მალაიზიაში მაშველები კინაბალუს მთებში 160 ტურისტის გადარჩენას ცდილობენ. "სიენენის" ცნობით, ისინი მთებში დღეს დილით მომხდარი 6 მაგნიტუდის სიმძლავრს მიწისძვრის შემდეგ გადაადგილებას ვეღარ ახერხებენ.
როგორც მალაიზიის საბაჰის შტატის ტურიზმის მინისტრი მასიდი მანჯუნი ამბობს, სამაშველო ოპერაციებს ცუდი მეტეოროლოგიური პირობები ართულებს. ვერტმფრენები იმ ადგილას დაფრენას ვერ ახერხებენ, სადაც ტურისტები არიან დარჩენილები. ამიტომაც მაშველები სხვა გზით ცდილობენ მათ დახმარებას.
მთა კინაბალუ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ყველაზე მაღალი მთაა, იგი მალაიზიის საბაჰის შტატში მდებარეობს.