მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არჩილ გამზარდიამ GDS-TV-ს ყოველკვირეული ანალიტიკური თოქშოუ "20/30" დატოვა. არსებულ ხმებთან დაკავშირებით, წამყვანი პირველ განმარტებას აკეთებს:
"მეგობრებო, რადგან აჟიოტაჟია ამტყდარი ჩემი "კვირის 2030"-იდან წამოსვლა-არ წამოსვლის შესახებ, ჯერჯერობით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ბოლო ხანები, გარკვეული გარემოებების გამო, მართლაც ვფიქრობ გადაცემის დატოვებას, თუმცა, ხაზგასმით მინდა შევნიშნო, რომ ეს გარემოებები ბიძინა ივანიშვილს არ უკავშირდება (ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით)
დავტოვებ გადაცემას თუ გავაგრძელებ, საბოლოო გადაწყვეტილებას აუცილებლად გამცნობთ", - წერს გამზარდია.