პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვლადიმერ პუტინი - მხოლოდ არაჯანმრთელი ადამიანი წარმოიდგენს, რომ რუსეთი ნატო-ს წევრ ქვეყნებს თავს დაესხმება
ვლადიმერ პუტინი - მხოლოდ არაჯანმრთელი ადამიანი წარმოიდგენს, რომ რუსეთი ნატო-ს წევრ ქვეყნებს თავს დაესხმება

მხო­ლოდ არა­ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნი წარ­მო­იდ­გენს ვი­თა­რე­ბას, რო­დე­საც რუ­სე­თი ნატო-ს წევრ ქვეყ­ნებს ეს­ხმის თავს, - ეს გან­ცხა­დე­ბა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა გა­ა­კე­თა.

"რაც შე­ე­ხე­ბა ზო­გი­ერ­თი ქვეყ­ნის შეშ­ფო­თე­ბას რუ­სე­თის შე­საძ­ლო აგ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ, ვფიქ­რობ, მხო­ლოდ არა­ჯან­მრთელ ადა­მი­ანს და მხო­ლოდ სიზ­მარ­ში შე­უძ­ლია წარ­მო­იდ­გი­ნოს, რომ რუ­სე­თი მო­უ­ლოდ­ნე­ლად ნატო-ს თავს და­ეს­ხმე­ბა. რო­გორც მე ვამ­ჩნევ, ზო­გი­ერ­თი ქვე­ყა­ნა უბ­რა­ლოდ სარ­გებ­ლობს ადა­მი­ა­ნე­ბის ში­შით რუ­სეთ­თან მი­მარ­თე­ბა­ში" , - გა­ნა­ცხა­და პუ­ტინ­მა იტა­ლი­ურ მე­დი­ას­თან სა­უბ­რი­სას.

მი­სი­ვე თქმით, ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნას ახლა სურს ითა­მა­შოს "წინა ხაზ­ზე მყო­ფი" ქვეყ­ნის როლი, რომ­ლებ­მაც შე­საძ­ლოა და­მა­ტე­ბით სამ­ხედ­რო, ეკო­ნო­მი­კუ­რი, ფი­ნან­სუ­რი და სხვა სა­ხის დახ­მა­რე­ბა მი­ი­ღონ. ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი აღ­ნიშ­ნავს, რომ აშშ-ის სჭირ­დე­ბა გარე საფრ­თხე­ე­ბი ატ­ლან­ტი­კურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ლი­დე­რის პო­ზი­ცი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის.

"მინ­და გი­თხრათ, რომ რუ­სე­თი არ არის სა­ში­ში. მსოფ­ლიო იმ­დე­ნად შე­იც­ვა­ლა, რომ სა­ღად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ანს არ შე­უძ­ლია წარ­მო­იდ­გი­ნოს მსგავ­სი მას­შტა­ბუ­რი სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტი დღეს", - აღ­ნიშ­ნა კრემ­ლის ლი­დერ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ვლადიმერ პუტინი - მხოლოდ არაჯანმრთელი ადამიანი წარმოიდგენს, რომ რუსეთი ნატო-ს წევრ ქვეყნებს თავს დაესხმება

ვლადიმერ პუტინი - მხოლოდ არაჯანმრთელი ადამიანი წარმოიდგენს, რომ რუსეთი ნატო-ს წევრ ქვეყნებს თავს დაესხმება

მხოლოდ არაჯანმრთელი ადამიანი წარმოიდგენს ვითარებას, როდესაც რუსეთი ნატო-ს წევრ ქვეყნებს ესხმის თავს, - ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გააკეთა.

"რაც შეეხება ზოგიერთი ქვეყნის შეშფოთებას რუსეთის შესაძლო აგრესიული ქმედებების შესახებ, ვფიქრობ, მხოლოდ არაჯანმრთელ ადამიანს და მხოლოდ სიზმარში შეუძლია წარმოიდგინოს, რომ რუსეთი მოულოდნელად ნატო-ს თავს დაესხმება. როგორც მე ვამჩნევ, ზოგიერთი ქვეყანა უბრალოდ სარგებლობს ადამიანების შიშით რუსეთთან მიმართებაში" , - განაცხადა პუტინმა იტალიურ მედიასთან საუბრისას.

მისივე თქმით, ზოგიერთ ქვეყანას ახლა სურს ითამაშოს "წინა ხაზზე მყოფი" ქვეყნის როლი, რომლებმაც შესაძლოა დამატებით სამხედრო, ეკონომიკური, ფინანსური და სხვა სახის დახმარება მიიღონ. ვლადიმერ პუტინი აღნიშნავს, რომ აშშ-ის სჭირდება გარე საფრთხეები ატლანტიკურ საზოგადოებაში ლიდერის პოზიციის შენარჩუნებისთვის.

"მინდა გითხრათ, რომ რუსეთი არ არის საშიში. მსოფლიო იმდენად შეიცვალა, რომ საღად მოაზროვნე ადამიანს არ შეუძლია წარმოიდგინოს მსგავსი მასშტაბური სამხედრო კონფლიქტი დღეს", - აღნიშნა კრემლის ლიდერმა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა