პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინაში ომი განახლდა: პრორუსი მებრძოლები ნაღმტყორცნებიდან და საარტილერიო დანადგარებიდან ისვრიან
უკრაინაში ომი განახლდა: პრორუსი მებრძოლები ნაღმტყორცნებიდან და საარტილერიო დანადგარებიდან ისვრიან

ბოლო დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში "ბო­ე­ვი­კებ­მა" ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ოპე­რა­ცი­ის ძა­ლე­ბის პო­ზი­ცი­ებ­ზე იე­რი­ში 40-ჯერ მი­ი­ტა­ნეს. ამის შე­სა­ხებ "უნი­ა­ნი" ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ოპე­რა­ცი­ის პრეს­ცენ­ტრზე დაყ­რდნო­ბით იტყო­ბი­ნე­ბა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბით, პრო­რუ­სი მებ­რძო­ლე­ბი ნაღმტყორ­ცნე­ბი­დან და სა­არ­ტი­ლე­რიო და­ნად­გა­რე­ბი­დან ის­ვრი­ან, რაც მინ­სკის შე­თან­ხმე­ბას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. უკ­რა­ი­ნუ­ლი არ­მი­ის ცნო­ბით, ყვე­ლა­ზე მძი­მე ვი­თა­რე­ბა დო­ნეცკ­შია.

"სა­არ­ტი­ლე­რიო და­ნად­გა­რე­ბი­დან და ნაღმტყორ­ცნე­ბი­დან ის­ვრი­ან პეს­კის, ბე­რე­ზო­ვის, პერ­ვო­მა­ის­კის, ოპიტ­ნეს, ბოგ­და­ნოვ­კას, ბუ­ტოვ­კი­სა და ნო­ვო­ბახ­მუ­ტოვ­კას ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ვი­თა­რე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე რჩე­ბა მა­რინ­კას ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მტერ­მა ჩვენ წი­ნა­აღ­მდეგ ცე­ცხლი ყუმ­ბარ­თმტყორ­ცნე­ბი­დან და მცი­რე შე­ი­ა­რა­ღე­ბი­დან გახ­სნა", - წე­რია ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ოპე­რა­ცი­ის პრეს­ცენ­ტრის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ზო­გი­ერთ ად­გი­ლას ტან­კე­ბი­და­ნაც ის­ვრი­ან. ამას გარ­და, და­ი­ძა­ბა ვი­თა­რე­ბა ლუ­განსკშიც. ნო­ვო­ტოშ­კოვ­სკო­ეს და­სახ­ლე­ბა­ში "ბო­ე­ვი­კებ­მა" ნაღმტყორ­ცნე­ბი­დან გახ­სნეს ცე­ცხლი. უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, დღეს დი­ლით იე­რი­შე­ბი შე­და­რე­ბით შე­სუს­ტდა. მა­ნამ­დე კი და­ი­ღუ­პა ხუთი უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო და ათო­ბით პრო­რუ­სი მებ­რძო­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

უკრაინაში ომი განახლდა: პრორუსი მებრძოლები ნაღმტყორცნებიდან და საარტილერიო დანადგარებიდან ისვრიან

უკრაინაში ომი განახლდა: პრორუსი მებრძოლები ნაღმტყორცნებიდან და საარტილერიო დანადგარებიდან ისვრიან

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში აღმოსავლეთ უკრაინაში "ბოევიკებმა" ანტიტერორისტული ოპერაციის ძალების პოზიციებზე იერიში 40-ჯერ მიიტანეს. ამის შესახებ "უნიანი" ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრზე დაყრდნობით იტყობინება.

გავრცელებული ცნობით, პრორუსი მებრძოლები ნაღმტყორცნებიდან და საარტილერიო დანადგარებიდან ისვრიან, რაც მინსკის შეთანხმებას ეწინააღმდეგება. უკრაინული არმიის ცნობით, ყველაზე მძიმე ვითარება დონეცკშია.

"საარტილერიო დანადგარებიდან და ნაღმტყორცნებიდან ისვრიან პესკის, ბერეზოვის, პერვომაისკის, ოპიტნეს, ბოგდანოვკას, ბუტოვკისა და ნოვობახმუტოვკას ტერიტორიაზე, ვითარება განსაკუთრებით მძიმე რჩება მარინკას ტერიტორიაზე, მტერმა ჩვენ წინააღმდეგ ცეცხლი ყუმბართმტყორცნებიდან და მცირე შეიარაღებიდან გახსნა", - წერია ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრის განცხადებაში.

მათივე ცნობით, ზოგიერთ ადგილას ტანკებიდანაც ისვრიან. ამას გარდა, დაიძაბა ვითარება ლუგანსკშიც. ნოვოტოშკოვსკოეს დასახლებაში "ბოევიკებმა" ნაღმტყორცნებიდან გახსნეს ცეცხლი. უკრაინული მედიის ცნობით, დღეს დილით იერიშები შედარებით შესუსტდა. მანამდე კი დაიღუპა ხუთი უკრაინელი სამხედრო და ათობით პრორუსი მებრძოლი.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა