სირიაში, საბრძოლო მოქმედებების დროს 27 წლის იუსუფ მარგოშვილი დაიღუპა. ეს ფაქტი კახეთის საინფორმაციო ცენტრს გარდაცვლილის ნათესავებმა დაუდასტურეს, რომლებიც პანკისის ხეობაში ცხოვრობენ.
მათი თქმით, იუსუფ მარგოშვილი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა და საქართველოს მოქალაქე არ იყო. მათივე ინფორმაციით, მარგოშვილი რუსეთიდან სირიაში დაახლოებით 6 თვის წინ წავიდა.
იხილეთ ვრცლად