მსოფლიო
სამართალი

13

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამხედრო
კონფლიქტები
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვინ არის ეს ბავშვი, სად იმყოფება და რაც მთავარია, არის თუ არა ცოცხალი" - ქართველი მასაჟისტის ვიდეომ, რომელიც ჩვილს წყალში აბანავებს დასავლეთში დიდი აღშფოთება გამოიწვია
"ვინ არის ეს ბავშვი, სად იმყოფება და რაც მთავარია, არის თუ არა ცოცხალი" - ქართველი მასაჟისტის ვიდეომ, რომელიც ჩვილს წყალში აბანავებს დასავლეთში დიდი აღშფოთება გამოიწვია

სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დეო, რო­მელ­შიც მა­სა­ჟის­ტი თვე­ე­ბის ჩვილს წყალ­ში მა­საჟს უკე­თებს, მრა­ვა­ლი უცხო­უ­რი გა­მო­ცე­მის გან­ხილ­ვის საგ­ნად იქცა.

"შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ვი­დეო, რო­მელ­შიც ახალ­შო­ბილს წყალ­ში აყურ­ყუ­მა­ლა­ვე­ბენ, კვლავ რჩე­ბა ფე­ის­ბუქ­ზე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აშ­კა­რაა ბავ­შვზე ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტი", - წერს USA Today.

"ჩვენც რო­გორც სხვე­ბი ვთვლით, რომ ასე­თი ქცე­ვა აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლია. ჩვენ ვშლით ყვე­ლა­ნა­ირ პოსტს, რო­მე­ლიც ახა­ლი­სებს ან მხარს უჭერს ძა­ლა­დობ­რივ ქცე­ვას. ისეთ შემ­თხვე­ვებ­ში, რო­დე­საც ხდე­ბა ქმე­დე­ბის დაგ­მო­ბა, მის შე­სა­ხებ ხალ­ხის ინ­ფორ­მი­რე­ბა, ჩვენ ვი­დე­ოს გაფრ­თხი­ლე­ბას ვა­დებთ და 18 წლამ­დე ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ცენ­ზუ­რას ვუ­კე­თებთ", - გა­ნუ­ცხა­და გა­მო­ცე­მა USA Today-ს "ფე­ის­ბუ­ქის" ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ.

"თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ვი­დეო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რჩე­ბა იმის­თვის, რომ მოხ­დეს ხალ­ხის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა".

მე­დი­ა­ში და­წე­რი­ლი უამ­რა­ვი კრი­ტი­კუ­ლი სტა­ტი­ის გარ­და, ვი­დე­ოს "ბავ­შვთა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის აღ­მო­ფხვრის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბაც" ეხ­მა­უ­რე­ბა, რო­მე­ლიც ბრი­ტა­ნეთ­შია და­არ­სე­ბუ­ლი: "ჩვენ ძა­ლი­ან ვართ შე­წუ­ხე­ბუ­ლი ბავ­შვი­სად­მი ასე­თი მო­პყრო­ბის გამო და ჩვენ­თვის სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლი და გა­ურ­კვე­ვე­ლია, რა­ტომ არ ამო­ი­ღო ფე­ის­ბუქ­მა თა­ვის სივ­რცი­დან ეს სა­ში­ნე­ლი ვი­დეო", - ნათ­ქვა­მია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ამე­რი­კუ­ლიორ­გა­ნი­ზა­ცია childhelp-ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დი­რექ­ტო­რი კრის­ტი­ნა მარ­ტი­ნე­სი ამ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას აკე­თებს: "ხალ­ხს აინ­ტე­რე­სებს, ვინ არის ეს ბავ­შვი, სად იმ­ყო­ფე­ბა და რაც მთა­ვა­რია, არის თუ არა ცო­ცხა­ლი". მარ­ტი­ნეს­მა აგ­რეთ­ვე ვი­დე­ოს ბავ­შვზე ძა­ლა­დო­ბის მა­გა­ლი­თი უწო­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ვი­დე­ომ სა­ქარ­თვე­ლო­შიც დიდი მით­ქმა-მოთ­ქმა გა­მო­იწ­ვია. "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე Georgian Moms, ქარ­თვე­ლი დე­დე­ბი აღ­შფო­თე­ბას ვერ მა­ლა­ვენ:

"ამ ვი­დე­ოს შემ­დეგ, ისე­თი შოკი გან­ვი­ცა­დე, სულ ჩემ პა­ტა­რას ვე­ფე­რე­ბი, ეს რა უბე­დუ­რე­ბაა"; "ისე შე­იძ­ლე­ბა გა­უ­ტყდეს ძვლე­ბი, ვერც გა­ი­გებთ! ბო­ლოს ტი­რი­ლის­გან და­ი­ღა­ლა და აღარ ტი­რის. იყო ასე­თი შემ­თხვე­ვა, ასე­თი მა­სა­ჟის დროს ბავ­შვი კი­ნა­ღამ შო­კით მოკ­ვდა"; "გული ცუ­დად გა­მიხ­და, არ ეს­მით, რომ ეს უდი­დე­სი სტრე­სია ბავ­შვის­თვის"; "ეს რა სა­ში­ნე­ლე­ბა ვნა­ხე! ბავ­შვის დე­დას სულ ოდ­ნავ გა­ე­გე­ბა, რა არის მა­სა­ჟი? ან პე­დი­ატ­რი არ ჰყავს? ამ პა­წუ­კას ჯერ რად უნ­დო­და მა­სა­ჟი? გა­და­სა­რე­ვი მა­სა­ჟის­ტი მყავ­და, რო­მელ­საც ერთხელ არ აუ­ტი­რე­ბია ბავ­შვი. ეს რა უბე­დუ­რე­ბაა!" - წე­რენ აღ­შფო­თე­ბუ­ლი დე­დე­ბი "ფე­ის­ბუ­ქის" ჯგუფ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

"ვინ არის ეს ბავშვი, სად იმყოფება და რაც მთავარია, არის თუ არა ცოცხალი" - ქართველი მასაჟისტის ვიდეომ, რომელიც ჩვილს წყალში აბანავებს დასავლეთში დიდი აღშფოთება გამოიწვია

"ვინ არის ეს ბავშვი, სად იმყოფება და რაც მთავარია, არის თუ არა ცოცხალი" - ქართველი მასაჟისტის ვიდეომ, რომელიც ჩვილს წყალში აბანავებს დასავლეთში დიდი აღშფოთება გამოიწვია

საქართველოში გადაღებული ვიდეო, რომელშიც მასაჟისტი თვეების ჩვილს წყალში მასაჟს უკეთებს, მრავალი უცხოური გამოცემის განხილვის საგნად იქცა.

"შემაშფოთებელი ვიდეო, რომელშიც ახალშობილს წყალში აყურყუმალავებენ, კვლავ რჩება ფეისბუქზე, მიუხედავად იმისა, რომ აშკარაა ბავშვზე ძალადობის ფაქტი", - წერს USA Today.

"ჩვენც როგორც სხვები ვთვლით, რომ ასეთი ქცევა აღმაშფოთებელია. ჩვენ ვშლით ყველანაირ პოსტს, რომელიც ახალისებს ან მხარს უჭერს ძალადობრივ ქცევას. ისეთ შემთხვევებში, როდესაც ხდება ქმედების დაგმობა, მის შესახებ ხალხის ინფორმირება, ჩვენ ვიდეოს გაფრთხილებას ვადებთ და 18 წლამდე ადამიანებისთვის ცენზურას ვუკეთებთ", - განუცხადა გამოცემა USA Today-ს "ფეისბუქის" ადმინისტრაციამ.

"თუმცა, მიუხედავად ამისა, ვიდეო სოციალურ ქსელში რჩება იმისთვის, რომ მოხდეს ხალხის ცნობიერების ამაღლება".

მედიაში დაწერილი უამრავი კრიტიკული სტატიის გარდა, ვიდეოს "ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის ნაციონალური საზოგადოებაც" ეხმაურება, რომელიც ბრიტანეთშია დაარსებული: "ჩვენ ძალიან ვართ შეწუხებული ბავშვისადმი ასეთი მოპყრობის გამო და ჩვენთვის სრულიად მიუღებელი და გაურკვეველია, რატომ არ ამოიღო ფეისბუქმა თავის სივრციდან ეს საშინელი ვიდეო", - ნათქვამია ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებაში.

ამერიკული ორგანიზაცია childhelp-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი კრისტინა მარტინესი ამ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს: "ხალხს აინტერესებს, ვინ არის ეს ბავშვი, სად იმყოფება და რაც მთავარია, არის თუ არა ცოცხალი". მარტინესმა აგრეთვე ვიდეოს ბავშვზე ძალადობის მაგალითი უწოდა.

აღსანიშნავია, რომ ვიდეომ საქართველოშიც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. "ფეისბუქის" გვერდზე Georgian Moms, ქართველი დედები აღშფოთებას ვერ მალავენ:

"ამ ვიდეოს შემდეგ, ისეთი შოკი განვიცადე, სულ ჩემ პატარას ვეფერები, ეს რა უბედურებაა"; "ისე შეიძლება გაუტყდეს ძვლები, ვერც გაიგებთ! ბოლოს ტირილისგან დაიღალა და აღარ ტირის. იყო ასეთი შემთხვევა, ასეთი მასაჟის დროს ბავშვი კინაღამ შოკით მოკვდა"; "გული ცუდად გამიხდა, არ ესმით, რომ ეს უდიდესი სტრესია ბავშვისთვის"; "ეს რა საშინელება ვნახე! ბავშვის დედას სულ ოდნავ გაეგება, რა არის მასაჟი? ან პედიატრი არ ჰყავს? ამ პაწუკას ჯერ რად უნდოდა მასაჟი? გადასარევი მასაჟისტი მყავდა, რომელსაც ერთხელ არ აუტირებია ბავშვი. ეს რა უბედურებაა!" - წერენ აღშფოთებული დედები "ფეისბუქის" ჯგუფში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია