პარტნიორები:

    ვაშა ბიძო! სააკაშვილი სიმართლის დაზუსტებამდე დაგვხვრიტავდა, შენ არ დაგვხვრიტე - ნათია ფანჯიკიძე

    ვაშა ბიძო! სააკაშვილი სიმართლის დაზუსტებამდე დაგვხვრიტავდა, შენ არ დაგვხვრიტე - ნათია ფანჯიკიძე

    დღეს, 5 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომლის საქმეზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

    თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსმართლემ დავით ჯუღელმა გაიზიარა ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების ადვოკატის პოზიცია და ბრალდების მხარის მტკიცებულება, რომელიც ეხებოდა სასაქონლო და საინჟინრო ექსპერტიზას, საქმეში დაუშვებლად ცნო. ამასთან დაკავშირებით, ირაკლი ალასანიას მეუღლე, ნათია ფანჯიკიძე "ფეისბუქზე" სტატუსს აქვეყნებს:

    "ბიძო, უნდა აღვნიშნო ქვეყნის და დემოკრატიის მცირე პროგრესი, სააკაშვილი სიმართლის დაზუსტებამდე დაგვხვრიტავდა, შენ არ დაგვხვრიტე, მხოლოდ შოთაძე გადატენე და ვერ გაისროლა! ვაშა ბიძო!"

    "ღმერთო! რომ არსებობ!

    სასამართლომ პროკურატურის მტკიცებულებები არ დაუშვა! ცრუქუცობებს არ ვიყოთო!

    არსებობს პროფესიონალიზმიც, სიმართლეც და პრინციპულობაც!

    ადამიანად ყოფნა ღირს!

    ზომაზე მეტად რომ არ გავსულელდე სიხარულისგან, ვალერიანის ფესვებს მოვიხარშავ!

    ვაშაააა"

    "ეს მართლა ყველასთვის მაგარი ამბავია, თვით ბიძინასთავისაც, არ ვიცი ხვდება თუ არა, მაგრამ მას ეს წამალივით სჭირდება. აკლია სიმართლის და ადამიანების რწმენა, ხოდა დაიმახსოვროს, რომ ცდება. ადამიანში სინათლე არის"- წერს ნათია.

    შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი ოქტომბერში დააკავეს. მათ ბრალად 4 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხის გაფლანგვა ედებათ.

    "ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

    ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

    "მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს

    ×
    Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"