მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არჩილ გამზარდიამ GDS-TV-ს ყოველკვირეული ანალიტიკური თოქშოუ "20/30" დატოვა.
"მინდა ვთქვა, რომ ივანიშვილი ის იშვიათი გამონაკლისია, რომლის მიმართაც გაცნობის შემდეგ უფრო მომემატა პატივისცემა", - დაწერა "ფეისბუქზე" არჩილ გამზარდიამ.
ამ ეტაპზე ტელევიზიაში არჩილ გამზარდიას გადაწყვეტილებას არ ადასტურებენ. Ambebi.ge დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს.