ბათუმში უბედური შემთხვევა მოხდა. აღმაშენებლის ქუჩაზე მაღალსართულიანი კორპუსის მე-6 სართულიდან მამაკაცი გადმოხტა, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. მეზობლების ინფომაციით, 64 წლის მამაკაცი მძიმე ავადმყოფი იყო.
"დიდი ხანია ავად იყო ძალიან. ალბათ ვერ გაუძლო ტკივილებს და გადმოხტა" - ამბობს გარდაცვლილის ერთ-ერთი მეზობელი.
ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. გარდაცვლილი მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ პროზექტურაში გადაასვენა.
აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
წყარო: ტელეკომპანია აჭარა