პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძაგნიძე ერთ-ერთი პირველი იქნება, ვისაც მოუწევს აუხსნას გამომძიებლებს როგორ "გახსნა'' გიორგი სანაიას მკვლელობის საქმე - ვახო სანაია
"ძაგნიძე ერთ-ერთი პირველი იქნება, ვისაც მოუწევს აუხსნას გამომძიებლებს როგორ "გახსნა'' გიორგი სანაიას მკვლელობის საქმე - ვახო სანაია

გუ­შინ, 4 ივ­ნისს, გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­როს­მა, გე­ნე­რალ-მა­ი­ორ­მა ვახ­ტანგ კა­პა­ნა­ძემ სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებს ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი, პოლ­კოვ­ნი­კი სერ­გო ძაგ­ნი­ძე წა­რუდ­გი­ნა. ძაგ­ნი­ძის ახალ თა­ნამ­დე­ბო­ბას ვახო სა­ნა­ია ეხ­მა­უ­რე­ბა:

"სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სად სერ­გო ძაგ­ნი­ძე და­ნიშ­ნეს. ეს პერ­სო­ნა 2001 წელს მო­ნა­წი­ლე­ობ­და გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა­ში. ეს საქ­მე რო­გორც "გა­მო­ი­ძი­ეს", ყვე­ლას ახ­სოვს. ბა­ტო­ნი ძაგ­ნი­ძე დღემ­დე ამა­ყობს თა­ვი­სი წვლი­ლით ამ საქ­მე­ში. უფრო მე­ტიც, რამ­დე­ნი­მე თვის წინ სერ­გო ძაგ­ნი­ძემ სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად პრე­სას­თა­ნაც იაქ­ტი­უ­რა და სა­ინ­ტე­რე­სო ფრა­ზე­ბი თქვა. აი ცი­ტა­ტე­ბი:

1. "ამ საქ­მე­ში სის­ხლი მაქვს ჩაქ­ცე­უ­ლი და სა­კუ­თა­რი შვი­ლი­ვით "მიყ­ვარს". მე ამ საქ­მე­ზე მა­ნი­პუ­ლი­რე­ბას არც ვა­ხოს ვა­პა­ტი­ებ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძმაა".

2. "ვა­ხომ მად­ლო­ბა მი­თხრას, ძმის მკვლე­ლი რომ და­ვუ­ჭი­რე. რო­მელ სპე­ცი­ა­ლის­ტთან ერ­თა­დაც უნდა, და­ვუჯ­დე­ბი და ერ­თად გა­ვი­ა­როთ ეს საქ­მე".

3. "შე­იძ­ლე­ბა ხმა­მაღ­ლა ნათ­ქვა­მი გა­მო­მი­ვი­დეს, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ეს საქ­მე ჩემი გახ­სნი­ლია".

4. "ეს საქ­მე ქარ­თუ­ლი კი არა, მსოფ­ლიო კრი­მი­ნა­ლის­ტი­კა­შია შე­სა­ტა­ნი. ჩემ­თვის მად­ლო­ბაც კი არ უთ­ქვამთ"

გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას საქ­მის "გახ­სნის" შემ­დეგ მოხ­და ერთი სა­ინ­ტე­რე­სო სა­კად­რო გა­და­ად­გი­ლე­ბა. 2002 წელს სერ­გო ძაგ­ნი­ძე პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან სულ სხვა­გან, უშიშ­რო­ე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. და­აკ­ვირ­დით, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში სა­მეც­ნი­ე­რო-ტექ­ნი­კურ სამ­სა­ხურს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და და უცებ უშიშ­რო­ე­ბა­ში ან­ტი­ტე­რო­სის­ტუ­ლი ცენ­ტრის ხელ­ძღვა­ნე­ლად და­ნიშ­ნეს. ამა­საც და­აკ­ვირ­დით - მა­შინ ამ ცენ­ტრის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა პან­კი­სის ხე­ო­ბის­კენ იყო მი­პყრო­ბი­ლი.

ჩვე­ნი ოჯა­ხი უკვე მე­თო­თხმე­ტე წე­ლია, ყვე­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან მო­ი­თხოვს ამ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბას. ეს საქ­მე დღემ­დე გა­უხ­სნე­ლია. სამ­წუ­ხა­როდ, დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­შიც ამ მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რა­მაც უარი თქვა ხე­ლა­ხალ გა­მო­ძი­ე­ბა­ზე.

რაც შე­ე­ხე­ბა ბა­ტონ ძაგ­ნი­ძეს. მას მინ­და ვუ­თხრა, რომ ამ საქ­მის ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად და­ი­წყე­ბა. უფრო ადრე, ვიდ­რე გვი­ან. ძაგ­ნი­ძე კი, სხვებ­თან ერ­თად, ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იქ­ნე­ბა, ვი­საც მო­უ­წევს, აუხ­სნას გა­მომ­ძი­ებ­ლებს, სა­სა­მარ­თლო­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რო­გორ "გახ­სნა" 2001 წელს გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მე" - წერა სა­ნა­ია.

სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, პოლ­კოვ­ნი­კი სერ­გო ძაგ­ნი­ძე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს უშიშ­რო­ე­ბის სა­მი­ნის­ტრო­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ობ­და. 2006-2009 წლებ­ში ის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს უფ­რო­სის მრჩე­ვე­ლი იყო. 2009 წლი­დან დღემ­დე სერ­გო ძაგ­ნი­ძე აქ­ტი­ურ პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვა და სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი­სა და სი­ლა­ბუ­სე­ბის ავ­ტო­რია.

დავითი
0

ბატონი სერგო ძაგნიძე ჩემთვის ლაკმუსის ქაღალდია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

"ძაგნიძე ერთ-ერთი პირველი იქნება, ვისაც მოუწევს აუხსნას გამომძიებლებს როგორ "გახსნა'' გიორგი სანაიას მკვლელობის საქმე - ვახო სანაია

"ძაგნიძე ერთ-ერთი პირველი იქნება, ვისაც მოუწევს აუხსნას გამომძიებლებს როგორ "გახსნა'' გიორგი სანაიას მკვლელობის საქმე - ვახო სანაია

გუშინ, 4 ივნისს, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი სერგო ძაგნიძე წარუდგინა. ძაგნიძის ახალ თანამდებობას ვახო სანაია ეხმაურება:

"სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად სერგო ძაგნიძე დანიშნეს. ეს პერსონა 2001 წელს მონაწილეობდა გიორგი სანაიას მკვლელობის საქმის გამოძიებაში. ეს საქმე როგორც "გამოიძიეს'', ყველას ახსოვს. ბატონი ძაგნიძე დღემდე ამაყობს თავისი წვლილით ამ საქმეში. უფრო მეტიც, რამდენიმე თვის წინ სერგო ძაგნიძემ სრულიად მოულოდნელად პრესასთანაც იაქტიურა და საინტერესო ფრაზები თქვა. აი ციტატები:

1. "ამ საქმეში სისხლი მაქვს ჩაქცეული და საკუთარი შვილივით "მიყვარს". მე ამ საქმეზე მანიპულირებას არც ვახოს ვაპატიებ, მიუხედავად იმისა, რომ ძმაა''.

2. "ვახომ მადლობა მითხრას, ძმის მკვლელი რომ დავუჭირე. რომელ სპეციალისტთან ერთადაც უნდა, დავუჯდები და ერთად გავიაროთ ეს საქმე''.

3. "შეიძლება ხმამაღლა ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს საქმე ჩემი გახსნილია''.

4. "ეს საქმე ქართული კი არა, მსოფლიო კრიმინალისტიკაშია შესატანი. ჩემთვის მადლობაც კი არ უთქვამთ''

გიორგი სანაიას საქმის "გახსნის'' შემდეგ მოხდა ერთი საინტერესო საკადრო გადაადგილება. 2002 წელს სერგო ძაგნიძე პროკურატურიდან სულ სხვაგან, უშიშროების სამინისტროში გადაიყვანეს. დააკვირდით, პროკურატურაში სამეცნიერო-ტექნიკურ სამსახურს ხელმძღვანელობდა და უცებ უშიშროებაში ანტიტეროსისტული ცენტრის ხელძღვანელად დანიშნეს. ამასაც დააკვირდით - მაშინ ამ ცენტრის განსაკუთრებული ყურადღება პანკისის ხეობისკენ იყო მიპყრობილი.

ჩვენი ოჯახი უკვე მეთოთხმეტე წელია, ყველა ხელისუფლებისგან მოითხოვს ამ საქმის გამოძიებას. ეს საქმე დღემდე გაუხსნელია. სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლების პირობებშიც ამ მთავარმა პროკურატურამაც უარი თქვა ხელახალ გამოძიებაზე.

რაც შეეხება ბატონ ძაგნიძეს. მას მინდა ვუთხრა, რომ ამ საქმის ხელახალი გამოძიება აუცილებლად დაიწყება. უფრო ადრე, ვიდრე გვიან. ძაგნიძე კი, სხვებთან ერთად, ერთ-ერთი პირველი იქნება, ვისაც მოუწევს, აუხსნას გამომძიებლებს, სასამართლოსა და საზოგადოებას, როგორ "გახსნა'' 2001 წელს გიორგი სანაიას მკვლელობის საქმე" - წერა სანაია.

სამინისტროს ცნობით, პოლკოვნიკი სერგო ძაგნიძე წლების განმავლობაში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, საქართველოს უშიშროების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. 2006-2009 წლებში ის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მრჩეველი იყო. 2009 წლიდან დღემდე სერგო ძაგნიძე აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა და სასწავლო პროგრამებისა და სილაბუსების ავტორია.

GAU-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, ტრენერი სოფო შუბლაძე კორონავირუსით გამოწვეული გართულებით გარდაიცვალა

ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენციისა და მონიტორინგის მნიშვნელობის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

"ისტერიულად ტიროდა ბავშვი და მაინც არ ჩერდებოდნენ... ქალსაც კი ხელი დაარტყეს" - ვახო სანაია თავდასხმის დეტალებს იხსენებს