პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაბადების დღეს გილოცავთ, კახი! - უმნიშვნელოვანესი დღეები მსახიობის 80 წლიდან
დაბადების დღეს გილოცავთ, კახი! - უმნიშვნელოვანესი დღეები მსახიობის 80 წლიდან

ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი კახი კავ­სა­ძე დღეს იუ­ბი­ლა­რია, - მსა­ხი­ობს 80 წელი შე­უს­რულ­და. ვუ­ლო­ცავთ დიდ არ­ტისტს იუ­ბი­ლეს და გვინ­და, ამ ფაქტს ცოტა ხნის წინ Ambebi.ge-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტია - "კახი კავ­სა­ძის უნი­კა­ლუ­რი პი­რა­დი ფო­ტო­არ­ქი­ვი და რთუ­ლი ცხოვ­რე­ბის რე­ა­ლი­ე­ბი" შე­გახ­სე­ნოთ, ვი­ნა­ი­დან ის ბა­ტო­ნი კა­ხის გან­ვლილ ცხოვ­რე­ბას კარ­გად ასა­ხავს.

ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კას კი­დევ ერ­თმა დიდ­მა მსა­ხი­ობ­მა გა­დას­ცა სა­კუ­თა­რი ფო­ტო­არ­ქი­ვი და ეს კაცი კახი კავ­სა­ძეა.

რო­გორც ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე აღ­ნიშ­ნავს, ბიბ­ლი­ო­თე­კა ბა­ტონ კა­ხის და­უ­კავ­შირ­და და "ციფ­რულ მა­ტი­ა­ნე­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შეს­თა­ვა­ზა. მსა­ხი­ო­ბი დიდი სი­ხა­რუ­ლით ჩა­ერ­თო პრო­ცეს­ში, - ბიბ­ლი­ო­თე­კის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფი ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან ბა­ტონ კა­ხის შინ ეწ­ვია, სა­დაც შე­სა­ბა­მი­სი სა­მუ­შაო ჩა­ტარ­და, "გა­ციფ­რულ­და" მსა­ხი­ო­ბის ფო­ტო­ალ­ბო­მებ­ში და­ცუ­ლი უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო და უნი­კა­ლუ­რი ფოტო.

გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე:

- ფო­ტო­ე­ბის ნა­წი­ლი მის­თვი­საც გარ­კვე­ულ­წი­ლად, წარ­სულ­თან ხელ­მე­ო­რედ მიბ­რუ­ნე­ბა იყო, რად­გან პი­რად არ­ქივს ადა­მი­ა­ნე­ბი ხში­რად არ უბ­რუნ­დე­ბი­ან... ბა­ტო­ნი კახი სუ­რა­თებ­ზე გან­მარ­ტე­ბებს თა­ვად­ვე აკე­თებ­და.

ალ­ბო­მი, ერთი მხრივ, ქარ­თუ­ლი თე­ატ­რი­სა და კი­ნოს ის­ტო­რი­ას ასა­ხავს, მე­ო­რე მხრივ, რთუ­ლი ბი­ოგ­რა­ფი­ის მქო­ნე ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის რე­ა­ლი­ებს...

ახლა კი მინ­და, ამ მსა­ხი­ო­ბის იმ რთუ­ლი ბი­ოგ­რა­ფი­ის რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვან ეპი­ზოდს შე­ვე­ხო. და­ვი­წყოთ იმით, ის დიდი წი­ნაპ­რის შთა­მო­მა­ვა­ლია. სწო­რედ მის ბა­ბუ­ას ეკუთ­ვნის ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი მუ­სი­კის პირ­ვე­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი სიმ­ღე­რი­სა და ცეკ­ვის ან­სამ­ბლის შექ­მნის იდეა. დიახ, ცნო­ბი­ლი ლოტ­ბა­რი - სან­დრო კავ­სა­ძე გახ­ლდათ კახი კავ­სა­ძის ბა­ბუა, რო­მელ­საც ქარ­თულ ხე­ლოვ­ნე­ბა­ში უდი­დე­სი წვლი­ლი მი­უ­ძღვის. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ეს საქ­მე მის­მა შვილ­მა, კა­ხის მა­მამ - და­თაშ­კა კავ­სა­ძემ გა­ნაგ­რძო, რო­მე­ლიც მე­ო­რე მსა­ოფ­ლიო ომის დროს ქერჩთან ტყვედ ჩა­ვარ­და. ის იქი­დან მის­მა ფრონ­ტელ­მა მე­გო­ბარ­მა იხ­სნა, ტყვე­თა ბა­ნა­კი­დან გა­მო­აყ­ვა­ნი­ნა, რო­მელ­მაც გერ­მა­ნი­ა­ში, ქარ­თვე­ლი ტყვე­ე­ბის­გან სიმ­ღე­რი­სა და ცეკ­ვის ან­სამ­ბლი ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა. გუნ­დი ომის დამ­თავ­რე­ბის შემ­დე­გაც აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობ­და. მერე მათი ამე­რი­კა­ში გა­დას­ვლის იდე­აც გაჩ­ნდა. და­თაშ­კამ სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­კუ­თარ ოჯახ­ში დაბ­რუ­ნე­ბა არ­ჩია.

კახი სა­ო­ცა­რი მღელ­ვა­რე­ბით ელო­და მა­მას­თან შეხ­ვედ­რას, მაგ­რამ მა­ტა­რე­ბელ­ში, რომ­ლი­თაც მამა უნდა ჩა­მო­სუ­ლი­ყო, ის არ აღ­მოჩ­ნდა, რად­გა­ნაც სა­ქარ­თვე­ლოს­კენ მო­მა­ვა­ლი, გზად საბ­ჭო­თა მთავ­რო­ბამ, რო­გორც სამ­შობ­ლოს მო­ღა­ლა­ტე და­ა­პა­ტიმ­რა...

პა­ტი­მა­რი კავ­სა­ძე მოგ­ვი­ა­ნე­ბით მე­უღ­ლემ და ორმა ვაჟ­მა უშიშ­რო­ე­ბის ცი­ხე­ში მო­ი­ნა­ხუ­ლა.

"ერთი ერთ მუხ­ლზე დაგ­ვის­ვა, მე­ო­რე კი - მე­ო­რე­ზე და გვკი­თხა: მუ­სი­კას სწავ­ლობთ?

მე მუ­სი­კას კონ­სერ­ვა­ტო­რი­ას­თან

არ­სე­ბულ ნი­ჭი­ერ­თა ათწლედ­ში ვსწავ­ლობ­დი, თან, კარ­გად, სა­ო­ცა­რი ტექ­ნი­კა მქონ­და... მა­მას რომ გა­ვე­ზარ­დე, აუ­ცი­ლებ­ლად მუ­სი­კო­სი ვიქ­ნე­ბო­დი და არა არ­ტის­ტი", - ჰყვე­ბა ბა­ტო­ნი კახი.

მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სი­ა­ზე არას­დროს უფიქ­რია, უბ­რა­ლოდ, სახ­ლში (ვო­რონ­ცოვ­ზე) სა­დაც და­ი­ბა­და, ცხოვ­რობ­დნენ: აკა­კი ხო­რა­ვა, აკა­კი ვა­სა­ძე, ემა­ნუ­ელ აფხა­ი­ძე, თა­მარ ჭავ­ჭა­ვა­ძე და ალექ­სან­დრე და სე­სი­ლია წუ­წუ­ნა­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ეზოს ბავ­შვე­ბის სპექ­ტაკ­ლე­ბის სა­ნა­ხა­ვად ბი­ლე­თებ­საც კი ყი­დუ­ლობ­დნენ. სწო­რედ ამ ადა­მა­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში მყოფ­მა, მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სი­ა­ზე ბევ­რი რამ შე­ი­ტყო.

და­მამ­თავ­რე­ბელ კლას­ში კახი კი­ნოს­ტუ­დია ქარ­თულ ფილმში სინ­ჯებ­ზე და­ი­ბა­რეს, სა­დაც ფილმზე - "ისი­ნი ჩა­მო­ვიდ­ნენ მთი­დან" მთა­ვა­რი გმი­რის, ვე­ფხია ხა­ლი­ბა­უ­რის როლ­ზე და­ამ­ტკი­ცეს, მაგ­რამ დე­ბი­უ­ტი ვერ შედ­გა, - მო­უ­ლოდ­ნე­ლად მი­ღე­ბუ­ლი ტრავ­მის გამო ამ კი­ნო­გა­და­ღე­ბას გა­მო­ე­თი­შა. თუმ­ცა კი­ნო­ში გა­და­ღე­ბის სურ­ვი­ლი არ უნელ­დე­ბო­და და სა­ბო­ლო­ოდ ოც­ნე­ბა მა­ინც აიხ­დი­ნა, - გახ­და მსა­ხი­ო­ბი, არ­ტის­ტი, რო­გორც თა­ვად უყ­ვარს ხოლ­მე ამის თქმა.

უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო და და­უ­ვი­წყა­რი თე­ატ­რა­ლუ­რი თუ კი­ნო­რო­ლი შექ­მნა. მა­ყუ­რე­ბელ­მა ის ნახ­ვის­თა­ნა­ვე შე­იყ­ვა­რა.

რაც შე­ე­ხე­ბა ამ ადა­მი­ა­ნის პი­რად ცხოვ­რე­ბას, მან ბედი ულა­მა­ზეს და ნი­ჭი­ერ მსა­ხი­ობს, ბელა მი­რი­ა­ნაშ­ვილს და­უ­კავ­ში­რა... ამ წყვი­ლის სიყ­ვა­რულ­ზე ბევ­რი და­წე­რი­ლა და თა­ვა­დაც დიდი გა­ტა­ცე­ბით ხში­რად უსა­უბ­რია.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

დაბადების დღეს გილოცავთ, კახი! - უმნიშვნელოვანესი დღეები მსახიობის 80 წლიდან

დაბადების დღეს გილოცავთ, კახი! - უმნიშვნელოვანესი დღეები მსახიობის 80 წლიდან

ყველასთვის საყვარელი კახი კავსაძე დღეს იუბილარია, - მსახიობს 80 წელი შეუსრულდა. ვულოცავთ დიდ არტისტს იუბილეს და გვინდა, ამ ფაქტს ცოტა ხნის წინ Ambebi.ge-ზე გამოქვეყნებული სტატია - "კახი კავსაძის უნიკალური პირადი ფოტოარქივი და რთული ცხოვრების რეალიები" შეგახსენოთ, ვინაიდან ის ბატონი კახის განვლილ ცხოვრებას კარგად ასახავს.

ეროვნულ ბიბლიოთეკას კიდევ ერთმა დიდმა მსახიობმა გადასცა საკუთარი ფოტოარქივი და ეს კაცი კახი კავსაძეა.

როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე აღნიშნავს, ბიბლიოთეკა ბატონ კახის დაუკავშირდა და "ციფრულ მატიანეში" მონაწილეობა შესთავაზა. მსახიობი დიდი სიხარულით ჩაერთო პროცესში, - ბიბლიოთეკის თანამშრომლების გარკვეული ჯგუფი ლაბორატორიიდან ბატონ კახის შინ ეწვია, სადაც შესაბამისი სამუშაო ჩატარდა, "გაციფრულდა" მსახიობის ფოტოალბომებში დაცული უამრავი საინტერესო და უნიკალური ფოტო.

გიორგი კეკელიძე:

- ფოტოების ნაწილი მისთვისაც გარკვეულწილად, წარსულთან ხელმეორედ მიბრუნება იყო, რადგან პირად არქივს ადამიანები ხშირად არ უბრუნდებიან... ბატონი კახი სურათებზე განმარტებებს თავადვე აკეთებდა.

ალბომი, ერთი მხრივ, ქართული თეატრისა და კინოს ისტორიას ასახავს, მეორე მხრივ, რთული ბიოგრაფიის მქონე ადამიანის ცხოვრების რეალიებს...

ახლა კი მინდა, ამ მსახიობის იმ რთული ბიოგრაფიის რამდენიმე მნიშვნელოვან ეპიზოდს შევეხო. დავიწყოთ იმით, ის დიდი წინაპრის შთამომავალია. სწორედ მის ბაბუას ეკუთვნის ქართული ხალხური მუსიკის პირველი პროფესიული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის შექმნის იდეა. დიახ, ცნობილი ლოტბარი - სანდრო კავსაძე გახლდათ კახი კავსაძის ბაბუა, რომელსაც ქართულ ხელოვნებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. მოგვიანებით ეს საქმე მისმა შვილმა, კახის მამამ - დათაშკა კავსაძემ განაგრძო, რომელიც მეორე მსაოფლიო ომის დროს ქერჩთან ტყვედ ჩავარდა. ის იქიდან მისმა ფრონტელმა მეგობარმა იხსნა, ტყვეთა ბანაკიდან გამოაყვანინა, რომელმაც გერმანიაში, ქართველი ტყვეებისგან სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი ჩამოაყალიბა. გუნდი ომის დამთავრების შემდეგაც აქტიურად მუშაობდა. მერე მათი ამერიკაში გადასვლის იდეაც გაჩნდა. დათაშკამ საქართველოში, საკუთარ ოჯახში დაბრუნება არჩია.

კახი საოცარი მღელვარებით ელოდა მამასთან შეხვედრას, მაგრამ მატარებელში, რომლითაც მამა უნდა ჩამოსულიყო, ის არ აღმოჩნდა, რადგანაც საქართველოსკენ მომავალი, გზად საბჭოთა მთავრობამ, როგორც სამშობლოს მოღალატე დააპატიმრა...

პატიმარი კავსაძე მოგვიანებით მეუღლემ და ორმა ვაჟმა უშიშროების ციხეში მოინახულა.

"ერთი ერთ მუხლზე დაგვისვა, მეორე კი - მეორეზე და გვკითხა: მუსიკას სწავლობთ?

მე მუსიკას კონსერვატორიასთან

არსებულ ნიჭიერთა ათწლედში ვსწავლობდი, თან, კარგად, საოცარი ტექნიკა მქონდა... მამას რომ გავეზარდე, აუცილებლად მუსიკოსი ვიქნებოდი და არა არტისტი", - ჰყვება ბატონი კახი.

მსახიობის პროფესიაზე არასდროს უფიქრია, უბრალოდ, სახლში (ვორონცოვზე) სადაც დაიბადა, ცხოვრობდნენ: აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე, ემანუელ აფხაიძე, თამარ ჭავჭავაძე და ალექსანდრე და სესილია წუწუნავები, რომლებიც ეზოს ბავშვების სპექტაკლების სანახავად ბილეთებსაც კი ყიდულობდნენ. სწორედ ამ ადამანების გარემოცვაში მყოფმა, მსახიობის პროფესიაზე ბევრი რამ შეიტყო.

დამამთავრებელ კლასში კახი კინოსტუდია ქართულ ფილმში სინჯებზე დაიბარეს, სადაც ფილმზე - "ისინი ჩამოვიდნენ მთიდან" მთავარი გმირის, ვეფხია ხალიბაურის როლზე დაამტკიცეს, მაგრამ დებიუტი ვერ შედგა, - მოულოდნელად მიღებული ტრავმის გამო ამ კინოგადაღებას გამოეთიშა. თუმცა კინოში გადაღების სურვილი არ უნელდებოდა და საბოლოოდ ოცნება მაინც აიხდინა, - გახდა მსახიობი, არტისტი, როგორც თავად უყვარს ხოლმე ამის თქმა.

უამრავი საინტერესო და დაუვიწყარი თეატრალური თუ კინოროლი შექმნა. მაყურებელმა ის ნახვისთანავე შეიყვარა.

რაც შეეხება ამ ადამიანის პირად ცხოვრებას, მან ბედი ულამაზეს და ნიჭიერ მსახიობს, ბელა მირიანაშვილს დაუკავშირა... ამ წყვილის სიყვარულზე ბევრი დაწერილა და თავადაც დიდი გატაცებით ხშირად უსაუბრია.

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია