეთმა შესაბამისი ფასი უნდა გადაიხადოს იმისათვის, რაც მან ჩაიდინა საქართველოსა და უკრაინაში. საჭიროა დასავლეთის ერთიანი, მტკიცე და პერმანენტული პოზიცია, მხარდაჭერა იმ ქვეყნების, ვინც გააკეთეს თავისი სუვერენული არჩევანი და რის გამოც ისინი, ფაქტობრივად, ისჯებიან", - განაცხადა ბერუჩაშვილმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის აგრესიული პოლიტიკის განხილვისას დიკუსიის მონაწილეებმა 2008 წლის ომი გაიხსენეს, აღინიშნა, რომ უკრაინის კრიზისი სწორედ 2008 წლის ომის შედეგების გაგრძელებაა, რადგან, სამწუხაროდ, მაშინ საერთაშორისო თანამეგობრობამ მოსკოვის აგრესიაზე შესაბამისი რეაგირება არ მოახდინა.

2008 წლის აგვისტოს ომზე ყურადღება გაამახვილა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის ანექსიური პოლიტიკის გაგრძელებად მოიყვანა აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან რუსეთის მიერ გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულებები.

"უკრაინაში მიმდინარე პროცესები, ყველა კომპონენტის გათვალისწინებით ჰიბრიდული ომი გახლავთ, საერთაშორისო სამართალი დიდი გამოწვევის წინაშე დგას. ეს არის გამოწვევა ევროპული უსაფრთხოებისა, რაც მნიშვნელოვანია იმ ქვეყნებისათვის რომლებიც ევროპული და ევროატლანტიკური სივრცეებისკენ მიისწრაფვიან. მინდა შეგახსენოთ, რომ უკრაინა არ არის ცალკეული შემთხვევა. რუსეთმა ყველაფერი გააკეთა ჯერ კიდევ 90-იან წლებში საქართველოში წამოიწყო კონფლიქტების სახით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. 2008 წელს კი საქართველო-რუსეთს შორის ღია ფართომასშტაბიან ომს ჰქონდა ადგილი, რამაც ჩვენი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია გამოიწვია. სამწუხაროდ, მაშინ საერთაშორისო თანამეგობრობამ სათანადოდ ვერ შეაფასა ვითარება, ამიტომ დღეს სახეზე გვაქვს ე.წ. ხელშეკრულებები აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტურ რეჟიმებთან ასოცირებასა და ინტეგრაციაზე. ეს კი წარმოადგენს პირდაპირ ანექსიას სუვერენული საქართველოს ტერიტორიებისა, რაც ყირიმის ანექსიის შემდეგ დაიწყო და იმ პროცესების გაგრძელებაა, რასაც რუსეთის მიერ ძველი გავლენის სფეროების აღდგენა ეწოდება.

ამით რუსეთი სჯის იმ ქვეყნებს, რომელთა არჩევანიც ორიენტირებულია საგარეო პოლიტიკის თავისუფალ არჩევანზე. ქართველმა და უკრაინელმა ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი და მათი არჩევანი არის ღირებულებებზე და საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული ევროპული და ევროატლანტიკური საზოგადოება. ეს არჩევანი არავის წინააღმდეგ არ გაკეთებულა. არავის არ ააქვს უფლება ამ არჩევანს ვეტო დაადოს. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომ გაფართოვდეს დემოკრატიის, მშვიდობის და კეთილდღეობის სივრცე რეგიონში. ამიტომ ღია კარის პოლიტიკა უზომოდ მნიშვნელოვანია და ყველა იმ ქვეყანას რომელსაც შეუძლია, აქვს სურვილი და არ იშურებენ ძალისხმევას უნდა მიეცეს არჩეული მიმართულებით წასვლის საშუალება", - განაცხდა ბერუჩაშვილმა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, TO BE SECURE - მაღალი დონის უსაფრთხოების ფორუმია, რომელიც მონტენეგროში ყოველ წელს იმართება და უსაფრთხოებისა და გლობალური პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ექსპერტებს, პოლიტიკოსებს და მთავრობის წარმომადგენლებს აერთიანებს.

ღონისძიების ორგანიზატორია მონტენეგროს ატლანტიკური საბჭო. 2015 წლის ფორუმი მონტენეგროს პრემიერ-მინისტრმა მირო დუკანოვიჩმა გახსნა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."