მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შემიძლია ჩემი ავტოგრაფიც გავუგზავნო" - ირაკლი შოთაძე ირაკლი ალასანიას პასუხობს
"შემიძლია ჩემი ავტოგრაფიც გავუგზავნო" - ირაკლი შოთაძე ირაკლი ალასანიას პასუხობს

ე.წ. კა­ბე­ლე­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ირაკ­ლი შო­თა­ძის შე­სა­ხებ ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას გან­ცხა­დე­ბას

მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ "რე­აქ­ცი­ა­ში" უპა­სუ­ხა.

"წე­ლი­წად­ნა­ხე­ვარ­ზე მე­ტია, რაც ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ვმუ­შა­ობ. ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე იყო, ძა­ლი­ან ბევ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­კეთ­და მა­სემ­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით, რო­გორც ჩემს შე­სა­ხებ, ასე­ვე გი­ორ­გი ბა­დაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ. თუმ­ცა მე მინ­და მი­ვუ­ლო­ცო ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას, მან რე­კორ­დი და­ამ­ყა­რა - ჩემი სა­ხე­ლი და გვა­რი პირ­და­პირ ეთერ­ში ამ­დენ­ჯერ არას­დროს უხ­სე­ნე­ბი­ათ. არ ვი­ცო­დი ასე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი თუ ვი­ყა­ვი მის­თვის. მინ­და ვი­სარ­გებ­ლო თქვე­ნი ეთე­რით და შევ­თა­ვა­ზო მას, თუ სურს, შე­მიძ­ლია ჩემი ავ­ტოგ­რა­ფიც გა­ვუგ­ზავ­ნო", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი შო­თა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ ე.წ. კა­ბე­ლე­ბის საქ­მეს, მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის თქმით, სა­სა­მარ­თლომ დღეს მათი მხო­ლოდ ერ­თა­დერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ცნო და­უშ­ვებ­ლად მა­შინ, როცა საქ­მე­ში მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ხით 21 ტომი დევს.

"რაც შე­ე­ხე­ბა დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვას, ამ ეტაპ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა. არ ვიცი რა­ტომ ხდე­ბა ასე­თი ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა და არის თუ არა ეს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი პი­ა­რი, მაგ­რამ მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაც­ნო­ბო, რომ დღეს სა­სა­მარ­ლომ და­უშ­ვებ­ლად ცნო სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის ერ­თა­დერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, ისიც ნა­წი­ლობ­რივ. სა­უ­ბა­რია ერთ-ერთ ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა­ზე. ამავდრო­უ­ლად მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ისიც ვაც­ნო­ბო, რომ და­უშ­ვებ­ლად იქნა ცნო­ბი­ლი დაც­ვის მხა­რის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბიც. არ­სე­ბობს შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რე­ბი პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბის და ჩვენ ამით აუ­ცი­ლებ­ლად ვი­სარ­გებ­ლებთ, რად­გან მიგ­ვაჩ­ნია, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ არის და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა საქ­მე­ში არ­სე­ბულ სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს, საქ­მე შედ­გე­ბა 21 ტო­მის­გან და ის არის სრუ­ლად პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ შეგ­რო­ვი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, ამი­ტომ სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ უწყე­ბას სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ გა­აჩ­ნია, არის უბ­რა­ლოდ აბ­სურ­დუ­ლი.

რო­გორც მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ, შე­მიძ­ლია გან­ვა­ცხა­დო, ვიც­ნობ საქ­მე­ში არ­სე­ბულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს ძა­ლი­ან კარ­გად. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი მო­ლო­დი­ნი არის მხო­ლოდ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი. შე­სა­ბა­მი­სად, ნუ­რა­ვის ექ­ნე­ბა მო­ლო­დი­ნი, რომ თავს აა­რი­დებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და შერ­ჩე­ბა ხალ­ხის­თვის მო­პა­რუ­ლი სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბი. ეს მუ­ქა­რა არ არის. ეს არის ფაქ­ტის კონ­სტა­ტი­რე­ბა. ეს არის ჩვე­ნი გეგ­მა ამ საქ­მე­ზე და მას მი­ვიყ­ვანთ ბო­ლომ­დე", - აღ­ნიშ­ნა შო­თა­ძემ, რომ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ი­თაც, პრო­კუ­რა­ტუ­რას ე.წ. კა­ბე­ლე­ბის საქ­მე­ზე ერთ-ერთი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის სა­ხით სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი დას­კვნა აქვს.

იხი­ლეთ ასე­ვე: "შო­თა­ძე პა­სუხს აგებს..." - რის სა­ნაც­ვლოდ და­პირ­და ივა­ნიშ­ვი­ლი მთა­ვარ პრო­კუ­რო­რო­ბას ირაკ­ლი შო­თა­ძეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"შემიძლია ჩემი ავტოგრაფიც გავუგზავნო" - ირაკლი შოთაძე ირაკლი ალასანიას პასუხობს

"შემიძლია ჩემი ავტოგრაფიც გავუგზავნო" - ირაკლი შოთაძე ირაკლი ალასანიას პასუხობს

ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით ირაკლი შოთაძის შესახებ ირაკლი ალასანიას განცხადებას

მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ "რეაქციაში" უპასუხა.

"წელიწადნახევარზე მეტია, რაც ამ თანამდებობაზე ვმუშაობ. ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრი სისხლის სამართლის საქმე იყო, ძალიან ბევრი განცხადება გაკეთდა მასემდიის საშუალებით, როგორც ჩემს შესახებ, ასევე გიორგი ბადაშვილის შესახებ. თუმცა მე მინდა მივულოცო ირაკლი ალასანიას, მან რეკორდი დაამყარა - ჩემი სახელი და გვარი პირდაპირ ეთერში ამდენჯერ არასდროს უხსენებიათ. არ ვიცოდი ასეთი პოპულარული თუ ვიყავი მისთვის. მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერით და შევთავაზო მას, თუ სურს, შემიძლია ჩემი ავტოგრაფიც გავუგზავნო", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

რაც შეეხება უშუალოდ ე.წ. კაბელების საქმეს, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის თქმით, სასამართლომ დღეს მათი მხოლოდ ერთადერთი მტკიცებულება ცნო დაუშვებლად მაშინ, როცა საქმეში მტკიცებულებების სახით 21 ტომი დევს.

"რაც შეეხება დღევანდელ სასამართლო განხილვას, ამ ეტაპზე მიმდინარეობს წინასასამართლო სხდომა. არ ვიცი რატომ ხდება ასეთი ცრუ ინფორმაციის გავრცელება და არის თუ არა ეს მიზანმიმართული პიარი, მაგრამ მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ დღეს სასამარლომ დაუშვებლად ცნო საქართველოს პროკურატურის ერთადერთი მტკიცებულება, ისიც ნაწილობრივ. საუბარია ერთ-ერთ ექსპერტიზის დასკვნაზე. ამავდროულად მინდა საზოგადოებას ისიც ვაცნობო, რომ დაუშვებლად იქნა ცნობილი დაცვის მხარის მტკიცებულებებიც. არსებობს შესაბამისი პროცედურები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების და ჩვენ ამით აუცილებლად ვისარგებლებთ, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული.

რაც შეეხება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, საქმე შედგება 21 ტომისგან და ის არის სრულად პროკურატურის მიერ შეგროვილი მტკიცებულებები, ამიტომ საუბარი იმაზე, რომ უწყებას სხვა მტკიცებულებები არ გააჩნია, არის უბრალოდ აბსურდული.

როგორც მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ, შემიძლია განვაცხადო, ვიცნობ საქმეში არსებულ მტკიცებულებებს ძალიან კარგად. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინი არის მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენი. შესაბამისად, ნურავის ექნება მოლოდინი, რომ თავს აარიდებს პასუხისმგებლობას და შერჩება ხალხისთვის მოპარული საბიუჯეტო თანხები. ეს მუქარა არ არის. ეს არის ფაქტის კონსტატირება. ეს არის ჩვენი გეგმა ამ საქმეზე და მას მივიყვანთ ბოლომდე", - აღნიშნა შოთაძემ, რომლის ინფორმაციითაც, პროკურატურას ე.წ. კაბელების საქმეზე ერთ-ერთი მტკიცებულების სახით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნა აქვს.

იხილეთ ასევე: "შოთაძე პასუხს აგებს..." - რის სანაცვლოდ დაპირდა ივანიშვილი მთავარ პროკურორობას ირაკლი შოთაძეს

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."