შავიზღვისპირა საკურორტო ზონაში კოღოებთან ბრძოლის პროგრამის განხორციელება იწყება

შავიზღვისპირა საკურორტო ზონაში კოღოებთან ბრძოლის პროგრამის განხორციელება იწყება

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოს შავიზღვისპირა საკურორტო ზონაში ტრანსმისიური დაავადებების გადამტან მწერებთან (კოღო) ბრძოლის პროგრამის განხორციელება იწყება, რომელშიც სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან ერთად, მუნიციპალიტეტებიც ჩაერთვებიან.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, პროგრამისთვის 2000 ლიტრი ბიოლოგიური პრეპარატი "bacillus thuringiensis var.israelensis" შეისყიდა: თვითმმართველი ქალაქი ფოთი − 1830 კგ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა − 350 კგ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი − 488 კგ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი − 232 კგ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი − 200 კგ.

ფოთში პირველად ხდება კოღოს წინააღმდეგ ასეთი მასშტაბური სამუშაოების ჩატარება. ქალაქში არსებული შენობა-ნაგებობები, წყალსატევები, დახურული და ღია სივრცეები, სპეციალური ბიოლოგიური საშუალებებით შეიწამლება. ქალაქ ფოთის მერი, ირაკლი კაკულია აღნიშნული პროგრამის რეალიზაციაზე მომუშავე ჯგუფს შეხვდა, სადაც ორგანიზაციული საკითხები განიხილეს.

კოღოს წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამა, შეწამვლითი სამუშაოების ორ ეტაპს მოიცავს. პირველი ეტაპი ივლისის პირველ დეკადაში განხორციელდება, მეორე ეტაპი - სექტემბერში. პროგრამის წარმატებით განხორციელებაში მნიშვნელოვანი როლი დაეკისრება მუნიციპალიტეტის სამსახურებს, ქალაქის საცხოვრებელი კორპუსების ამხანაგობებსა და მოქალაქეებს. ტრანსმისიური დაავადებების გადამტანი მწერების (კოღოების) წინააღმდეგ შესაწამლად გამოყენებული იქნება პრეპარატი "სოლფაკი".

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია