საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მექალთანე ქართველები, მათი საყვარელი ქალბატონები და მიტოვებული ცოლები
მექალთანე ქართველები, მათი საყვარელი ქალბატონები და მიტოვებული ცოლები

წლე­ბია, მა­მე­ბი­სა და ბა­ბუ­ე­ბის თა­ო­ბი­დან გვეს­მის, რომ რუსი გო­გო­ნე­ბი კავ­კა­სი­ელ მა­მა­კა­ცებ­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით, ქარ­თვე­ლებ­ზე გიჟ­დე­ბი­ან. ახლა მო­და­ში უკ­რა­ი­ნე­ლი გო­გო­ნე­ბი არი­ან, მაგ­რამ ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცე­ბი რუ­სებ­სა და უკ­რა­ი­ნე­ლებ­თან ერ­თად, ქარ­თვე­ლებ­ზეც არ ამ­ბო­ბენ უარს და უფრო მე­ტიც, ხან­და­ხან რამ­დე­ნი­მე ქარ­თველ გო­გო­ნას­თან ერ­თდრო­უ­ლად ფლირ­ტა­ო­ბენ. ამ­ჯე­რად ყვე­ლა­ზე მე­ქალ­თა­ნე ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცე­ბის სიას გა­გაც­ნობთ.

გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძე მე­ქალ­თა­ნის სტა­ტუსს ჯერ კი­დევ სა­ლო­მე ჭა­ჭუ­ა­ზე და­ქორ­წი­ნე­ბამ­დე ატა­რებ­და, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, უღელ­ში შებ­მამ ვერ უშ­ვე­ლა და საყ­ვა­რელ ცოლს თა­ნა­ცხოვ­რე­ბი­დან მალე და­შორ­და. მი­ზე­ზი კი, რო­გორც ამ­ბო­ბენ, გო­გო­ნე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი იყო, ერთ-ერ­თთან მი­მო­წე­რა ცოლ­მა წა­ი­კი­თხა და სკან­და­ლიც ამას მოჰ­ყვა.

ბიზ­ნეს­მე­ნი გენო მა­ლა­ზო­ნია დღემ­დე მარ­ტოა, მაგ­რამ მის­მა გულ­მა უამ­რა­ვი ცნო­ბი­ლი ქალ­ბა­ტო­ნის სიყ­ვა­რუ­ლი და­ი­ტია. ამ­ბო­ბენ, რომ თიკო სა­დუ­ნიშ­ვი­ლი და შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი ერ­თმა­ნეთს სამ­კვდრო-სა­სი­ცო­ცხლოდ სა­სურ­ვე­ლი სა­სი­ძოს გამო გა­და­ე­კიდ­ნენ. ლა­პა­რა­კობ­დნენ გე­ნო­სა და ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლის რო­მან­ზეც. ბოლო დროს კი იმა­ზეც ჭო­რა­ობ­დნენ, რომ არ­ჩე­ვა­ნი სა­ბო­ლო­ოდ ლიკა ლა­ბა­ძე­ზე შე­ა­ჩე­რა და მალე ცო­ლა­დაც მო­იყ­ვან­და, მაგ­რამ ამ ჭო­რის გავ­რცე­ლე­ბი­დან მალე მა­ლა­ზო­ნია და­სას­ვე­ნებ­ლად სხვა გო­გო­ნებ­თან ერ­თად გა­ემ­გზავ­რა.

გი­ორ­გი ყიფ­ში­ძის რო­მა­ნე­ბი უკვე დიდი ხა­ნია, პრე­სის გემ­რი­ე­ლი ლუკ­მაა. კრის­ტი ყიფ­ში­ძეს­თან და­შო­რე­ბა, რო­გორც წლე­ბის შემ­დეგ გა­ირ­კვა, ია სუ­ხი­ტაშ­ვილ­თან რო­მა­ნის გამო მო­უხ­და.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის ქა­ლე­ბის თემა მთე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბის ნა­წი­ლად იქცა. რას აღარ წერ­დნენ მისი მე­ქალ­თა­ნე­ო­ბის შე­სა­ხებ. პრე­სა ხში­რად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ამ­ბე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა­საც არ ერი­დე­ბო­და. მა­გა­ლი­თად, რო­გორ და­უ­წყებ­და ხოლ­მე დევ­ნას რეს­ტო­რან­ში შე­ქე­ი­ფი­ა­ნე­ბის შემ­დეგ ქა­ლებს. მარ­თა­ლია, ასე მორ­ბე­ნა­ლი მი­შას ვი­დეო არა­ვის უნა­ხავს, მაგ­რამ მისი პრე­ზი­დენ­ტო­ბი­სას რამ­დე­ნი­მე გა­მორ­ჩე­უ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი ნამ­დვი­ლად ტრი­ა­ლებ­და მის გარ­შე­მო, რო­მელ­თა პო­ლი­ტი­კუ­რი თუ მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რა წინ წა­ვი­და.

კახი კა­ლა­ძე ანუ­კა არე­ში­ძე­ზე და­ქორ­წი­ნე­ბამ­დე ყვე­ლა­ზე სა­სურ­ველ სპორ­ტსმენ სა­სი­ძოდ მი­იჩ­ნე­ო­და და რო­გორც ამ­ბობ­დნენ, მას­ზე უამ­რა­ვი ცნო­ბი­ლი თუ უც­ნო­ბი გო­გო­ნა იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. თუმ­ცა გული მხო­ლოდ მო­დე­ლე­ბის­კენ მი­უ­წევ­და და ჯერ "მის სა­ქარ­თვე­ლო"სა­ლო­მე ხე­ლაშ­ვილ­ზე იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, შემ­დეგ კი ირი­ნა ონაშ­ვილ­სა და კა­ლა­ძე­ზეც ჭო­რა­ობ­დნენ. რო­გორც ამ­ბობ­დნენ, ირი­ნას მან­ქა­ნა უყი­და. სა­ბო­ლო­ოდ კი არ­ჩე­ვა­ნი ანუ­კა არე­ში­ძე­ზე შე­ა­ჩე­რა და დღეს კარ­გი მე­ო­ჯა­ხე გახ­ლავთ.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

მექალთანე ქართველები, მათი საყვარელი ქალბატონები და მიტოვებული ცოლები

მექალთანე ქართველები, მათი საყვარელი ქალბატონები და მიტოვებული ცოლები

წლებია, მამებისა და ბაბუების თაობიდან გვესმის, რომ რუსი გოგონები კავკასიელ მამაკაცებზე, განსაკუთრებით, ქართველებზე გიჟდებიან. ახლა მოდაში უკრაინელი გოგონები არიან, მაგრამ ქართველი მამაკაცები რუსებსა და უკრაინელებთან ერთად, ქართველებზეც არ ამბობენ უარს და უფრო მეტიც, ხანდახან რამდენიმე ქართველ გოგონასთან ერთდროულად ფლირტაობენ. ამჯერად ყველაზე მექალთანე ქართველი მამაკაცების სიას გაგაცნობთ.

გიორგი ვარდოსანიძე მექალთანის სტატუსს ჯერ კიდევ სალომე ჭაჭუაზე დაქორწინებამდე ატარებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, უღელში შებმამ ვერ უშველა და საყვარელ ცოლს თანაცხოვრებიდან მალე დაშორდა. მიზეზი კი, როგორც ამბობენ, გოგონების სიყვარული იყო, ერთ-ერთთან მიმოწერა ცოლმა წაიკითხა და სკანდალიც ამას მოჰყვა.

ბიზნესმენი გენო მალაზონია დღემდე მარტოა, მაგრამ მისმა გულმა უამრავი ცნობილი ქალბატონის სიყვარული დაიტია. ამბობენ, რომ თიკო სადუნიშვილი და შორენა ბეგაშვილი ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ სასურველი სასიძოს გამო გადაეკიდნენ. ლაპარაკობდნენ გენოსა და ნინა წკრიალაშვილის რომანზეც. ბოლო დროს კი იმაზეც ჭორაობდნენ, რომ არჩევანი საბოლოოდ ლიკა ლაბაძეზე შეაჩერა და მალე ცოლადაც მოიყვანდა, მაგრამ ამ ჭორის გავრცელებიდან მალე მალაზონია დასასვენებლად სხვა გოგონებთან ერთად გაემგზავრა.

გიორგი ყიფშიძის რომანები უკვე დიდი ხანია, პრესის გემრიელი ლუკმაა. კრისტი ყიფშიძესთან დაშორება, როგორც წლების შემდეგ გაირკვა, ია სუხიტაშვილთან რომანის გამო მოუხდა.

მიხეილ სააკაშვილისთვის ქალების თემა მთელი პოლიტიკური მოღვაწეობის ნაწილად იქცა. რას აღარ წერდნენ მისი მექალთანეობის შესახებ. პრესა ხშირად წარმოუდგენელი ამბების გამოქვეყნებასაც არ ერიდებოდა. მაგალითად, როგორ დაუწყებდა ხოლმე დევნას რესტორანში შექეიფიანების შემდეგ ქალებს. მართალია, ასე მორბენალი მიშას ვიდეო არავის უნახავს, მაგრამ მისი პრეზიდენტობისას რამდენიმე გამორჩეული ქალბატონი ნამდვილად ტრიალებდა მის გარშემო, რომელთა პოლიტიკური თუ მუსიკალური კარიერა წინ წავიდა.

კახი კალაძე ანუკა არეშიძეზე დაქორწინებამდე ყველაზე სასურველ სპორტსმენ სასიძოდ მიიჩნეოდა და როგორც ამბობდნენ, მასზე უამრავი ცნობილი თუ უცნობი გოგონა იყო შეყვარებული. თუმცა გული მხოლოდ მოდელებისკენ მიუწევდა და ჯერ ''მის საქართველო''სალომე ხელაშვილზე იყო შეყვარებული, შემდეგ კი ირინა ონაშვილსა და კალაძეზეც ჭორაობდნენ. როგორც ამბობდნენ, ირინას მანქანა უყიდა. საბოლოოდ კი არჩევანი ანუკა არეშიძეზე შეაჩერა და დღეს კარგი მეოჯახე გახლავთ.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება